FM97.5 / LIVE

საშემოდგომო ნობათი აგარის გზაზე [ფოტო]

მთავარისიახლე, ფოტოამბავი 02.10.2019
ცენტრალურ ტრასაზე გამოფენილია მუცელგამობერილი, ყვითელი კვახები, მწვანე ლობიო, კარტოფილი, ვაშლი, მსხალი, მოვარდისფრო პამიდორი და ელოდებიან მყიდველს.

საშემოდგომო ნობათი აგარის გზაზე [ფოტო]

საკუთარი ჭიშკრის წინ გასაყიდად გამოტანილი ხილი და ბოსტნეული, ახალციხის სოფელ აგარის მოსახლეობას საშუალებას აძლევს, საოჯახო საქმეებსაც არ მოწყდნენ და თავიანთი ნაშრომის რეალიზაციაც მოახდინონ.

„რა უნდა მოგიყვეთ, აბა? კოლმეურნეობაში ვმუშაობდი, მერე მეურნეობაში, მერე ჩემს საკუთარ მიწაზე. ეს ყველაფერი, რასაც ხედავთ, ჩემი ოჯახის მოყვანილია. ბაზარში ვერ წავიღებთ. დევს აქ და ვისაც უნდა, ის ყიდულობს. მაგალითად, ვაშლს აქ ბევრი ყიდულობს. შეხედულებით ბევრი არაფერია, მაგრამ როგორც ადამიანში არაა მთავარი შეხედულება, ისეა ვაშლშიც“, – მეუბნება და იცინის, – „დღეს იაპონელები იყვნენ, კაკალი, თხილი იყიდეს, კვახებს სურათები გადაუღეს“ – ამბობს 89 წლის კუჭაძე ვალიკო.

საშემოდგომო ნობათი აგარის გზაზე [ფოტო]
ფოტო – კუჭაძე ვალიკო, 89 წლის

„რა ვქნა, ცოტა რაღაცეები მაქვს, ვერ მივდივარ ბაზარში, არ შემიძლია. გამომაქვს ასე და ცოტა რაღაცეებს ვყიდი. ერთ–ორ კაპიკს ვღებულობ. ყველაფერი მომყავს. მე და ჩემი ქმარი ვამუშავებთ მიწას. მთავრობას როგორ მივაჩერდე ხელში? მაძლევს პენსიას და დანარჩენი ცოტა მეც ხომ უნდა გავინძრე? წყალი ჩაუვათ სახლში, მთავრობაო, ყველაფერი მთავრობაო და რა ქნას ამ მთავრობამაც? ხალხი უნდა გაინძრეს და ცხოვრებაც წინ წავა“, – ამბობს 78 წლის იზო ინდუაშვილი.

საშემოდგომო ნობათი აგარის გზაზე [ფოტო]
ფოტო – იზო ინდუაშვიული 78 წლის

უფროსებმა სურათის გადაღება არ ისურვეს, ნიკა დადგა და ფოტოც გადაიღო.

საშემოდგომო ნობათი აგარის გზაზე [ფოტო]
ფოტო – ნიკა ღვალაძე, რვა წლის

„გამომაქვს ასე ჩემი სახლის წინ ხილი და ბოსტნეული. ამასთანავე სახლშიც ვარ, არ ვარ მოცდენილი სახლის საქმეს. ვერ ვახერხებ წავიდე ბაზარზე. მიწას ვამუშავებთ მე, მეუღლე და შვილი. არსად არ ვმუშაობ. ხან გვეყიდება, ხან – არა. შეიძლება, ასი ლარის გაიყიდოს დღეში, ხან – სულ არაფერი. ნატურალური პროდუქტია და ხალხი ყიდულობს“, – ამბობს 45 წლის ხათუნა დევაძე.

საშემოდგომო ნობათი აგარის გზაზე [ფოტო]
ფოტო – ხათუნა ადვაძე, 45 წლის

[გულო კოხოძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'ყველაფერი კარგადაა' – ამბობენ ისინი, თუმცა მაინც წარსულს მისტირიან [ფოტო]
საკურორტო სეზონის ამბები ბორჯომიდან [ფოტო]
'ხილი ჩამოყარა და ბოსტნეული დააზიანა'–  ხეოთი დაისეტყვა
მაყვალა გულიაშვილი – ხელნაკეთი ნივთების ოსტატი ახალციხიდან [ფოტო]
ახალციხის აგრარულ ბაზარში ხალხმრავლობაა [ფოტო/ვიდეო]
ხიზაბავრას ესკიზები [ფოტო]
გულო ყურაძე – ქალის მხრებზეა ყველაფერი [ფოტო/ვიდეო]