FM97.5 / LIVE

'ეს ბატონი ბიძინას დამსახურებაა' – მეუფე თეოდორემ ივანიშვილის დაფინანსებულ პროექტებზე ისაუბრა [ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.08.2019
დღეს, ცხრა აგვისტოს ბიძინა ივანიშვილი, აბასთუმანში წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში წირვას დაესწრო, რომელიც ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ აღავლინა, მეუფემ ქადაგებისას ივანიშვილის მიერ ეპარქიაში ეკლესია–მონასტრების რეაბილიტაციის დაფინანსებაზე ისაუბრა.

'ეს ბატონი ბიძინას დამსახურებაა' – მეუფე თეოდორემ ივანიშვილის დაფინანსებულ პროექტებზე ისაუბრა [ვიდეო]
ფოტო: ქართული ოცნების ფეისბუქის გვერდიდან

„რესტავრაცია მიმდინარეობს და თითქმის უკვე აწყურის ტაძარი სახურავამდე ავიდა, ძალიან მალე დამთავრდება და ვიზეიმებთ მის გახსნას. ეს ბატონი ბიძინას დამსახურებაა და მისი პირადი შეწევნა, რომ აწყურის ტაძარი შენდება. ბატონი ბიძინას დახმარებით კეთდება ბიეთის სამონასტრო კომპლექსი, აგარები, თისელი, ძალიან ბევრი რამ კეთდება მარტო ჩვენს ეპარქიაში სხვას აღარ ჩამოვთვლი“,– ამ სიტყვებით მიმართა მეუფე თეოდორემ წირვის დასრულების შემდეგ მრევლს.

დღეს, ცხრა აგვისტოს დიდმოწამე პანტელეიმონის ხდენების დღეა და წირვა აბასთუმანში მისივე სახელობის ტაძარში აღევლინა, რომელსაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად ესწრებოდა.

ქადაგების დასრულების შემდეგ, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა ამბიონზე ასვლა ბიძინა ივანიშვილსაც სთხოვა, რომელმაც მრევლს მიმართა.

ივანიშვილმა, მრევლთან აბასთუმნის აღმშენებლობასა და მის მნიშვნელობაზე ესაუბრა:„აბასთუმანი უნდა გახდეს, ერთ–ერთი საუკეთესო ცენტრი მსოფლიოში, ჩვენ თითოეულმა უნდა მოვახერხოთ, მუხლჩაუხრელი შრომით, საქართველო გავხადოთ ერთ–ერთი საუკეთესო მსოფლიოში და დავიწყოთ აბასთუმნით“.

ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად აბასთუმანში ისვენებს.


ვიდეო: ქართული ოცნების ფეისბუქის გვერდიდან

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აბასთუმანში მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარი აშენდება
ივანიშვილმა 'ახალციხის ციხე'  და აბასთუმნის ობსერვატორია დაათვალიერა
ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანში სახლს იშენებს
ბორჯომ – ბაკურიანის მეუფემ ეპარქია დატოვა
საბარგო სადგურის დასახლებაში ტაძრის საძირკველი აკურთხეს
„ქართული ოცნების“ აქცია თბილისში
ბიძინა ივანიშვილი  'ქართული ოცნების' თავმჯდომარედ  აირჩიეს