FM97.5 / LIVE

'სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაციების საბჭო' ხელისუფლებას მოთხოვნებს უყენებს

მთავარიპოლიტიკა 04.10.2013
"სამცხე–ჯავახეთისა და ქვემო ქართლის სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაციების საბჭო"-ს "სახელმწიფო ენის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობას მოუწოდებს "თავი აარიდოს ორმაგი სტანდარტების აღსრულებას და დაუყოვნებლივ გახადოს განხილვის თემად რეგიონში სომხური ენისთვის რეგიონალური სტატუსის მინიჭება".

'სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაციების საბჭო' ხელისუფლებას მოთხოვნებს უყენებს
"სამცხე–ჯავახეთისა და ქვემო ქართლის სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაციების საბჭო" საქართველოს სახელმწიფო ენის სტანდარტების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმების დაწესების თემას ეხმაურება.

საბჭომ დღეს, 4 ოქტომბერს გაავრცელა მიმართვა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს მეცნიერული წრეების საკანონმდებლო ინიციატივას საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტი გამოეხმაურა, რაც იმ ვარაუდის საბაბს იძლევა, რომ კანონპროექტი ახლო მომავალში კანონის ძალას მიიღებს. და, შესაბამისად, გავრცელდება როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე პირებზე, ასევე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ორგანიზაციებზე.

"შეგახსენებთ, რომ ამ პროცესის გამოვლინებები ჯერ კიდევ 2012წ ხელისუფლების შეცვლის დროს დაფიქსირდა, როდესაც ბ.ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლებმა გამოაცხადეს ე.წ. "ენის ჟანდარმერიის" შექმნის აუცილებლობაზე.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში არსებობს მთელი რიგი რეგიონებისა, რომლის მოსახლეობას არაქართველი მოქალაქეები წარმოადგენენ, ხოლო საქართველოს ხელისუფლებას დღემდე არ მოუწერია ან რატიფიცირება არ მოუხდენია იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებისა, რომელიც მკვიდრი მოსახლეობისა და ეთნიკური უმცირესობების ენობრივი უფლებების დაცვას უკავშირდება, მეტიც - ის ნორმები, რომელსაც საქართველო შეუერთდა პრაქტიკაზე დღემდე არ არის განხორციელებული, შემუშავებულ არ არის შესაბამისი კანონმდებლობა. ამ ფონზე აღნიშნული პროცესი (ახალი კანონპროექტი) უშუალო გავლენას იქონიებს საქართველოს შემადგენლობაში შემავალ მთელ რიგ რეგიონებზე, მათ შორის სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის მოსახლეობაზე", - ნათქვამია საბჭოს მიმართვაში.

"სამცხე–ჯავახეთისა და ქვემო ქართლის სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაციების საბჭო" მიიჩნევს, რომ საერთაშორისო ვალდებულებების არშესრულებისა და კანონმდებლობის არასრულყოფილების პირობებში, ქართული ხელესუფლების მსგავსი ნაბიჯები, აღნიშნულ რეგიონებში, მოსახლეობის ღელვას, ქართული ხელისუფლების მიმართ უნდობლობას გამოიწვევს.გარდა ამისა, გაღრმავდება ჯავახეთის ეთნიკური სომხების იზოლაცია სახელმწიფო ინსტიტუტებისგან.

"აღნიშნული და სხვა უარყოფითი პროცესების თავიდან ასაცილებლად, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაციების საბჭო, საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ საკუთარ პროგრამებში თავი აარიდოს ორმაგი სტანდარტების აღსრულებას და ამგვარი პროცესების დაწყებასთან მიმართებაში დაუყოვნებლივ გახადოს განხილვის თემად რეგიონში სომხური ენისთვის რეგიონალური სტატუსის მინიჭება. ამით საქართველოს ახალი ხელისუფლება დაამტკიცებს, რომ ის ჭეშმარიტად დემოკრატიულია, არ გადაუხვია გამოცხადებულ პოლიტიკურ კურსს და ამით განსხვავდება წინამორბედი ხელისუფლებისგან.

მოვიდა დრო ვაღიაროთ, რომ ჯავახეთის მკვიდრი ათასობით სომეხი მოქალაქე გადასახადების ისეთივე გადამხდელია, როგორც ქვეყნის ქართველი მკვიდრი მოსახლეობა და მას ისეთივე უფლება აქვს ადმინისტრაციულ და სახელმწიფო დონეზე დაიცვას საკუთარი მშობლიური ენა, როგორც დღეს ცდილობთ ქართული ენის დაცვას. აი ეს არის ნამდვილი დემოკრატია!"- ნათქვამია მიმართვაში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

„სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის მოსალოდნელი ცვლილება ჯავახეთში უფლებების დარღვევად აღიქვეს
ჯავახეთის პოლიტიკაში საზოგადოებრივი ორგანიზაციების საბჭო ერთვება
ნარეკ გალსტიანი: "ქარტიის რატიფიცირება ცოტა დააგვიანეს კიდეც”
'პოლიციამ უნდა იმოქმედოს თავშეკავებულად' - სომხური არასამთავრობოების საბჭო ახალქალაქის ინციდენტზე
სომხური ენის სტატუსის საკითხი - გამოხმაურება ინტერნეტ-მედიაში
რის საფუძველზე ითხოვენ ”რესპუბლიკელები” სომხური ენისთვის სტატუსის მინიჭებას
აგიტ მირზოევი: ”სომხური ენის სტატუსის საკითხზე მსჯელობა უნდა დაიწყოს”