FM97.5 / LIVE

'საკუთარი თავი თვითონ უნდა გამეტანა' - გზა ახალციხიდან ევროპის ჩემპიონობამდე [ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 03.07.2019
მისი მომავალი შემთხვევითობამ განსაზღვრა. უცხო და მისთვის სრულიად ახალ სპორტის სამყაროში თავის გატანა გაუჭირდა, თუმცა ამბობს, რომ ყველაფერს ეტაპობრივად და მონდომებით მიაღწია. დღეს უკვე ევროპის ჩემპიონი და 2018 წლის საქართველოს აბსოლუტური ფალავანია - ბექა ბერძენიშვილის გზა ახალციხიდან ევროპამდე.

'საკუთარი თავი თვითონ უნდა გამეტანა' - გზა ახალციხიდან ევროპის ჩემპიონობამდე [ვიდეო]

მოჭიდავე, რომელმაც საქართველოს სახელი ევროპის ჩემპიონატზე გაიტანა და გამარჯვებით დაბრუნდა, ახალციხის სოფელ წინუბნიდან არის. სკოლაც აქ დაამთავრა და მომავალი კარიერისთვის ზრუნვაც აქედან დაიწყო, თუმცა – არა მარტივად.

მის ბავშვობაშიც და ახლაც წინუბანში ჭიდაობის არც წრე, არც მასწავლებელი და არც დარბაზი იყო. მიუხედავად ასეთი პირობებისა, ვარჯიშის სურვილი ყოველთვის ჰქონდა.

ამბობს, რომ ბავშვობაში ფიზიკურად ძლიერი და მოხერხებული იყო. ეს ყველაფერი ნაცნობმა შეამჩნია და ურჩია ჭიდაობას გაჰყოლოდა: „სოფელში სტუმარი იყო ჩამოსული, რომლესაც კავშირი ჰქონდა მოჭიდავეებთან. რომ შემხედა ფიზიკურად ძლიერი ვიყავი, მირჩია ამ სპორტით დავინტერესებულიყავი და გავყოლოდი. ისეც მიყვარდა ვარჯიში და ჩემთვის ვვარჯიშობდი. სკოლის დამთავრების შემდეგ კი, წავედი თბილისში. ამ კაცმა მიმიყვანა კარგ მწვრთნელებთან“, - იხსენებს ბექა.

თბილისში რომ წავიდა, 17 წლის იყო. ამბობს, რომ ეს ის ასაკია, როცა პროფესიონალური ჭიდაობის დაწყება რთულია. ამიტომ იმაზე მეტი შრომა დასჭირდა, ვიდრე სხვებს. ეუბნებოდნენ, რომ ამ ასაკში წარმატების მიღწევა ძალიან გაუჭირდებოდა, თუმცა არ დანებდა.

„თავიდან მეგონა, რომ დიდ ჩემპიონებთან ერთად ვიქნებოდი დარბაზში და მათთან ვივარჯიშებდი. ამან უფრო მეტად მომხიბლა, მაგრამ როცა თბილისში ჩავედი, მივხვდი, რომ ჩვეულებრივი დარბაზი იყო და ირგვლივ ნაცნობები არ მყავდა. ამიტომ საკუთარი თავი თვითონ უნდა გამეტანა. სხვებს ვარჯიში პატარა ასაკიდან ჰქონდათ დაწყებული. მე 17 წლის ვიყავი“.



ვარჯიში რეგულარულად დაიწყო, წესებსაც მიეჩვია და პირველი წარმატება 2007 წელს მოიპოვა, ახალგაზრდეულ ჩემპიონატზე, რომელიც ახმეტაში ჩატარდა. „საქართველოს ჩემპიონატი იყო ძიუდოში.30 კაცის შემადგენლობით ვიყავით წასული და მათგან მხოლოდ მე მოვიპოვე მესამე ადგილი. აქ გადავწყვიტე, რომ დავრჩებოდი სპორტში და გავაგძელდებდი ჭიდაობას. ამის შემდეგ უკვე ახალგაზრდეულ ნაკრებში მოვხვდი“, - ამბობს ბექა.
2009 წელს ახალგაზრდული ნაკრებიდან უფროსთა ნაკრებში გადავიდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მოსახვედრად კი მისი ორ-სამ წლიანი გამოცდილება საკმარისი არ იყო. ამიტომ ვარჯიშსა და ჩემპიონატებში მონაწილეობას ისევ აგრძელებდა.

თავიდან ძიუდოს ჭიდაობდა. სამბოთი მოგვიანებით, მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ძიუდოში წესები შეიცვალა.

„ვარ საქართველოს ჩემპიონი ძიუდოში, მაქვს შედეგები სხვადასხვა გასვლაზეც. „გრან-სლემის“ფინალშიც გავედი. უბრალოდ, მერე ისე მოხდა, რომ ძიუდოზე შეიცვალა წესები და სამბო ჩემთვის უფრო პერსპექტიული გახდა. ჩემთვის ეს სტილი უფრო მისაღები იყო“.

ბაქოში „გრან-სლემზე“ მსოფლიო ჩემპიონს დაუპირისპირდა და ფინალი დათმო, თუმცა ბექას წარმატება ამ ეტაპიდან დაიწყო.

მისთვის ყველაზე დიდი წარმატება ევროპის ჩემპიონის ტიტულია, რომლიც 2016 წელს, რუსეთის ქალაქ ყაზანში +100 კგ. წონით კატეგორიაში მოიპოვა.



შემდეგ იყო „მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის“ ტიტული, რომლიც რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში, 2018 წელს მოიპოვა. ამავე წელს ბექა „საქართველოს აბსოლუტური ფალავანი“ გახდა. ბოლო მნიშვნელოვანი წარმატება კი 2019 წლის ივნისში, ევროპული თამაშების ჩემპიონობა იყო,სადაც მსოფლიოს ოთხი და ევროპის ექვსგზის ჩემპიონი, ბელარუსი იური რიბაკი, არასრულ ორ წუთში 8:0 დაამარცხა.

„დიდი პასუხისმგებლობაა, როცა ზურგზე „საქართველო“ გაწერია. განსაკუთრეებით მაშინ იყო საპასუხისმგებლო, როცა ჩვენთან, საქართველოში დაძაბული ვითარება იყო (20 ივნისის აქციები) და ჩვენ ევროპულ თამაშებზე ვიყავით. ყოველდღიურად ვადევნებდით თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და ორმაგად დაძაბულები და ჩართულები ვიყავით. ასეთი დაძაბულობის ფონზე, გვინდოდა ჩვენი ქვეყნისთვის სიხარული მოგვეტანა და ჩვენ ეს შევძელით“.

აქტიური ჭიდაობის დაწყებიდან 12 წლის განმავლობაში, ბექას უკვე 80 მედალი აქვს: „დაახლოებით 30-30 პროცენტი იქნება ოქროც, ვერცხლიც და ბრინჯაოც“. დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ტურნირებს ქართულ ჭიდაობაში: „ქართული ჭიდაობა საქართველოში ბევრი გულშემატკივრისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა სახეობა. მაყურებელი უფრო მნიშვნელოვნად აღიქვამს ქართულ სახეობას“.

ამბობს, რომ გზა, რომელიც საკუთარი შესაძლებლობის აღმოჩენიდან დღემდე გაიარა, მარტივი არ იყო, თუმცა დამწყებ მოჭიდავეებს ურჩევს, მოტივაცია და მოთმინება არ დაკარგონ.

„ჩვენ კუთხეში არ ექცევა ჭიდაობას დიდი ყურადღება. ყოველდღიურად მიწევდა თავის გატანა და ყოველდღიურად ახალ წინაღობას ვხვდებოდი. ამ ყველაფერზე ვიღაცას უნდა დავერიგებინე, მაგრამ ჩემს ირგვლივ ხალხი არ იყო გარკვეული ამ ამბებში. არის საქართველოში რეგიონები, სადაც უფრო მეტად არიან დაინტერესებული ჭიდაობით; სადაც არიან კვალიფიციური მწვრთნელები. ამ რეგიონებში მშობლებმა და ოჯახის წევრებმაც იციან, რა გზაზე უნდა დააყენონ შვილი“.

მისი თქმით, ჭიდაობისთვის და ახალი თაობისთვის ხელშეწყობა აუცილებელია, რათა ნიჭიერმა ახალგაზრდებმა წარმატებას მიაღწიონ: „ბავშვს თავის გატანა მარტო არ უნდა უწევდეს. ის არ უნდა ფიქრობდეს, რითი წავიდეს ჩემპიონატზე, იქ ვინ დახვდება, როგორ იშოვნის საჭირო ფინანსებს და ა.შ.“



ბექას ერთ-ერთი სამომავლო გეგმა ახალციხეში ჭიდაობის კლუბის ჩამოყალიბებაა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტის სოფლებში ბევრი დაინტერესებული ბავშვია და ისინი მნიშვნელოვან პოტენციალს ფლობენ: „მინდა, ჩვენს კუთხეში განვავითარო ჭიდაობა და ჩამოვაყალიბო ისეთი სკოლა, სადაც გაიზრდებიან კარგი მოჭიდავეები, ისეთები, როგორიც ჩვენს კუთხეს შეეფერება. ამისი რესურსი ნამდვილად გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ თუ მოვიდნომებთ, გამოგვივა“.

საკუთარი მიღწევების გამდიდრებას ევროპის ჩემპიონი უკვე მსოფლიო ჩემპიონატზე აპირებს. „ეს იქნება უკვე მწვერვალი ჩემს კარიერაში. ვარ პრიზიორი, გასული წლის მსოფლიო ვიცე - ჩემპიონი და წელს, ნოემბერში, კორეაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატიდან შევეცდები, რომ ოქროს მედლით დავბრუნდე. ჩემი ყველაზე დიდი სურვილი ამჟამად ეს არის“.

'საკუთარი თავი თვითონ უნდა გამეტანა' - გზა ახალციხიდან ევროპის ჩემპიონობამდე [ვიდეო]

[თაკო ფეიქრიშვილი, ნანა ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხელი ბექა ბერძენიშვილი სამბოს მსოფლიო ჩემპიონატზე იჭიდავებს
ახალციხელი მოჭიდავე სამბოს საერთაშორისო ტურნირის პრიზიორი გახდა
ახალციხელი ბექა ბერძენიშვილი გურჯაანში ტურნირის ფალავანი გახდა
‘ეს არის სპორტსმენის არდაფასება’ - ბექა ბერძენიშვილი ახალციხის მერიაზე
ნიაზ დიასამიძე - ახალციხელი სამბისტი წლის მთავარი ტურნირის პრიზიორია
ახალციხელი ბექა ბერძენიშვილი სამბოში მსოფლიო ვიცე–ჩემპიონი გახდა
პრემიერი - საქართველო სპორტის მსოფლიო რუკაზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს