FM97.5 / LIVE

ახალციხის სოფლებში კორპუსების სახურავებს გამოცვლიან

მთავარიეკონომიკა 07.03.2016
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მრავალბინიანი კორპუსების სახურავებს გადახურავენ, სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 113.256 ლარი დაიხარჯება.

ახალციხის სოფლებში კორპუსების სახურავებს გამოცვლიან

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ 2016 წელს ვალეში, "მეორე შახტის" დასახლებაში სახურავს 5 საცხოვრებელ კორპუსს გამოუცვლიან. მრავალბინიანი კორპუსების სახურავები შეიცვლება სოფლებში: წნისსა და ზიკილიაშიც.

"მეორე შახტაში" ხუთი კორპუსის გადახურვისთვის ჯამში 62.244 ლარია გათვალიწინებული. აღნიშნული თანხიდან 17.000 ლარი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან“ გამოიყო.

სოფელ წნისში ორი კორპუსი გადაიხურება, ოთხი და რვაბინიანი. ამისთვის 30.000 ლარი დაიხარჯება. რაც შეეხება ზიკილიას, აქ 21.012 ლარით ერთი კორპუსი გადაიხურება.

კორპუსების გადახურვისთვის საპროექტო სამუშაოები უკვე დასრულებულია.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ნოდარ ბალახაშვილის განმარტებით, ტენდერი დაახლოებით ერთ კვირაში გამოცხადდება.

მისი თქმით, ასევე იგეგმება ახალშენში მდებარე კორპუსების სახურავის შეცვლაც, თუმცა როდის, ჯერ გადაწყვეტილი არ არის: "აქ ორი კორპუსია, საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა მიმდინარე წელს ორივე კორპუსის გადახურას შევძლებთ თუ ერთის, ჯერ გადაწყვეტილი არ არის“.

შეგახსენებთ, რომ ვალეში, ე.წ. მეორე შახტის დასახლებაში ადგილბრივებმა მწყობრიდან გამოსული წყლის, ასევე ავარიული კორპუსების შეკეთებისა და უწყლობის გამო საპროტესტო აქცია არაერთხელ გამართეს. გასულ წელს აქ ხუთი ბინა გადაიხურა.

გამგებლის ზაზა მელიქიძის განმარტებით, მეორე შახტაში კიდევ რჩება მრავალბინიანი კორპუსები გადასახური და შესაძლოა წლის ბოლომდე კიდევ რამდნიმეს გადახურვა შეძლონ.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვალეში, „მეორე შახტაში“ სახურავებს ცვლიან
რას გააკეთებს გამგეობა  „მეორე შახტაში“  მომავლი წლის ბიუჯეტით
სოფელ წნისში საცხოვრებელი კორპუსების სახურავებს ცვლიან
ახალციხის ცენტრში კორპუსების ფასადებს ღებავენ
ახალციხის ცენტრში კორპუსების ფასადებს შეღებავენ
ქალაქ ვალეში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ადიგენში  კორპუსების რეაბილიტაცია იგეგმება