FM97.5 / LIVE

აქვს თუ არა ‘ბორჯომს’ ზედა ლიგაში ასვლის შანსი

მთავარისიახლე 24.09.2019
ქედაში, მესამე ლიგის 25-ე ტურის მატჩი გაიმართა, სადაც მასპინძელმა გუნდმა ‘ბეთლემმა’ სამცხე-ჯავახეთის ყველაზე წარმატებულ საფეხბურთო კლუბ ‘ბორჯომს’ სამი გოლი გაუტანა. მარცხის მიუხედავად, ‘ბორჯომი’ კვლავ ინარჩუნებს ზედა ლიგაში ასვლის თეორიულ შანსს.

აქვს თუ არა ‘ბორჯომს’ ზედა ლიგაში ასვლის შანსი

ქედის ცენტრალურ სტადიონზე, 23 სექტემბერს გულშემატკივარმა სამი გატანილი გოლი იხილა. სამივე მათგანი მასპინძელი გუნდის წევრებმა გაიტანეს, რითაც ქედის ‘ბეთლემმა’ სატურნირო ცხრილში ერთი ადგილით წინ წაიწია და მერვე ადგილზე გადაინაცვლა.

საფეხბურთო კლუბი „ბორჯომი“ კი მარცხის შემდეგ, სატურნირო ცხრილის მეექვსე ადგილს იკავებს.

“ბორჯომის” მთავარი მწვრთნელი კობა თედიაშვილი, გუნდის მარცხს არასრულ შემადგენლობას უკავშირებს.

„ძალიან შესუსტებული შემადგენლობით ვიყავით. ძირითადიდან ოთხი ფეხბურთელი გვაკლდა, თან მატჩი სტუმრად იყო, გუნდი დემოტივირებულია, თუმცა ძალებს აღვიდგენთ აუცილებლად.“ - ამბობს კობა.

რაც შეეხება ზედა ლიგაში ასპარეზობის შანსს, თეორიულად შანსი არსებობს, თუმცა ეს დამოკიდებულია, როგორც კლუბის კარგ თამაშზე, ასევე სხვა კლუბების მატჩების შედეგებზეც. კობა თედიაშვილის თქმით, გუნდის ზედა ლიგაში ასვლის შანსი ძალიან დაბალია.

„ალბათ 90%–ით შეუძლებელია ზედა ლიგაში ასვლა, მაგრამ ყველანაირად ვეცდებით, რომ ამის გამო სხვა თამაშები არ ჩავაგდოთ და მომავალი სეზონისთვის კარგად მოვემზადოთ“, - განაცხადა კობა თედიაშვილმა.

ამჟამად მესამე ლიგაში ‘ბორჯომი’ 11 მოგებით, 12 წაგებითა და 2 ფრით, 10 გუნდიდან მე-6 ადგილს იკავებს სატურნირო ცხრილში. წინ კიდევ 11 ტურია.

[რობი ზარიძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამი მარცხი ზედიზედ - დარჩება თუ არა ბორჯომი მესამე ლიგაში
‘ბორჯომი’, დაძაბული მატჩის შემდეგ, ზედა ლიგაში ასვლის შანსს ინარჩუნებს
შეინარჩუნებს თუ არა ‘თორი’ რეგიონულ ლიგაში თამაშის უფლებას
‘კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს’ – ‘ბორჯომს’ მესამე ლიგიდან გავარდნა ემუქრება
მომვალ სეზონზე ‘ბორჯომი’ მესამე ლიგაში ვეღარ ითამაშებს
‘ფეხბურთელების 90% დავითხოვეთ’ - რა ბედი ეწევა კლუბ ‘ბორჯომს’
გადამწყვეტი მატჩი - დარჩება თუ არა ‘ბორჯომი’ მესამე ლიგაში