FM97.5 / LIVE

აბასთუმანში, მაისში შუალედური არჩევნები გაიმართება

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 28.02.2019
ადიგენში, კურორტ აბასთუმანში ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედური არჩევნები გაიმართება. N2 საარჩევნო უბანზე ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ.

აბასთუმანში, მაისში შუალედური არჩევნები გაიმართება

ადიგენის საკრებულოში აბასთუმნის მაჟორიტარი დეპუტატი 2018 წლის ოქტომბრამდე ტარიელ ენდელაძე იყო. მძიმე ავადმყოფობის შედეგად მისი გარდაცვალების შემდეგ ეს პოზიცია თავისუფალია, ამიტომ აბასთუმანში დეპუტატს გაზაფხულზე აირჩევენ.

ცენტრალური საარჩვენო კომისიის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, საკრებულოს შუალედური არჩევნები მაისში გაიმართება, თუმცა ზუსტი თარიღი, არჩევნებამდე 50 დღით ადრე გახდება ცნობილი.

აბასთუმანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამ დრომდე ადიგენში მოქმედ არცერთ პარტიას შერჩეული არ ჰყავს. მუნიციპალიტეტში წარმოდგენილი მხოლოდ "ქართული ოცნება", "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველოა".

"ჩვენ ჯერ არჩევნებთან დაკავშირებით მუშაობა დაწყებული არ გვაქვს", – ამბობს ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი.

"ჯერ წინ დიდი დრო გვაქვს, მოვიფიქრებთ ვინ იქნება კანდიდატი", – გვითხრა ენმ–ს ადიგენის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ დავით ოგანეზიანმა.

უკვე ხუთი თვეა, ადიგენის საკრებულოში აბასთუმანს დეპუტატი არ ჰყავს.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აბასთუმანში დეპუტატობის კანდიდატი ‘ოცნებიდან’ გენადი ბოლქვაძეა
ცესკო შუალედური არჩევნებისთვის ადიგენში 11 231 ლარს დახარჯავს
‘ბიძინამ კარმები დაარიგა, ჩვენ ხმას ვინ მოგვცემს'– ‘ევროპელებს’ აბასთუმანში კანდიდატი არ ეყოლებათ
საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის კოდექსს ხელი მოაწერეს
ადიგენის საკრებულოს დეპუტატი ლაზარე ჩილინგარაშვილი გარდაიცვალა
არალში საკრებულოს შუალედური არჩევნები ტარდება
გენადი ბოლქვაძე საკრებულოში დეპუტატის საქმიანობას შეუდგა