FM97.5 / LIVE

ახალციხელი ბექა ბერძენიშვილი გურჯაანში ტურნირის ფალავანი გახდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.09.2020
ახალციხელმა ბექა ბერძენიშვილმა, გურჯაანის სოფელ ძირკოკში ქართულ ჭიდაობაში გამართულ ტურნირში გაიმარჯვა. მას მთავარი პრიზი – ჭედილა გადაეცა.

ახალციხელი ბექა ბერძენიშვილი გურჯაანში ტურნირის ფალავანი გახდა

სოფელ ძირკოკში ტრადიციული ტურნირი „გრანდიოზული“ 5 სექტემბერს გაიმართა. ქართული ჭიდაობის ამ ტურნირს აქ საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს.

შეჯიბრში, რომელშიც 100-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა, საბოლოოდ კი გამარჯვება ბექა ბერძენიშვილმა მოიპოვა, რომელსაც ტრადიციულად ტურნირის მთავარი პრიზი "ჭედილა" გადაეცა.

ტრადიციული "გრანდიოზული" ქართულ ჭიდაობაში ა(ა)იპ გურჯაანის სპორტული გაერთიანების ორგანიზებით გაიმართა.

ბექა ბერძენიშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბნიდან არის. მისთვის ყველაზე დიდი წარმატება ევროპის ჩემპიონის ტიტულია, რომლიც 2016 წელს, რუსეთის ქალაქ ყაზანში +100 კგ. წონით კატეგორიაში მოიპოვა.

შემდეგ იყო „მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის“ ტიტული, რომლიც რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში, 2018 წელს მიიღო. ამავე წელს გახდა ბექა „საქართველოს აბსოლუტური ფალავანი“.

ბოლო მნიშვნელოვანი წარმატება 2019 წლის ივნისში, ევროპული თამაშების ჩემპიონობა იყო, სადაც მსოფლიოს ოთხი და ევროპის ექვსგზის ჩემპიონი, ბელარუსი იური რიბაკი, არასრულ ორ წუთში 8:0 დაამარცხა.



[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხელი მოჭიდავე სამბოს საერთაშორისო ტურნირის პრიზიორი გახდა
ახალციხელი ბექა ბერძენიშვილი სამბოს მსოფლიო ჩემპიონატზე იჭიდავებს
‘ეს არის სპორტსმენის არდაფასება’ - ბექა ბერძენიშვილი ახალციხის მერიაზე
ახალციხელი ბექა ბერძენიშვილი საქართველოს 2018 წლის ფალავანი გახდა
ბექა ბერძენიშვილი მეორე ევროპული თამაშების ჩემპიონია
ახალციხელი ბექა ბერძენიშვილი სამბოში მსოფლიო ვიცე–ჩემპიონი გახდა
ბექა ბერძენიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა