FM97.5 / LIVE

გურკელში აღმოჩენილ თიხის ჭურჭელს არქეოლოგები შეისწავლიან

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.06.2019
ახალციხის სოფელ გურკელში, ქვევრის ტიპის თიხის ჭურჭლის შესასწავლად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს თანამშრომლები ჩავლენ.

გურკელში აღმოჩენილ თიხის ჭურჭელს არქეოლოგები შეისწავლიან

სოფელ გურკელში აღმოჩენილი თიხის ჭურჭლის ფოტოები, ახალციხის მერიის თანამშრომლებმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს გადაუგზავნეს. „ამოსულები იყვნენ სოფელში თვითმმართველობიდან, სურათები გადაუღეს და სპეციალისტებს გადაუგზავნიან. არქეოლოგები ჯერ არ მოსულან“, - ამბობს სოფელ გურკელში მერის წარმომადგენელი გრიგოლ ღამბაშიძე.

ძეგლთა დაცვის სააგენტოში ამბობენ, რომ სპეციალისტები გურკელში რამდენიმე დღეში ჩავლენ და სათავსოს შეისწავლიან: „წინასწარ ვერაფერს ვიტყვით, რომელი პერიოდისაა ან რა არის. რამდენიმე დღეში, არქეოლოგიური სამსახურის სპეციალისტები ჩავლენ ადგილზე და ნახავენ“.

თიხის ჭურჭელი, რომელიც მოყვანილობით ქვევრს ჰგავს, სასმელი წყლის რეზერვუარის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, 31 მაისს აღმოაჩინეს. მისი სიმაღლე, დაახლოებით, სამი მეტრია, სიგანე კი – ორი მეტრი.

ამ დროისთვის წყლის რეზერვუარის სამშენებლო სამუშაოები ამ მონაკვეთზე შეჩერებულია. ადგილობრივები ამბობენ, რომ გურკელი ძველ ნასოფლარზეა აშენებული. ამიტომ შესაძლებელია, ამ ტერიტორიაზე მიწაში დამარხული სხვა სიძველეებიც აღმოჩნდეს.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გურკელში ნაპოვნი ჭურჭელი გვიანი შუა საუკუნეების ქვევრია
გურკელში სამმეტრიანი თიხის სათავსო აღმოაჩინეს
ზარზმაში აღმოჩენილ ნაგებობას არქეოლოგები შეისწავლიან
სოფელ ფიაში XI-XII საუკუნეებით დათარიღებული თიხის ჭურჭელი აღმოაჩინეს
სოფელ გურკელში კომპიუტერული ცენტრი გაიხსნა
არქეოლოგები: ზარზმაში აღმოჩენილი ნაგებობა მარანი და მიწისქვეშა სათავსოა
სოფელ გურკელში დათვმა ორი მამაკაცი დაგლიჯა