FM97.5 / LIVE

უკანონო გარევაჭრობას ახალქალაქში 'გაგებით ეკიდებიან'

მთავარიეკონომიკა 27.06.2013
ახალქალაქში გარე ვაჭრობის შესახებ კანონს არ იცავენ, ადგილობრივი თვითთმართველობა გარე მოვაჭრეების „მდგომარეობაში შედის“ და უკანონო ვაჭრობის გამო სასჯელის გათვალისწინებულ ზომებს არ მიმართავს.

უკანონო გარევაჭრობას ახალქალაქში 'გაგებით ეკიდებიან'
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, მესროპ მაშტოცის ძეგლთან, ასევე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის მეზობლად არა მუდმივად, მაგრამ მაინც ,ათას წვრილმანს შეიძლება წააწყდეთ.

ახალქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მტვერში, გამონაბოლქვ აირში, ანტისანიტარიაში, ავტომობილების საბარგულებიდან ან პირდაპირ ტროტუარებზე ვაჭრობენ: ფეხსაცმლით, ტანსაცმლით, საკვებითა და ათასი წვრილმანი ნივთით. აქვე არიან შეკრებილი მყიდველები თუ უსაქმოდ გაჩერებული ხალხი. ხშირად ასეთი მინი „საცობების“ გამო გამვლელებს ქუჩის სავალ ნაწილზე გადასვლა უწევთ.

ტროტუარებზე ათას წვრილმან ნივთს ძირითადად ჩამოსული მოვაჭრეები ყიდიან. ადგილობრივი მცხოვრებლები კი სპეციალურად ამ მიზნისთვის გამოყოფილ ადგილას ვაჭრობენ, რომელსაც „ბაზრობას“ ეძახიან. უკანონო გარე ვაჭრობა, კონკურენციის არათანაბარი პირობების გამო, ხშირად მაღაზიებისა და „ბაზრობის“ გამყიდველთა გაღიზიანებას იწვევს.

ახალქალაქში გარე ვაჭრობას ადგილობრივი ხელისუფლება არ არეგულირებს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აგვიხსნეს, რომ გარე ვაჭრობის რეგულირებით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოა დაკავებული.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ განგვიმარტა, რომ შესაბამისი კანონი მიღებული არ არის და გარე ვაჭრობას ვერაფერს მოუხერხებენ, რადგან სამინისტროებისგან შესაბამისი განკარგულებები არ არსებობს.

„ამ კანონს ჯერჯერობით საქართველოს პარლამენტი განიხილავს. როდესაც შესაბამის დოკუმენტს მივიღებთ, რომ ქუჩებში ვაჭრობა უნდა შეწყდეს, მერე გადავდგამთ ნაბიჯებს. არამხოლოდ ახალქალაქში, არამედ მთელ საქართველოშია ეს პრობლემა. აქ გასათვალისწინებელია მოსახლეობის მძიმე სოციალური მდგომარეობა. ერთ დროს წინა ხელისუფლებამ ამ მიმართულებით გარკვეული სამუშაოები ჩაატარა და შედეგად მოსახლეობის მხრიდან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია“, – ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჰამლეტ მოვსისიანი.

თუმცა საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსისა და 2006 წლის შესწორებების მიხედვით, საქართველოში გარე ვაჭრობა დასჯადი სამართალდარღვევაა.

ფიზიკური ან იურიდიული პირები შეიძლება დაჯარიმდნენ 20 ლარით საქონლის კონფისკაციასთან ერთად; დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მოვაჭრე შეიძლება დაჯარიმდეს 50 ლარით ან თავისუფლების აღკვეთით 7 დღემდე საქონლის კონფისკაციასთან ერთად; განმეორებით შემთხვევაში ჯარიმის თანხა საქონლის კონფისკაციასთან ერთად 100 ლარს აღწევს.

საქართველოს ზოგიერთ ქალაქში, მათ შორის დედაქალაქშიც, გარე ვაჭრობა უკვე აკრძალულია.

[ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში გარე ვაჭრობა დარეგულირდება და ქალაქის ტერიტორია დაინომრება
დღის კითხვა: უნდა აიკრძალოს თუ არა გარე ვაჭრობა [Video]
ახალქალაქში ბაზრის მოვაჭრეებს დაჯარიმებით ემუქრებიან
ახალქალაქში საზოგადოებრივი ტუალეტი არ მუშაობს
გარე ვაჭრობა – რა საფრთხის წინაშე არიან ახალციხელები?
ახალქალაქში  ხემ მანქანა და გარე განათების ხაზი დააზიანა
ახალქალაქის სამ სოფელში თოვლმა გზა ჩაკეტა