FM97.5 / LIVE

ნახანძრალ ვარძიაში სარესტავრაციო სამუშაოების მესამე ეტაპი დაიწყო

მთავარისიახლე, საზოგადოება 03.07.2017
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ფრესკები ხანძრამდე არსებულზე უკეთეს მდგომარეობაში აღდგება.

ნახანძრალ ვარძიაში სარესტავრაციო სამუშაოების მესამე  ეტაპი დაიწყო
სააგენტოს ინფორმაციითვე, ხანძრის შედეგად დაზიანებულ ვარძიის ფრესკებს მესამე ეტაპის აღდგენითი-სარესტავრაციო სამუშაოები უტარდება, რომელიც კომპიუტერული და მიკროსკოპული დაკვირვების შედეგად ჭვარტლის ნაწილაკებისგან გაწმენდას ითვალისწინებს. სამუშაოებს სამშენებლო დეველოპერული კომპანია “მონოლით ჯგუფი” აფინანსებს.

„უკვე არის ამის პირობა, რომ მტკიცებით ფორმაში ვისაუბროთ“, - განმარტავენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში.

ფრესკების აღდგენითი-სარესტავრაციო სამუშაოები 3-4 თვის განმავლობაში გაგრძელდება და დაახლოებით 60 ათასი ლარი დაჯდება.

„მესამე ეტაპის სარესტავრაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ასევე ვგეგმავთ ადგილზე სავენტილაციო, ჰაერგამწმენდი, ხანძარსაწინააღმდეგო, სპეციალური განათების სისტემების მოწყობის სამუშაობის განხორციელებას. ამ მიზნით მომავალში ტენდერი გამოცხადდება და თანამედროვე მეთოდოლოგიით მოხდება ფრესკების დაცვა, რათა მსგავსი ტიპის ფაქტები არ განმეორდეს“, - ამბობენ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, ვარძიაში ასევე მიმდინარეობს კლდოვანი მასების გამაგრების ასევე, ახლადგამოვლენილი ქვაბულების სისტემის ტურისტული მარშრუტებისთვის მოწყობის სამუშოები, რომლის ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია.

ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ხანძარი 2016 წლის 31 ოქტომბერს გაჩნდა. აღდგენითი-სარესტავრაციო სამუშაოები ადგილზე მეორე დღესვე დაიწყო და სამხატვრო აკადემიის მხატვარ რესტავრატორთა ჯგუფი მუშაობს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვარძიის ტაძრის მხატვრობის რესტავრაციის პროცესს „მონოლით ჯგუფი“ დააფინანსებს
ვარძიაში სარესტავრაციო სამუშაოები განახლდა
ნიკოლოზ ანთიძე: 'ვარძიაში სარესტავრაციო სამუშაოები მარტიდან განახლდება'
ვარძიაში  სარესტავრაციო სამუშოები იანვრიდან განახლდება
ეპარქია: მოქმედ ტაძარში 40 დღის გასვლის შემდეგ, აუცილებელია შესრულდეს ღვთისმსახურება
კულტურის სამინისტრო: ვარძიაში გადაუდებელი გაწმენდითი სამუშაოების II ეტაპი დასრულდა
ბიეთის ტაძრის რესტავრაცია იწყება