FM97.5 / LIVE

ახალქალაქის ციხის რესტავრაციამდე კონცეფცია მომზადდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.08.2019
ახალქალაქში, XI საუკუნის ციხის რესტავრაციისთვის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო კონცეფციაზე მუშაობს, მანამდე კი ციხის შესასვლელსა და აქ არსებულ მეჩეთში შესვლა აკრძალულია.

ახალქალაქის ციხის რესტავრაციამდე კონცეფცია მომზადდება

როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე აცხადებს, მიმდინარე წელს, ახალქალაქის ციხის დეტალური კონცეფციის ჩამოყალიბება მოხდება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება, სად უნდა ჩატარდეს არქეოლოგიური გათხრები და სად კონსერვაცია, ასევე დაიგეგმება გაწმენდითი სამუშაოები, რომლიც შემდეგაც მოხდება რესტავრაცია.

„ეს ციხე ხელწამოსაკრავი არ არის, ამიტომ დეტალურად უნდა გავიაროთ ყველა მიმართულება, უნდა შევიმუშაოთ ერთიანი კონცეფცია და სამუშაოები ისე დავიწყოთ“,–აცხადებს ნიკოლოზ ანთიძე და ამატებს, რომ ციხეზე სამუშაოები 2020 წელს დაიწყება.

სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ, ახალქალაქის ციხე მიმდინარე წლის პირველ მაისს მოინახულა. მაშინ ადგილობრივ თვითმმართველობას შეუთანხმდა, რომ სამუშაოების დაწყებამდე, ციხე ისე უნდა ჩაეკეტათ, რომ ტერიტორაზე ტრანსპორტი ან პირუტყვი არ შესულიყო.

ახალქალაქის მერის, იური უნანიანის თქმით, ციხის შესასვლელი ჯაჭვებით ჩაიკეტა და მსურველებს აქ შესვლა მხოლოდ ფეხით შეუძლიათ.

„იქ მეჩეთია და ღია კარები ჰქონდა, სადაც მარტივად შედიოდა პირუტყვი, ამიტომ ეს შესასვლელიც ჩავკეტეთ, სააგენტოსთან შეთანხმებით. ახლა დანარჩენი სამუშაოები თვითონ სააგენტომ უნდა შეასრულოს“, – გვითხრა იური უნანიანმა.

ისტორიული წყაროების მიხედვით, ახალქალაქის ციხე XI საუკუნეში აიგო. XV საუკუნეში იგი სრულიად დანგრეულა. XVII საუკუნეში კი კვლავ აღადგინეს და ოსმალების დაქვემდებარებაში შედიოდა. სავარაუდოა, რომ ციხის ეზოში არსებული მეჩეთიც ამავე პერიოდში აიგო.

ახალქალაქის ციხის რესტავრაციამდე კონცეფცია მომზადდება

[ლუბა გიორგაძე, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘მზადდება სატენდერო დოკუმენტაცია’ - როდის დაიწყება ახალქალაქის ციხის რეაბილიტაცია
ახალქალაქის ციხეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
აწყურში  სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
ნიკოლოზ ანთიძემ კულტურული ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა
ბიეთის ტაძრის რესტავრაცია იწყება
ნიკოლოზ ანთიძე: 'ვარძიაში სარესტავრაციო სამუშაოები მარტიდან განახლდება'
აწყურის ციხეს რესტავრაცია უტარდება [Photo/Video]