FM97.5 / LIVE

ევროკავშირი სამცხე-ჯავახეთში არსებულ ვითარებას სწავლობს

მთავარიპოლიტიკა 24.09.2013
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის განყოფილება სამცხე-ჯავახეთს წინასაარჩევნო ვითარებისა და ჭელაში განვითარებული მოვლენების შესასწავლად ესტუმრა.

ევროკავშირი სამცხე-ჯავახეთში არსებულ ვითარებას სწავლობს
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე რენატა ვრუბელი პრეზიდენტობის კანდიდატების რეგიონში მოქმედ შტაბებს და ადგილობრივ თვითმმართველობებს ესტუმრა. ასევე, შეხვდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც არჩევნებს აკვირდებიან.

„თბილისიდან დანახული წინასაარჩევნო გარემო რეგიონებში სხვაა და ადგილზე, შენი თვალით ნანახი, სხვა", - ამბობს ვრუბელი.

იგი რეგიონში არსებულ წინასაარჩევნო ვითარებას ასე აფასებს: „კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ წინა არჩევნებისგან განსხვავებით ახლა ბევრად უფრო მშვიდი და თვისუფალი გარემოა. თუმცა, არც ახლა ხდება ისე, რომ ხალხმა არჩევანი პრეზიდენტობის კანდიდატის წინასაარჩენო პროგრამით გააკეთოს“.

ევროკავშირის წარმომადგენელი, ჭელაში მინარეთს დემონტაჟთან დაკავშირებით ვითარებაში უკეთ გარკვევის მიზნით, ადგილობრივ მუსლიმებს, მუფთს, იმამს, ასევე ადიგენში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დარბაზის“ წარმომადგენელსა და მართლმადიდებლების აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს გოდერძი კუბლაშვილს შეხვდა.

„ვეცადეთ ყველა მხარეს შევხვედროდით. კარგი ის არის, რომ ამაზე მეტად არ გართულდა ვითარება ჭელაში, ცუდი კი ისაა, რომ სოფლის შერეულ თემში ურთიერთობები დაიძაბა, არადა გვერდიგვერდ ცხოვრობენ, ერთ მერხზე სხედან მათი შვილები, სოფელში ერთი მხარე მეორე მხარეს წვეულებაზე აღარ ეპატიჟება და ა.შ.“, - აცხადებს იგი.

ვრუბელი "სამხრეთის კარიბჭესაც" ესტუმრა. იგი გაზეთისა და სააგენტოს მუშაობითა და ასევე, ჭელაში განვითარებული მოვლენებისა და რეგიონში არსებული წინასაარჩევნო ვითარების შესახებ "სამხრეთის კარიბჭეს" თანამშრომლების მოსაზრებებით დაინტერესდა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რელიგიათა საბჭოს ანალიტიკური ჯგუფი სამცხე-ჯავახეთში არსებულ ვითარებას სწავლობს
ჭელას სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები სტუმრობენ
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი რეგიონში მოქმედი NGO-ების წარმომადგენლებს შეხვდა
როგორ აფასებენ 2014 წელს სამცხე-ჯავახეთში მოქმედი არასამთავრობოები
ადიგენში მართლმადიდებლებმა აქცია გამართეს
ჭელაში არსებული ვითარებით რელიგიათა საბჭო დაინტერესდა
გია კოპაძე: 'მინარეთს ჭელაში თუ წაიღებენ, გზას გადავკეტავთ'