FM97.5 / LIVE

ბაგა-ბაღები ზაფხულში და მშობლების სამზადისი სექტემბრისთვის

მთავარისიახლე, განათლება 29.07.2019
რომელი ბაგა-ბაღები ისვენებენ ზაფხულში და როდის სრულდება რეგისტრაცია აღსაზრდელების მისაღებად.

ბაგა-ბაღები ზაფხულში და მშობლების სამზადისი სექტემბრისთვის

აგვისტოში ახალციხის მუნიციპალიტეტში მდებარე 25 ბაგა–ბაღიდან 18 არ მუშაობს.

ქალაქ ახალციხეში რვა ბაღიდან, ბავშვების მიყვანა სამ მათგანში შეგიძლიათ, ესენია N5, N3, და N6 ბაგა–ბაღები, რაც შეეხება სოფლებს 17–დან აგვისტოში მხოლოდ ოთხი ბაღი მუშაობს: ვალეს, აწყურის, სხვილისის და მინაძის.

საზაფხულო ბაღში მოსახვედრად აუცილებელია ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში მისვლა და განაცხადის შევსება. მშობლებმა რეგისტრაციის დროს თან უნდა იქონიონ ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი, პირადი ნომრით.

თაკო ჩიხლაძეს თავის სამი წლის ბავშვი N1 ბაგა-ბაღში დაჰყავს, მისი ბაღი იასვენებს, ამიტომ აგვისტოს გატარებას აბასთუმანში აპირებს.

„მე ისედაც მაქვს სურვილი, რომ ბავშვმა ჩვენთან – მშობლებთან ერთად გაატაროს დრო და დაისვენოს ერთი თვე“, – ამბობს თაკო ჩიხლაძე.

რაც შეეხება იმ ბავშვებს, რომლებიც სექტემბრიდან პირველად მიდიან ბაგა–ბაღებში, მათი რეგისტრაცია ივლისის ბოლომდეა შესაძლებელი.

„სექტემბერში მშობლები წარადგენენ შესაბამის საბუთებს ( ბავშის ჯანმრთელობის ცნობა, ფოტო სურათი, მშობლების ქორწინების მოწმობის ასლი) და რეგისტრაციის შემდეგ, პატარებს შეუძლიათ მოვიდნენ ბაღში,“ – გვიხსნის პირველი საბავშვო ბაღის მენეჯერი ციცო საანიშილი.

სახელმწიფო ბაგა-ბაღებში, ჩვეულებრივ, 10 ჯგუფია და თითოში 29–დან 35 ბავშია. პედაგოგების რაოდენობა კი – 20. თითო ჯგუფში ორი აღმზრდელია. ბაღი დილის 08:30 საათიდან 18:30-მდე მუშაობს.

ქალაქ ახალციხეში მხოლოდ ერთი კერძო ბაგა-ბაღია, სადაც შესაძლებელია ბავშვების მიყვანა 10 თვიდან. კერძო ბაღში სულ ორი ჯგუფია. პირველში პატარები არიან – წლინახევრის ასაკამდე, მეორეში – წლინახევრის ზევით, ხუთ წლამდე. თითო ჯგუფში 12 ბავშვია და ბაგის ბავშვებს ჰყავთ სამი ძიძა, ხოლო ბაღის ბავშებს – ორი.

„მშობლებს ხელს ვუწყობთ და, შესაბამისად, დილით ცხრის ნახევარზე ბაგა-ბაღი უკვე ღიაა. საღამოს ექვსამდე ვმუშაობთ, მაგრამ განსაზღვრული ზუსტი დრო არ გვაქვს, შეიძლება ბავშები რვამდეც იყვნენ,“ - ამბობს ბაგა-ბაღის დამფუძნებელი დარეჯან ინასარიძე.
კერძო ბაღში გადასახადი ბავშვზე 180 ლარია, თვეში. იმ შემთხვევაში, თუ მშობელი უქმეებზეც ბაგა-ბაღში დატოვებს ბავშვს, მას თანხის დამატება მოუწევს. საათი ლარ ნახევრიდან ორ ლარამდე ღირს.

ახალციხის კერძო ბაგა-ბაღი სექტემბრიდან დამატებით ჯგუფს ხსნის მოსწავლეებისთვის.

„სკოლის შემდეგ მოვლენ ბავშვები, ვამეცადინებთ და ვასადილებთ, ეს კი 100 ლარი დაუჯდება მშობლებს“ – დარეჯან ინასარიძე. „ახალციხის მუნიციპალიტეტში მთლიანად 25 ბაგა-ბაღია, აქედან ახალციხეში – 8, დანარჩენი 17 კი – სოფლებში.

[ნათია გულიაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერმა  ბაგა–ბაღები მოინახულა
ახალციხის პირველ ბაგა–ბაღში საკვამურში ცეცხლი გაჩნდა
რატომ არ ჰყავთ  ლოგოპედი  საბავშვო ბაღებში
საახალწლო ზეიმი ახალციხის N4 ბაგა–ბაღში, უფროსების ჯგუფში [Photo]
ახალციხის ორ ბაღში სწავლა განახლდა
საახალწლო ზეიმი ახალციხის N6 ბაგა–ბაღში, უფროსების ჯგუფში [Photo]
ახალციხის  ბაღებში საზაფხულო არდადეგები აღარ იქნება