FM97.5 / LIVE

ახალციხელი ბექა ბერძენიშვილი სამბოს მსოფლიო ჩემპიონატზე იჭიდავებს

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.11.2019
სამხრეთ კორეაში გამართულ სამბოს მსოფლიო ჩემპიონატში საქართველოდან თორმეტი მოჭიდავე მიდის, მათგან ერთი ახალციხელი ბექა ბერძენიშვილია. იგი +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში იჭიდავებს.

ახალციხელი ბექა ბერძენიშვილი სამბოს მსოფლიო ჩემპიონატზე იჭიდავებს

მსოფლიო ჩემპიონატი სამხრეთ კორეაში 8-10 ნოემბერს გაიმართება. ჩემპიონატში მონაწილე 12 ქართველი სპორტსმენიდან ორი ქალია. ისინი სამბოში იჭიდავებენ.

ახალციხელი ბექა ბერძენიშვილი ჩემპიონატში, +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში 10 ნოემბერს იჭიდავებს.

ამბობს, რომ მისი ყველაზე დიდი სურვილი, ჩემპიონატში ოქროს მედლის მოპოვებაა: „ეს იქნება უკვე მწვერვალი ჩემს კარიერაში. ვარ პრიზიორი, გასული წლის მსოფლიო ვიცე - ჩემპიონი და წელს, ნოემბერში, კორეაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატიდან შევეცდები, რომ ოქროს მედლით დავბრუნდე. ჩემი ყველაზე დიდი სურვილი ამჟამად ეს არის“, - ამბობს ბერძენიშვილი.

ბექა წარმოშობით ახალციხის სოფელ წინუბნიდან არის. მისთვის ყველაზე დიდი წარმატება ევროპის ჩემპიონის ტიტულია, რომლიც 2016 წელს, რუსეთის ქალაქ ყაზანში +100 კგ. წონით კატეგორიაში მოიპოვა.

შემდეგ იყო „მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის“ ტიტული, რომლიც რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში, 2018 წელს მოიპოვა. ამავე წელს ბექა „საქართველოს აბსოლუტური ფალავანი“ გახდა.

ბოლო მნიშვნელოვანი წარმატება კი 2019 წლის ივნისში, ევროპული თამაშების ჩემპიონობა იყო, სადაც მსოფლიოს ოთხი და ევროპის ექვსგზის ჩემპიონი, ბელარუსი იური რიბაკი, არასრულ ორ წუთში 8:0 დაამარცხა.

გთავაზობთ მასალას - გზა ახალციხიდან ევროპის ჩემპიონობამდე

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხელი მოჭიდავე სამბოს საერთაშორისო ტურნირის პრიზიორი გახდა
ახალციხელი ბექა ბერძენიშვილი გურჯაანში ტურნირის ფალავანი გახდა
ახალციხელი ბექა ბერძენიშვილი სამბოში მსოფლიო ვიცე–ჩემპიონი გახდა
‘ეს არის სპორტსმენის არდაფასება’ - ბექა ბერძენიშვილი ახალციხის მერიაზე
ახალციხელი სამბისტი ბექა ბერძენიშვილი ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას
ბექა ბერძენიშვილი მეორე ევროპული თამაშების ჩემპიონია
ახალციხელი ბექა ბერძენიშვილი საქართველოს 2018 წლის ფალავანი გახდა