FM97.5 / LIVE

'ქართულმა ოცნებამ' არალის მოსახლეობას კანდიდატი წარუდგინა

მთავარისიახლე, არჩევნები 26.09.2019
პარტია "ქართულმა ოცნებამ" ადიგენის სოფელ არალში მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობას ოფიციალურად წარუდგინა. 27 ოქტომბრის შულედურ არჩევნებში მათი კანდიდატი ზურაბ ფეიქრიშვილი იქნება.

'ქართულმა ოცნებამ' არალის მოსახლეობას კანდიდატი წარუდგინა

არლელებს, ზურაბ ფეიქრიშვილის კანდიდატურის შესახებ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ესაუბრნენ.

როგორც მათ მოსახლეობასთან განმარტეს, არჩევნებში პარტიის სახელით მონაწილეობას ზურაბ ფეიქრიშვილი მიიღებს.

„ზურაბ ფეიქრიშვილი არის ერთ-ერთი ღირსეული კაცი, ადამიანი, რომელიც თაობებს ზრდიდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი ღირსეული კანდიდატებით, ზოგადად, ბევრ გამარჯვებას მივაღწევთ“, - აღნიშნა წარდგენისას მამუკა მდინარაძემ.

ზურაბ ფეიქრიშვილი 37 წლისაა და არალში ცხოვრობს. იგი აქამდე არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენდა. წლების განმავლობაში თავისუფალი ჭიდაობის მწვრთნელი იყო.

როგორც კანდიდატი ამბობს, მომავალი წლიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმარებისას, სოფლის ინტერესების გამტარებელი იქნება: „ამ სოფელში გავიზარდე, თითოეული ადამიანის გულისტკივილი ვიცი. ძალიან ბევრი ახალი კარგი პროექტი იგეგმება დ ამ პატიოსან გუნდთან ერთად, დარწმუნებული ვარ, ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ ჩვენი სოფლისთვის“, - განაცხადა ზურაბ ფეიქრიშვილმა.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში შუალედური არჩევნები იმის გამო იმართება, რომ 2019 წლის ხუთ აპრილს, სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი ლაზარე ჩილინგარაშვილი, ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. მას ადიგენის საკრებულოში საფინანსო–საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარის პოსტი ეკავა. ლაზარე ჩილინგარაშვილმა მაჟორიტარობის მანდატი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოიპოვა.

დაახლოებით ექვსი თვეა, არალს ადიგენის საკრებულოში დეპუტატი არ ჰყავს.

სოფელში სულ 1 467 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

არალში საკრებულოს შუალედური არჩევნები ტარდება
შუალედურ არჩევნებზე არალში მხოლოდ ერთი კანდიდატი იქნება
ვის ეყოლება კანდიდატი არალში შუალედურ არჩევნებზე
არლის მაჟორიტარობისთვის ჯერ არცერთი კანდიდატია რეგისტრირებული
ადიგენის საკრებულოს დეპუტატი ლაზარე ჩილინგარაშვილი გარდაიცვალა
არლის დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ ფეიქრიშვილი საარჩევნო უბანზე მივიდა
აბასთუმანში, მაისში შუალედური არჩევნები გაიმართება