FM97.5 / LIVE

ახალციხის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობის გლობალურ პარტნიორობას შეუერთდა ®

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.10.2020
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ლოკალური პროგრამის წევრად აირჩიეს.

ახალციხის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობის გლობალურ პარტნიორობას შეუერთდა ®
OGP-ში გაწევრიანებით ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია უერთდება გლობალურ მოძრაობას რათა ხელი შეუწყოს სხვადასხვა ფორმით ადგილობრივ დონეზე ღია მმართველობის პრინციპების გამტკიცებას. პროგრამის მონაწილე მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა მიეცემათ ითანამშრომლონ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან, გაუზიარონ მათ ცოდნა და გამოცდილება და დანერგონ სიახლეები ადგილობრივ დონეზე.

OGP-ის ლოკალური პროგრამის ახალი წევრები კონკურსის საფუძველზე შეირჩნენ, რომელიც 2020 წლის 26 მაისს გამოცხადდა და ორი ეტაპისგან შედგებოდა. მიღებული 112 განაცხადიდან, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე, შესარჩევმა კომისიამ 56 წევრი აირჩია, რომლებიც 32 ქვეყნის 64 ადგილობრივ თვითმმართველობას აერთიანებენ. აღნიშნული OGP-ის ისტორიაში თვითმმართველობების ჩართულობის ყველაზე მასშტაბური გაფართოებაა და ემთხვევა კრიტიკულ მომენტს, როცა ქალაქები და ადგილობრივი თვითმმართველობები COVID-19 პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზებზე არიან.

ღია მმართველობის კუთხით განხორციელებული ინოვაციური ინიციატივები და სამოქალაქო საზოგადოებასთან წარმატებული თანამშრომლობა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შერჩევის ერთ-ერთი საფუძველი გახდა. ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის გამჭვირვალობისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) პროექტის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემიის მხარდაჭერით ვოლისის სისტემა დანერგა. აღნიშნული ადგილობრივი მთავრობის, არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო პარტნიორისა და დონორი ორგანიზაციის წარმატებული თანამშრომლობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია.

ახალციხის მერი, ზაზა მელიქიძე მიესალმება ახალციხის მუნიციპალიტეტის OGP-ის ლოკალურ პროგრამაში გაწევრიანებას და იმედოვნებს, რომ მუნიციპალიტეტს ორგანიზაციის წევრები როგორც ეროვნულ, ასევე ადგილობრივ დონეზე, ღია მმართველობის გაუმჯობესების კუთხით ბევრ მნიშვნელოვან ცოდნას გაუზიარებენ. „როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კარგად გვაქვს გაცნობიერებული ჩვენი როლი და ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების მნიშვნელობა, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენი მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ძალისხმევას არ იშურებს, ხელი შეუწყოს მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათ შორის ბიუჯეტის დაგეგმვასა და აღსრულებაში, რაც ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში აღებული ვალდებულებებითაც დასტურდება,“ - განაცხადა ზაზა მელიქიძემ.

კონკურსის შესარჩევ ეტაპებზე მუნიციპალიტეტს აქტიურ მხარდაჭერას უწევდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრი. სწორედ მათთან თანამშრომლობით იგეგმება სამომავლოდ ღია მმართველობის სამოქმედო გეგმის შემუშავება. სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრი მიესალმება ახალციხის მუნიციპალიტეტის ლოკალურ პროგრამაში გაწევრიანებას და მზადყოფნას გამოხატავს აქტიურად ჩაერთოს ადგილობრივ დონეზე OGP-ის ფორუმის მუშაობის პროცესში. „წლების გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ უაღრესად მნიშნელოვანია სამთავრობო უწყებებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობა, ვინაიდან ერთობლივად განხორციელებული პროექტები თანაბრად ითვალისწინებს ყველა სექტორის ინტერესებს,“ აცხადებს სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრის დირექტორი, ნინო ლომიძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია კონკურსის ორივე ეტაპზე აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, როგორც ღია მმართველობა საქართველოს სამდივნოსთან, მონაწილეობდა სამდივნოს მიერ გამართულ საკონსულტაციო შეხვედრებში. ასევე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია განსაკუთრებულ მადლობას უხდის USAID GGI-ს, კონკურსის ორივე ეტაპზე გაწეული გულისხმიერი მხარდაჭერისთვის.

„ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით 2011 წელს დაფუძნდა. ორგანიზაცია მიზნად ისახავს მთავრობათა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაზრდას. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც OGP-ს 2011 წელს შეუერთდა. OGP ამჟამად მსოფლიოს ასამდე ქვეყნის მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს აერთიანებს.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართება
‘კეთილსინდისიერების და გამჭვირვალობის ამაღლების სტრატეგიის’ განხილვა ®
ღია მმართველობის შესახებ ახალციხეში დისკუსია გაიმართება
ღია მმართველობის შესახებ ახალციხეში დისკუსია გაიმართა
ღია მმართველობის პრინციპები – NDI-ს ორგანიზებით ახალციხეში შეხვედრა გაიმართა
პრემიერი: მმართველობის დეცენტრალიზაცია ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა
სემინარი სტუდენტებთან ღია მმართველობის შესახებ