FM97.5 / LIVE

შუალედურ არჩევნებზე არალში მხოლოდ ერთი კანდიდატი იქნება

მთავარისიახლე, არჩევნები 27.09.2019
პოლიტიკური პარტიებისთვის შუალედურ არჩევნებში კანდიდატის რეგისტრაციის ვადა ამოიწურა. N38 ადიგენის საარჩევნო ოლქში მხოლოდ ერთი კანდიდატია დარეგისტრირებული.

შუალედურ არჩევნებზე არალში მხოლოდ ერთი კანდიდატი იქნება

N38 საოლქო საარჩევნო კომისიაში შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატი მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ დაარეგისტრირა. სხვა პოლიტიკური სუბიექტები კი მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენას ვეღარ შეძლებენ, რადგან პარტიებისა და საარჩევნო ბლოკებისათვის რეგისტრაციის ვადა დღეს, 27 სექტემბერს 18:00 საათზე ამოიწურა.

შესაბამისად, ერთი თვის შემდეგ, N3 არლის საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს ბიულეტენში მხოლოდ ერთი კანდიდატი დახვდება - ზურაბ ფეიქრიშვილი.

კანდიდატის წარგენაზე უარს აცხადებენ პარტიები „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“.

პარტია “ევროპული საქართველოს“ ადიგენის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, სიმონ პარუნაშვილი მიიჩნევს, რომ კანდიდატის წარდგენას აზრი არ აქვს „ყოველთვის ზეწოლას აკეთებდნენ და ისევ ზეწოლა იქნება“.

„ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციაში კი მიზეზებს ვერ ასახელებენ: „მოკლე პასუხი გვაქვს, კანდიდატი არ გვეყოლება“, - ამბობს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით ოგანესიანი.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში შუალედური არჩევნები იმის გამო იმართება, რომ 2019 წლის ხუთ აპრილს, სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი ლაზარე ჩილინგარაშვილი, ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. მას საკრებულოში საფინანსო–საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარის პოსტი ეკავა. ლაზარე ჩილინგარაშვილმა მაჟორიტარობის მანდატი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოიპოვა.

დაახლოებით ექვსი თვეა არალს ადიგენის საკრებულოში დეპუტატი არ ჰყავს.

სოფელში სულ 1 467 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

არალში საკრებულოს შუალედური არჩევნები ტარდება
ვის ეყოლება კანდიდატი არალში შუალედურ არჩევნებზე
არლის მაჟორიტარობისთვის ჯერ არცერთი კანდიდატია რეგისტრირებული
'ქართულმა ოცნებამ' არალის მოსახლეობას კანდიდატი წარუდგინა
ადიგენის საკრებულოს დეპუტატი ლაზარე ჩილინგარაშვილი გარდაიცვალა
აბასთუმანში, მაისში შუალედური არჩევნები გაიმართება
‘ბიძინამ კარმები დაარიგა, ჩვენ ხმას ვინ მოგვცემს'– ‘ევროპელებს’ აბასთუმანში კანდიდატი არ ეყოლებათ