FM97.5 / LIVE

ინფრასტრუქტურული პროექტები ახალქალაქში – სად რა კეთდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.08.2019
ახალქალაქსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში 2019 წელს ასზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი დაიგეგმა. პროექტების განსახორციელებლად სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან, ჯამში 10 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.

ინფრასტრუქტურული პროექტები ახალქალაქში – სად რა კეთდება

გზები

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ახალქალაქში ხუთ სხვადასხვა მონაკვეთზე ასფალტი იგება, რისთვისაც ჯამურად 4 626 543 ლარი იხარჯება. სოფელ ბავრადან კარტიკამი-აბულამდე გზის მოასფალტება 1 006 224 ლარად და ახალქალაქი-კარწახიდან ვაჩიანი-ოკამამდე 1 871 999 ლარად. ყველაზე მეტი თანხა სწორედ ამ გზების მოწესრიგებისთვის იხარჯება.

სკოლები

1 365 135 ლარის ღირებულების პროექტები ახალქალაქის 17 სკოლაში სხვადასხვა სარემონტო სამუშაოსთვის, ძირითადად კი სველი წერტილების მშენებლობისთვის არის განკუთვნილი. ექვს სკოლაში სამუშაოები დაწყებულია, სამ ტენდერზე შერჩევა მიმდინარეობს, ხოლო დანარჩენი პროექტები მზადების პროცესშია. სველი წერტილები უნდა აშენდეს ლომატურცხის, ხულგუმოს, ჩანდურის, ტურცხის, ოლავერდის, მაჭატიის და ვაჩიანის სკოლებში. ქალაქ ახალქალაქში კი N5 საჯარო სკოლის საპირფარეშოს მშენებლობაა დაგეგმილი.

ამბულატორიები

მერიის ინფორმაციით, წელს ექვსი ამბულატორიის რეაბილიტაცია და ოთხის მშენებლობაა დაგეგმილი, ამისთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან ჯამში 589 541 ლარია გამოყოფილი. ამბულატორიები უნდა აშენდეს სოფლებში - ჩანდურა, კარტიკამი, ღადოლარი და ზაკვი. ხოლო ბარალეთში, აზავრეთში, ალასტანში, კუმურდოში, არაგვასა და დილისკაში არსებული ამბულატორიების რეაბილიტაცია მოხდება. თუმცა არცერთი მათგანის მშენებლობა ან რეაბილიტაცია დაწყებული არაა. მათ შორის ხუთ ამბულატორიაზე სატენდერო დოკუმენტაცია მზადდება, ასაშენებელი ამბულატორიების პროექტები კი სამინისტროში, დასაფინანსებლად არის წარდგენილი.

მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან, 540 000 ლარად სოფელ გოგაშენში საბავშვო ბაღის მშენებლობაა დაგეგმილი. მერიის ინფორმაციით, პროექტის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა მიმდინარეობს.

ადგილობრივი ბიუჯეტით განსახორციელებელი პროექტები

ადგილობრივი ბიუჯეტიდან 25 სხვადასხვა პროექტისთვის 2 560 809 ლარია გამოყოფილი. მათ შორის, ოთხი უკვე დასრულებულია. მათ შორისაა სოფელ კუმურდოს საჯარო სკოლამდე მისასვლელი გზის და სოფელ ბარალეთის იუსტიციის სახლის ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტი, რისთვისაც 114 364 ლარი დაიხარჯა. ქალაქში ტროტუარებისა და გზების, ასევე სოფლებში ვარევანი, ხულგუმო, ალასტანი და გოკიო ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოები 37 186 ლარად მიმდინარეობს.

სოფლებში ორჯა, კუმურდო, ოლავერდი, ბოზალი, კარწახი და ოკამი 45 726 ლარად სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციისა და წყალსადენის გაყვანის სამუშაოები მიმდინარეობს.

ადგილობრივი ბიუჯეტით უნდა მოხდეს ბაღების რეაბილიტაციაც. ქალაქ ახალქალაქის N1, N2, N3 ბაღებისა და სოფელ დილისკას N4 რეაბილიტაციისთვის ახალქალაქის ბიუჯეტიდან ჯამში 189 252 ლარია გათვალისწინებული. თუმცა არცერთის სამუშაო დაწყებული არაა და ამ დროისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა მიმდინარეობს.

მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტით განსახორციელებელი ყველაზე ძვირადღირებული პროექტი 400 000 ლარად, სოფელ ხორენიაში სასმელი წყლის ახალი წყალსადენის მოწყობაა. ამ ეტაპზე საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის შედგენა მიმდინარეობს.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

ახალქალაქში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ინფრასტრუქტურული სამუშაო 95 სოფელშია გათვალისწინებული. პროექტების ჯამური ღირებულება 911 996 ლარია. 56 სოფელში სამუშაო უკვე დასრულდა. 25 სოფელში კი სამუშაოები მიმდინარეობს. 14 სოფელში კი პროექტი მზადების პროცესშია.

[ავთო ინასარიძე, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

2019 წლის ინფრასტრუქტურული პროექტები ახალციხეში
ინფრასტრუქტურული პროექტები ასპინძაში - სად რა კეთდება 2019 წელს?
2019 წლის ინფრასტრუქტურული პროექტები ნინოწმინდაში - სად რა კეთდება?
საბავშვო ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია - რა იგეგმება ახალქალაქში?
ადიგენის სოფლებში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
2014 წელს ახალქალაქს 9 პროექტი დაუფინანსდა
3 მლნ ლარი რვა პროექტისთვის – რა იგეგემება ახალციხის სოფლებში