FM97.5 / LIVE

'სამხრეთის კარიბჭეს' ჟურნალისტები სამუშაო ვიზიტით ამერიკაში იმყოფებოდნენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.08.2019
„სამხრეთის კარიბჭეს“ ოთხი თანამშრომელი, ექვსდღიანი ვიზიტით აშშ–ი იმყოფებოდა. მათ შეხვედრები ამერიკაში, რიჩმონდის, ვაშინგტონისა და ნიუ-იორკის მედია ორგანიზაციებთან ჰქონდათ.

'სამხრეთის კარიბჭეს' ჟურნალისტები სამუშაო ვიზიტით ამერიკაში იმყოფებოდნენ

„სამხრეთის კარიბჭეს“ ოთხი თანამშრომელი, 12–დან 16 აგვისტოს ჩათვლით, აშშ–ს სამ ქალაქში ათამდე ონლაინ გამოცემის ოფისში, რადიოსა და ტელევიზიაში „საქართველოს მედიაპარტნიორობის პროგრამის (GMPP)” ფარგლებში იმყოფებოდა. ისინი ექვსი დღის განმავლობაში, ამერიკული მედიის მუშაობას გაეცვნენ და მათი გამოცდილება გაიზიარეს.

შეხვედრები გაიმართა ვირჯინიის ქალაქ რიჩმონდის ოთხ მედია საშუალებაში, ტელევიზიაში, რადიოსა და ონლაინ გამოცემაში, ასევე ვაშინგტონის ოთხ მედია ორგანიზაციაში, მათ შორის, IREX–ის სათაო ოფისში, სადაც მედიის წარმომადგენლებთან პანელური დისკუსია მოეწყო მედიაწიგნიერების საკითხებზე.

ამერიკაში ვიზიტის ბოლო ეტაპი ნიუ-ორკი იყო, სადაც „სამხრეთის კარიბჭეს“ თანამშრომლები სამ მედია ორგანიზაციის ჟურნალისტებსა და ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ, მათ შორის CNN-ისა და „ამერიკის ხმის“ წარმომადგენლებს.

“პროგრამის ოთხი მონაწილე გაეცნო ადგილობრივი მედიაორგანიზაციების მუშაობის სპეციფიკას და ამერიკული მედიის მიერ გამოყენებულ თანამედროვე მიდგომებს, ციფრული კონტენტის, ვიდეოს და პოდკასტების წარმოების, ვებგვერდისა და სოციალური ქსელების პლატფორმების მართვის, მარკეტინგისა და გაყიდვების კუთხით. მათ მიიღეს ბევრი საინტერესო რჩევა, საჭირო ინფორმაცია და თემატური მასალა ამერიკელი კოლეგებისგან"_ ამბობს პროგრამის დირექტორი მაია მათეშვილი.

ვიზიტის ფარგლებში, „სამხრეთის კარიბჭეს“ თანამშრომლები საკუთარი მიმართულებების მიხედვით, სხვადასხვა მედიაორგანიზაციებში მიღებულ გამოცდილებას ქართულ რეალობას მოარგებენ და „სამხრეთის კარიბჭეს“ სოციალურ, მარკეტინგისა და ჟურნალისტური კონტენტის გაძლიერებისთვის გამოიყენებენ.

პროგრამაში მონაწილეობა, „სამხრეთის კარიბჭეს“ მთავარმა რედაქტორმა თიკო ზაზაძემ, ჟურნალისტმა ლუბა გიორგაძემ, მარკეტინგის მენეჯერმა თეონა მაისურაძემ და სოციალური მედიის მენეჯერმა ოთარ აწყურელმა მიიღეს.

„საქართველოს მედიაპარტნიორობის პროგრამა“ საქართველოში გაგრძელდება. „სამხრეთის კარიბჭე“ სექტემბერში ამერიკის ტელეკომპანია NBC12–ის ციფრული კონტენტის ხემძღვანელს ქეით ოლბრაიტსა და მარკეტინგის, მენეჯმენტის, ბიზნესის განვითარებისა და სარეკლამო დარგში გრეკ ბროკს უმასპინძლებს, რის შემდეგაც „სამხრეთის კარიბჭეში“ ამერიკელი კოლეგების კიდევ ერთი ვიზიტი დაიგეგმება.

'სამხრეთის კარიბჭეს' ჟურნალისტები სამუშაო ვიზიტით ამერიკაში იმყოფებოდნენ

'სამხრეთის კარიბჭეს' ჟურნალისტები სამუშაო ვიზიტით ამერიკაში იმყოფებოდნენ

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'სამხრეთის კარიბჭეს' გუნდი უკრაინაში, მედიაინოვაციების ლაბორატორიაში მიიღებს მონაწილეობას
GMPP–ის შესარჩევი კონკურსი რეგიონული ონლაინ მედიისთვის
აშშ-ის საელჩომ მცირე გრანტების პროგრამის კონკურსი გამოაცხადა
ISFED: არჩევნების წინ Fb–ზე ‘სამხრეთის კარიბჭის’ მსგავსი გვერდი შეიქმნა
პოლონური გამოცდილება „სამხრეთის კარიბჭეში“
პოლონური გამოცდილება „სამხრეთის კარიბჭეში“
სამცხე-ჯავახეთს  IREX-ის პროგრამების მენეჯერი მით შელი სტუმრობს