FM97.5 / LIVE

საქონლის ქურდობაში ბრალდებულ სამ პირთან საპროცესო გაფორმდა

მთავარისიახლე, სამართალი 17.07.2019
ახალციხესა და ასპინძაში საქონლის ქურდობის ბრალდებით დაკავებულ სამ ახალგაზრდასთან პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა.

საქონლის ქურდობაში ბრალდებულ სამ პირთან საპროცესო გაფორმდა

პროცესი 16 ივლისს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში გაიმართა. სამივე ბრალდებულს ოთხწლიანი პირობითი მსჯავრი და 5 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

„სწორი გადაწყვეტილება იყო ნამდვილად, ახალგაზრდებისთვის შანსი უნდა მიეცათ. ჩვენ ვთხოვეთ ეს პირობები პროკურატურას და დაგვთანხმდა. გულწრფელად ვითანამშრომლეთ. ამას გარდა, ბრალდებულებმა აანაზღაურეს მოპარული. ეს ქმედება მათთვის პირველი იყო. ამიტომ, ყველაფრის გათვალისწინებით, სასამართლომ საპროცესო გაუფორმა“, – ამბობს ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე.

ბრალდებულები 19–20 წლისები არიან. მათ ასპინძისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში, სხვადასხვა დროს, ადგილობრივებს მსხვილფეხა პირუტყვი მოჰპარეს.

სამართალდამცველებმა ახალგაზრდები იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ნაქურდალი საქონლის რეალიზაციას ცდილობდნენ.

4 ივნისს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა და სამივე ბრალდებულიდან თითოეულს, ზარალის საკომპენსაციოდ, 30 000 ლარის გადახდა დაეკისრა.

საბოლოოდ, ეს განაჩენი საპროცესო შეთანხმებით შეიცვალა.

გამოძიება მიმდინარეობდა სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მუხლი 3–დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საქონლის ქურდობაში ბრალდებულებს  სასამართლომ გირაო შეუფარდა
შსს–მ ახალციხესა და ასპინძაში საქონლის ქურდობის ბრალდებით 3 პირი დააკავა
მამუკა მიქელაძემ დანაშაული აღიარა – ‘ოცნების’ ყოფილ დეპუტატთან საპროცესო გაფორმდა
ახალციხის პოლიციაში დანით შეჭრილ კაცთან საპროცესო გაფორმდა
ბოლაჯურის ყოფილ რწმუნებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა
„იბერიას“ ჟურნალისტის ცემაში ბრალდებულებთან საპროცესო გაფორმდა
'ნიუ პროჯექტის' დირექტორთან საპროცესო გაფორმდა