FM97.5 / LIVE

გამყიდველების ხრიკი

მთავარიეკონომიკა 12.06.2012
ახალქალაქის ზოგ მაღაზიაში მომხმარებლებს ჩეკებს ან არ აძლევენ, ან იმ ნაწილს აწვდიან, რომელზეც კოდები არ წერია

გამყიდველების ხრიკი

ახალქალაქში ჩეკების გათამაშების რეკლამირება არ ხდება, ჩეკების შემოწმების მეთოდებს ადგილობრივი ტელევიზია არ აჩვენებს, ცენტრალურ არხებს კი მოსახლეობის დიდი ნაწილი არ უყურებს. შედეგად, ბევრმა გათამაშების შესახებ საერთოდ არაფერი იცის ან თუ იცის, ჩეკებს არ ამოწმებს, რადგან მოგების არ სჯერა ან სულაც არ იცის, ჩეკი როგორ მოწმდება.

“სამხრეთის კარიბჭეს” მიერ გამოკითხული 15 ახალქალაქელიდან ჩეკებს მხოლოდ ორი ამოწმებს, შვიდმა გათამაშების შესახებ არაფერი იცის, ექვსმა კი იცის, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო არ თამაშობს.

ადამიანებს არ სჯერათ, რომ შეიძლება 10-დან 50,000 ლარამდე თანხა მხოლოდ ერთი ჩეკით თუ შევლენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე წწწ.რს.გე ან აკრეფენ ტელეფონზე *200¹-ს და მესიჯის ტექსტში ჩეკზე ამობეჭდილ ორ ციფრულ კომბინაციას შეიყვანენ. რეკლამისა და შესაბამისად, ინფორმაციის არქონის გამო ადგილობრივი მოსახლეობა მაღაზიებში ჩეკებს ძირითადად არ ითხოვს.

- “ჯერჯერობით კეთილსინდისიერად ვამოწმებ. ჩეკებს ხან მაძლევენ, ხან არა. ჩეკს არასდროს ვითხოვ, თუ მომცემენ კარგია, თუ არა, ეგეც არაფერი”, - ამბობს ანი მინასიანი.

ზოგისთვის ახალი ამბავი იყო ისიც, რომ გამყიდველისთვის ჩეკის მოთხოვნა მისი უფლებაა.

- “ზოგ მაღაზიაში ჩეკებს მაძლევენ, ზოგან არა. ამას ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდი, არც არასდროს მომითხოვია”, - ამბობს ახალქალაქის მცხოვრები იურა კარაპეტიანი.

ასეთ პირობებში გამყიდველები სხვადასხვანაირად იქცევიან. დიდი მაღაზიების დაქირავებული თანამშრომლები, რომლებიც ადრე ჩეკს პაკეტში ყოველთვის დებდნენ, ახლა კლიენტებს ჩეკებს აღარ აძლევენ. პატარა მაღაზიაში კი ჩეკებს ადრეც იშვიათად აძლევდნენ კლიენტს. ახლა, თუ მოითხოვ, ჩეკს აუცილებლად მოგცემენ, თუმცა, ერთგვარი უკმაყოფილებით.

- “ახლახანს ერთ მაღაზიაში და ერთ აფთიაქში (სახელწოდებებს გასაგები მიზეზების გამო არ ვასახელებთ “ს.კ.”) რაღაცეები შევიძინე და ტელეფონის ანგარიშზე თანხაც ჩავრიცხე. ფულის ჩასარიცხ აპარატთან ჩეკს არ დავლოდებივარ, მაღაზიაში და აფთიაქში მოცემული ჩეკები პაკეტში ჩავდე, სახლში კი აღმოვაჩინე, რომ ჩეკების მხოლოდ ზედა ნაწილები მოუციათ და არა ის მხარე, სადაც ციფრული კოდებია დაბეჭდილი. აღმოჩნდა, რომ მათ უბრალოდ მოახიეს ეს ნაწილი და ჩვეულებრივი ქაღალდის ნაგლეჯი მომცეს, თითქოს ჩეკი იყო”, - ამბობს ახალქალაქის მკვიდრი ანჟელა ანატოლიანი.

შეგახსენებთ, რომ ჩეკების გათამაშება 18 აპრილს დაიწყო და წლის ბოლომდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 9 მლნ ლარს გაათამაშებს. ფულის მოგების შემთხვევაში უნდა მიმართოთ “ლიბერთი ბანკის” ან “პრივატ ბანკის” ნებისმიერ ფილიალს (ახალქალაქში მხოლოდ ეს ბანკებია, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე კი ჩეკით მოგებული თანხის განაღდება “ბაზისბანკსა” და “კორ სტანდარტ ბანკში” შეიძლება). თანხის მიღება ჩეკის გაცემიდან 30 დღის განმავლობაშია შესაძლებელი.

ამ გათამაშების მეშვეობით მთავრობა გეგმავს მოსახლეობის მხრიდან გამყიდველთა კეთილსინდისიერების კონტროლს, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ყველგან ვერ ხერხდება.

[ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პენსიის გაცემის წესი იცვლება
რატომ ვერ მიიღო მოგებული მანქანა ახალციხელმა რამაზ ნოზაძემ
რას ამბობენ გამათბობლების მაღაზიებში ტექნიკოსების კვალიფიკაციაზე
უკანონო გარევაჭრობას ახალქალაქში 'გაგებით ეკიდებიან'
19,1%-მა არ იცის რა მომსახურებას ეწევა ადგილობრივი ხელისუფლება
ძვირი მშობიარობა და ადგილობრივი საავადმყოფოს ალტერნატივა
ახალქალაქში იურიდიული პირები წყლის მრიცხველების დაყენებაზე უარს ამბობენ