FM97.5 / LIVE

სოფელ რუსთავში "მტკვარიჰესის" სამუშაო ტერიტორიის მახლობლად მიწა ჩავარდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.07.2019
ასპინძის სოფელ რუსთავში, საფეხმავლო ბილიკზე, ხვრელი გაჩნდა. მიწა დაახლოებით 80 მეტრის სიღრმეზე ჩავარდა. ადგილობრივები ეჭვობენ, რომ ბილიკის ქვეშ შესაძლოა, „მტკვარი ჰესის“ გვირაბი გადიოდეს. ადგილზე კომპანიის თანამშრომლები მუშაობენ.

სოფელ რუსთავში "მტკვარიჰესის" სამუშაო ტერიტორიის მახლობლად მიწა ჩავარდა

სოფელ რუსთავიდან 50 მეტრში, სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებისკენ მიმავალ გზაზე, ადგილობრივებმა ხვრელი 18 ივლისს, საღამოს ნახეს. მიწა 80 მეტრზეა ჩავარდნილი და მათივე ვარაუდით, მის ქვეშ გადის „მტკვარი ჰესის“ გვირაბი, რომელიც კომპანიას სოფელ ზიკილიიდან რუსთავის გავლით გაჰყავს.

„წუხელ ვნახეთ ეს ხვრელი და კომპანიას ჩვენ თვითონ დავურეკეთ. არავისთვის საფრთხე არ შეუქმნია. მოვიდნენ კომპანიის წარმომადგენლები და აკეთებენ რაღაცას. ისე, ამ ჰესის გამო, ჩვენ წყლის პრობლემა შეგვექმნა“, - ამბობს სოფელ რუსთავის მკვიდრი ირაკლი სანდროშვილი.

ადგილი, სადაც ხვრელი გაჩნდა, ამ ეტაპზე „მტკვარი ჰესის“ თანამშრომლებმა შემოღობეს. კომპანიის დირექტორი „სამხრეთის კარიბჭესთან“ ამბობს, რომ ორმოში წყალი რომ არ ჩავიდეს, ადგილს გრუნტით ამოავსებენ. „ახალი მომხდარია ყველაფერი, შესაბამისად, ვიკვლევთ, გეოლოგიურად და გეოდეზიურად. პირველ რიგში უნდა შევავსოთ ეს ღრმული, რომ შიგ წყალი არ ჩავიდეს. როცა გამოვიკვლევთ ამას, შემდეგ უკვე გვეცოდინება, რატომ ჩავარდა მიწა“, - ამბობს „მტკვარი ჰესის“ დირექტორი ალექსანდრე ოქროშიძე.

კითხვაზე, არის თუ არა ეს გვირაბისთვის განკუთვნილი ტერიტორია, კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ ზუსტად არ იცის: „დაახლოებით კი, ის ტერიტორიაა, ზუსტად არ ვიცით იმიტომ, რომ გეოდეზიური კვლევა არ გვაქვს. გუშინ ჩამოიშალა ეს ყველაფერი და, შესაბამისად, ჯერ კვლევა არ დაგვიწყია“.

სოფელ რუსთავში "მტკვარიჰესის" სამუშაო ტერიტორიის მახლობლად მიწა ჩავარდა

სოფელ რუსთავში "მტკვარიჰესის" სამუშაო ტერიტორიის მახლობლად მიწა ჩავარდა

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘რამდენიმე წუთით ავცდი, რომ მიწას არ ჩავეტანე’– რუსთაველები ჰესის მშენებლობაზე
„მტკვარი ჰესის“ ხელმძღვანელობის განმარტება  წყლის მიმართულების შეცვლაზე
სოფელ რუსთავს წელს  წყალი არ ექნება
სოფელ რუსთავში წყლის დაწყვეტის მიზეზების კვლევა დაიწყეს
სოფელ რუსთავის მცხოვრებლები ასპინძაში საპროტესტო აქციას მართავენ
სოფელ რუსთავში სასმელი წყლის კიდევ ერთი წყარო დაშრა
სოფელ რუსთავში წყლის მიწოდების ახალ გზებს ეძებენ