FM97.5 / LIVE
ნანა ნემსაძე ცხოვრობს, ძლიერი წვიმის შედეგად სახურავის ნაწილი ჩამოინგრა.">

ტუბ–დისპანსერის შენობაში სახურავის ნაწილი ჩამოინგრა

მთავარისიახლე, ეკონომიკა, სამართალი 03.06.2016
ყოფილი ტუბ–დისპანსერის შენობაში, სადაც სოციალურად დაუცველი ნანა ნემსაძე ცხოვრობს, ძლიერი წვიმის შედეგად სახურავის ნაწილი ჩამოინგრა.

ტუბ–დისპანსერის შენობაში სახურავის ნაწილი ჩამოინგრა
ახალციხეში, ივერიელის N15-ში მდებარე ყოფილი ტუბ–დისპანსერის შენობის ერთ ოთახში ჭერი გვიან ღამით დაზიანდა.

„დახლოებით ღამის ორი საათი იქნებოდა, ძლიერი ხმა იყო, მეგონა სახლი თავზე დამენგრა. ძალიან შემეშინდა. შუქი არ მაქვს, სანთელი რომ ავანთე, ასე ჩამონგრეული დამხვდა“, – ამბობს ნანა ნემსაძე.

მრატოხელა პენსიონერი ოთხი წელია, ავარიულ ბინაში ცხოვრობს, ამბობს, რომ რამდენჯერმე სახურავი თავად შეაკეთა, თუმცა ძლიერმა ქარმა ისევ გადახადა.

„წასასვლელი არსად მაქვს. ხომ შეიძლება მთავრობა დამეხმაროს და დაზიანებული ადგილები მაინც გადახურონ“, – ამბობს ნემსაძე.

მან დახმარების თხოვნით მერიას რამდენიმე თვის წინ მიმართა. თუმცა, მაშინ მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში „სამხრეთის კარიბჭესთან“ განმარტეს, რომ შენობა ეკონომიკის სამინიტროს ბალანსზეა და მისი გადახურვის, ან შეკეთების უფლება არ აქვთ.

ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, რომ სურვილის შემთხვევაში ახალციხის მერიას შეუძლია შენობის სარგებლობაში გადაცემის მოთხოვნით სააგენტოს მიმართოს: „ვინაიდან იქ მცხოვრები ქალნატონი არ იმყოფება შენობაში კანონიერად, ჩვენ სამართლებრივად არ გვაქვს უფლება გარემონტებაზე ნებართავა გავცეთ. ეს პრობლემა ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა მოაგვაროს. თუ მიზეზად იმას ასახელებენ, რომ ქონება ჩვენია, მოგვმართონ თხოვნით და აუცილბელად განვიხილავთ“.

ახალციხის მერის მოადგილის ზაზა გელაძის განმარტებით შენობის გადმოცემის მოთხოვნით ეკონომიკის სამინისტროში წერილს აუცილებლად გაგზავნიან, თუმცა, შეძლებენ თუ არა ყოფილი ტუბ–დისპანსერის შენობის გადახურვას, ან რეაბილიტაციას ჯერ უცნობია: „ვერაფერს გეტყვით. როცა გადმოგვცემენ ამაზე ამის მერე ვიფიქრებთ“.

მისი თქმით, შენობის გადმოცემის პროცესს რამდენიმე თვე სჭირდება. ამ დროის განმავლობაში კი ნანა ნემსაძეს ისევ წვიმისგან ჩამონგრეულ და დანესტიანებულ ოთახში მოუწევს ცხოვრება.

ტუბ–დისპანსერის შენობაში სახურავის ნაწილი ჩამოინგრა

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამსულიან ოჯახს გამოსახლებას უპირებენ
ოთხი თვე გამოსახლების მოლოდინში
გამგეობამ ადმინისტრაციული  შენობის სახურავის შეკეთება დაიწყო
ახალციხეში ადმინისტრაციულ შენობას ძლიერმა ქარმა სახურავი დაუზიანა
ვინ უნდა შეაკეთოს ადმინისტრაციის შენობის აყრილი სახურავი
რატომ აჭიანურებს ახალციხის მერია შშმ პირების დღის ცენტრისთვის შენობის გადაცემას
ახალციხის კომისარიატში შესახლებულებს ეკონომიკის სამინისტროს იმედი აქვთ