FM97.5 / LIVE

'სამხრეთის კარიბჭეს' გუნდი უკრაინაში, მედიაინოვაციების ლაბორატორიაში მიიღებს მონაწილეობას

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.10.2017
'სამხრეთის კარიბჭეს' გუნდი, 16–18 ნოემბერს, უკრაინაში, მედიაინოვაციების ლაბორატორიაში მიიღებს მონაწილეობას. გამოცემის სამკაციანი გუნდია ერთ–ერთია საქართველოში შერჩეულ იმ სამ გუნდს შორის, რომლებიც უკრაინაში გაემგზავრებიან.

'სამხრეთის კარიბჭეს' გუნდი უკრაინაში, მედიაინოვაციების ლაბორატორიაში მიიღებს მონაწილეობას

კონკურსის შედეგად საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში შერჩეული მედიასაშუალებები, რომლებიც 2017 წლის 16-18 ნოემბერს მონაწილეობას მიიღებენ მულტიმედიური ინოვაციების ლაბორატორიაში, ქალაქ კიევში, 27 ოქტომბერს დასახელდა.

კონკურსში, რომელიც პროექტის „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში“ ფარგლებში გაიმართა, სამი ქვეყნის 32 გუნდი მონაწილეობდა. საკონკურსო ჟიურიმ სამი მონაწილისგან შემდგარი ცხრა გუნდი შეარჩია (სამი გუნდი თითო ქვეყნიდან, სულ, 27 მონაწილე) მათი გამოცდილების და საპროექტო იდეების ინოვაციურობის და ინტერაქტიულობის საფუძველზე.

ეს გუნდები შემდეგ მედიასაშუალებებს წარმოადგენენ:

საქართველო:

• IFact.ge
• Newscafe.ge, Radio Gipa
• Sknews.ge

მოლდოვა

• Moldova.org
• Locals.md
• Canal Regional

უკრაინა

• Hromadske.Kremenchuk
• Tvoye Misto
• Hromadske.Kharkiv

სამდღიანი მულტიმედიური ინოვაციების ლაბორატორიის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან ინტერნეტსივრცეში თამაშის (gamification) პრინციპებს და გააუმჯობესებენ საპროექტო იდეებს გამოცდილი ტრენერების ხელმძღვანელობით. თითოეული ქვეყნიდან ერთი გამარჯვებული საპროექტო იდეა დაფინანსდება 2000$ ოდენობის გრანტით.

ლაბორატორიის ფარგლებში გაიმართება ვებგვერდის უნივერსალური შაბლონის პრეზენტაცია, რომელიც აგებულია ღია კოდის კონტენტის მართვის სისტემაზე (cms) და შექმნილია მცირებიუჯეტიანი ადგილობრივი მედია საშუალებებისთვის. შაბლონი დაინტერესებულ მედიასაშუალებებს უფასოდ გადაეცემა.

მულტიმედიური ინოვაციების ლაბორატორიის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია “ინტერნიუსი - უკრაინა”, “ინტერნიუსი-საქართველოსთან” და “დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ცენტრთან” ერთად. ღონისძიება ხორციელდება პროექტის “დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში“ ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას და მედიაწიგნიერების ხელშეწყობას საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჰაკატონი “ინოვაცია ონლაინ მედიაში”
ჭეშმარიტება ღვინოშია [Photo/Video]
ცხოვრება საზღვარზე [Video]
ოლიგარქიის ფუფუნება სიღარიბის ჭაობში [Video]
დღევანდელი მზე მომავლის ენერგეტიკისთვის [Photo/Video]
ახალციხელმა სპორტსმენმა უკრაინაში საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა
ახალციხელი სპორტსმენი უკრაინაში საერთაშორისო ტურნირში იბრძოლებს