FM97.5 / LIVE

ნიჯგორში, წყლის სისტემის რეაბილიტაციისას, გზა დაზიანეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 16.09.2019
ასპინძაში, სოფელ ნიჯგორში, სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციისას, გზა გადათხარეს და ისე დატოვეს, რომ მიწა არ მოასწორეს. შედეგად ადგილობრივების ბაღებთან და საცხოვრებლებთან მისასვლელი გზის, დაახლოებით 800–მეტრიანი, მონაკვეთი გაუვალია. ნიჯგორელები გზის მოსწორება–მოხრეშვას ითხოვენ.

ნიჯგორში, წყლის სისტემის რეაბილიტაციისას, გზა დაზიანეს

61 წლის დარიკო გიორგაძე, სახლამდე მისასვლელად, რამდენიმე ათეული წელია, ამ გზას გადის. ამბობს, რომ დაახლოებით თვენახევრის წინ, ეს სამანქანო გზა გათხარეს, სამელი წყლის მილები ჩააწყვეს და ზემოდან მიწა ისე გადააფარეს, რომ არ მოასწორეს. ამიტომ გზაზე დიდი ლოდები დარჩა და ახლა აქ ვერც მანქანა მიდის და პირუტყვსაც სიარული უჭირს.

„ყოველდღიურად დავდივარ ამ გზაზე. საქონელი დამყავს და ამასწინათ, ტალახში ფეხი ისე ჩაერჭო, რომ კინაღამ მოიტეხა. მანქანაც ვეღარ დადის – თივა ჩამოვიტანე და სახლამდე ვერ მოვიტანე, თანასოფლელის ეზოში დავდგი. არ ვიცი, რა იქნება?! ან ფქვილი როგორ მოვიტანო ან – შეშა? გზა არ მაქვს, ყოველდღე პურს ვყიდულობ ფქვილის ნაცვალდ და უკვე მაგის ფულიც არა მაქვს“, – გვეუბნება დარიკო გიორგაძე.

მისი თქმით, პრობლემით ასპინძის მერიასაც მიმართა: „მერთანაც ვიყავი. მოვუყევი ამის შესახებ. მეუბნება, გზებს ვაკეთებთო, მარა ეს გაკეთებული გზა არ არის, ეს არის დანგრევა. რომ წვიმს, მაშინ უნდა ნახოთ რა დღეშია ეს გზები, ვერ გაივლის ვერავინ“.



დარიკო გიორგაძის მდგომარეობაში, ამ ტერიტორიაზე მცხოვრები კიდევ სამი ოჯახია. გარდა ამისა, ათობით ადგილობრივი საკუთარ ბაღებში ვერ მიდის, შეშა და თივა სახლში ვერ მიაქვთ დასაბინავებლად. ადგილობრივები ამბობენ, რომ ნიჯგორში ახლა შინდის სეზონია, თუმცა მისი სახლამდე მიტანა ხელით უწევთ, რადგან ტრანსპორტით ადგილამდე ვერ მიდიან.

„იმ დღეს, ბაღიდან მივდიოდი, შინდი მომქონდა. ვიდრე გაღმა ნორმალურ გზაზე გავედი, ვიტირე, ისეთი გზა იყო. ამ გზაზე დავდივართ მუდმივად ბაღებში, ახლა ისეა გაფუჭებული, საიდან უნდა მიხვიდე, შეშა გვაქვს აქ, თივა გვაქვს და გვიფუჭდება“, – გვეუბნება ეთერ გოგოლაძე.

მის მსგავსად ბაღებამდე მისვლას ვერ ახერხებს საროს მკვიდრი ოთარ ლონდარიძეც, რომელსაც ნიჯგორში ბაღები აქვს და მისასვლელად ლოდებით სავსე და დათხრილი გზა უნდა გაიაროს.

„აქ ვინმეს სასწრაფო ან სახანძრო რომ დასჭირდეს, როგორ უნდა მივიდეს?! აღარაფერს ვამბობ, რომ ბაღები, საზამთროდ, ისევ მისალაგებელი გვაქვს და გზა ყოველდღიურად გვჭირდება, ეს ლოდები უნდა ამოიყაროს და გზა უნდა მოიხრეშოს, რომ მანქანა ავიდეს“, – ამბობს ოთარ ლონდარიძე.

ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ გუშინ, მათი არაერთგზის მოთხოვნის შემდეგ, მერიის წარმომადგენლები მივიდნენ.

„სოფლის წარმომადგენელს არაერთხელ ვუთხარით, ვეჩხუბეთ, მაგის გამო ხმას აღარ მცემს. ბოლოს ადგილობრივებმა, ყველამ რომ ავტეხეთ ამბები, ვითომ ვიღაცეები მოვიდნენ, გზას ზომავდნენ გუშინ“, – გვეუბნება ადგილობრივი დავით გურგენიძე.

ნიჯგორში შიდა ბაღებამდე მისასვლელი გზა დაახლოებით 800 მეტრზეა გადათხრილი და ლოდები ყრია. ასპინძის მერის მოადგილე დავით პაპაშვილი ამბობს, რომ აქ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ადგილობრივების მიერ შერჩეული პროექტის განხორციელება მიმდინარეობს, რომელიც ჯერ არ დასრულებულა.

„მთლიანად შეიცვალა არსებული სასმელი წყლის სისტემა, რომელიც ვეღარ ამარაგებდა სოფელს. ახლა გამანაწილებლები მონტაჟდება და შემდეგ დასრულდება სამუშაოები. გზა იმიტომ არის აყრილი, რომ სამუშაოების დასრულებას ველოდებით, ცალკე ტენდერი რომ გამოვაცხადოთ და მოვხრეშოთ“, – ამბობს მერის მოადგილე დავით პაპაშვილი.

იგი ირწმუნება, რომ 800 მეტრის გზა, რომელიც წყლის სისტემის შეცვლის შედეგად გაუვალი გახდა, ერთ თვეში მოიხრეშება.

ვიდრე ეს მოხდება, ადგილობრივებმა გზის მცირე ნაწილი საკუთარი ხელით მოასწორეს: “დანარჩენი დიდი ლოდებია და მაგას სერიოზული მუშაობა სჭირდება, ჩვენ ვერაფერს ვიზამთ“.

ნიჯგორში, სოფლის პროგრამით შერჩეული სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 000 ლარის ფარგლებში ხორციელდება.

ნიჯგორში, წყლის სისტემის რეაბილიტაციისას, გზა დაზიანეს

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ნიჯგორში აღადგენენ გზას, რომელიც წყლის სისტემის მშენებლობისას დაზიანდა
ასპინძაში ოთხი სოფლის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია იგეგმება
მოძველებული წყლის სისტემის გამო ვარხანში მილები სკდება
აწყვიტაში, დასახლებულ ტერიტორიაზე კლდიდან ლოდები ცვივა [ფოტო]
სოფელ აბასთუმანში რვა ოჯახს ორი თვეა სასმელი წყალი არ აქვს
ახალდაბაში სასმელი წყლის ქსელის ნაწილს რეაბილიტაცია ჩაუტარდა
ასპინძის გზაზე კლდიდან ლოდები ჩამოცვივდა