FM97.5 / LIVE

დეპუტატის და დირექტორის დაპირისპირებაში ორგანიზაცია ‘საფარი’ ერთვება

მთავარისიახლე, პოლიტიკა 24.07.2019
ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორის ნარინე გინოსიანის უფლებებს, ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია „საფარი“ დაიცავს. ორგანიზაციამ პრესკონფერენცია დღეს, 24 ივლისს გამართა.

დეპუტატის და დირექტორის დაპირისპირებაში ორგანიზაცია ‘საფარი’ ერთვება

ქალთა არასამთავრო ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ პრესკონფერენციაზე ნარინე გინოსიანთან და მის ადვოკატთან, მირიან ნიკოლაძესთან ერთად ისაუბრა.

ბაია პატარაიას თქმით, ენზელ მკოიანმა ნარინე გინოსიანის წინააღმდეგ ყველა სახელისუფლებო ბერკეტი გამოიყენა, მათ შორის – ნინოწმინდის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, რომლებსაც ათქმევინა, რომ გინოსიანს თანამდებობა უნდა დაეტოვებინა.

„დევნა მხოლოდ ამით არ გამოიხატებოდა. მკოიანმა მოახერხა ის, რომ სისხლისამართლებრივი დევნა დაწყებულიყო. ამასთან, დღემდე გრძელდება ზეწოლა ნარინეზე. მკოიანი ნინოწმინდელ საჯარო მოხელეებს აიძულებს, ღიად დაუჭირონ მხარი“, – აცხადებს ბაია პატარაია.

არასამთავრობო ორგანიზაცია სახალხო დამცველს სთხოვს, დაინტერესდეს მომხდარით და დაადგინოს, წლების განმავლობაში გინოსიანის მიმართ სექსულური შევიწროებისა და დისკრიმინაციის საკითხები.

„ჩვენ გვქონდა გარკვეული კომუნიკაცია სახალხო დამცველის აპარატთან და ოფიციალურადაც მივმართავთ. საქმეში არიან მოწმეები და არის მტკიცებულებები, რომელსაც წარვუდგენთ ომბუდსმენის აპარატს განსახილველად. ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი არის გარეული ამ საქმეში და იგი საკუთარ ძალაუფლებას იყენებს ბოროტად იმისთვის, რომ მსხვერპლი გააჩუმოს, დაჩაგროს და გზიდან ჩამოიშოროს“, – ამბობს ბაია პატარაია.

პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა ნარინე გინოსიანმაც. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც პირველად გამოქვეყნდა მის მიმართ ენზელ მკოიანის მხრიდან სექსუალური შევიწროების შესახებ ინფორმაცია და ამის საპასუხოდ, დეპუტატმა საგანგებო განცხადება გააკეთა, იგი საჯარო მოხელეებს აიძულებდა, მისთვის ღიად დაეჭირათ მხარი.

„მერიის ერთ–ერთმა თანამშრომელმა მომწერა მეილზე, როგორ გაამწარე ასე მკოიანი, რომ ყველა თანამშრომელს გვთხოვს, თავისი გაკეთებული განცხადება, ფეისბუქზე გადავაზიაროთ და ასე მხარი დავუჭიროთო“, – განაცხადა ნარინე გინოსიანმა.

ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელის ბაია პატარაიას თქმით, მოწმეების დიდი ნაწილი, მკოიანის გავლენის გამო, უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე, თუმცა მათ ჰყავთ მოწმე, რომელიც ყველაფერს იტყვის. ასევე, არის სხვა წერილობითი მტკიცებულებებიც.
ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ „ქართული ოცნება“ და საქართველოს პარლამენტი საკითხით დაინტერესდებიან.

ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორი და მისი ბუღალტერი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, თანხების მითვისებასა და გაფლანგვისათვის, 19 ივლისს პასუხისგებაში მისცა, სასამართლომ კი ორივე მათგანი გირაოთი გაათავისუფლა.

ბაღების გაერთიანების დირექტორმა ნარინე გინოსიანმა, პირველად „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ დაწყებულ ძიებას, ნინოწმინდა–ახალქალაქის დეპუტატ ენზელ მკოიანს უკავშირებდა, რადგან მკოიანი მასთან ინტიმური კავშირის დამყარებას ცდილობდა, რაზეც უარი მიიღო და დაემუქრა.

„სამხრეთის კარიბჭეში“ მასალის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, მკოიანმა საგანგებო განცხადება გააკეთა და გინოსიანის ბრალდებები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად დაგეგმილ ბინძურ კამპანიად შეაფასა.

[ლუბა გიორგაძე, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბაღების გაერთიანების დირექტორისა და დეპუტატის საქმეს სახალხო დამცველი სწავლობს
ენზელ მკოიანის წინააღმდეგ პროკურატურას ძიება არ დაუწყია
‘საიდან იცის გამოძიების დეტალები?’– ბაღების დირექტორი ენზელ მკოიანს უჩივლებს
ნინოწმინდის ბაღების გაერთიანებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
'ჩემს წინააღმდეგ ბინძური ბრალდებები გაჟღერდა' – ენზელ მკოიანი განცხადებას ავრცელებს
'მკოიანს სექსუალური კონტაქტის დამყარება უნდოდა, უარის გამო სამაგიერო გადამიხადა' - ბაღების დირექტორი პასუხისგებაში მისცეს
'ნინოწმინდაში სექსუალური შევიწროების ბევრი ფაქტია' - ნარინე გინოსიანი