FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ვაკანტური ორი პოზიციიდან ერთზე კონკურსი ჩაიშალა

მთავარისიახლე, საზოგადოება 27.06.2019
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, თანამშრომელთა შესარჩევად, კონკურსის მეორე ეტაპი, გასაუბრება დასრულდა. ექვსი შერჩეული კანდიდატიდან გასაუბრებაზე ორი გამოცხადდა. ერთი პოზიციაზე კი კონკურსი ჩაიშალა.

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ვაკანტური ორი პოზიციიდან ერთზე კონკურსი ჩაიშალა

მხარის რწმუნებულის ადმინისტრაციაში ორ ვაკანტურ პოზიციაზე სულ 23 განაცხადი შევიდა. საბუთების გადარჩევის შემდეგ, ექვსი კონკურსანტი შეირჩა. გასაუბრებაზე კი, გუბერნიაში მხოლოდ ორი მათგანი გამოცხადდა. ორივე ერთ, საზოგადოებასთან ურთიერთობის აპარატის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

რაც შეეხება რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი სპეციალისტის პოზიციას, ის კვლავ ვაკანტურად რჩება, რადგან ამ პოსტის დასაკავებლად გასაუბრებაზე არავინ მივიდა.

გასაუბრების ეტაპზე გადასული ორი კანდიდატის აყვანის საკითხზე საკონკურსო კომისია კიდევ ერთხელ იმსჯელებს.

„ყველა კომისიის წევრი წერს თავის ქულას, ზეპირ დავალებასა და გასაუბრებაში. ზეპირი დავალების დროს, ერთი და იგივე შეკითხვები ჰქონდა ყველა კონკურსანტს, გასაუბრებისას -ინდივიდუალური კითხვები, მათი გამოცდილების შესახებ. თუ კონკურსანტი მაქსიმალური შეფასების 70%-ზე მაღალ ქულას დააგროვებს, იგი წარედგინება დასანიშნად გუბერნატორს. თუ ვერ აიღებს საკმარის ქულას, ჩაითვლება, რომ კონკურსი ჩაიშალა“, - ამბობს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი გიორგი მიქელაძე.

ორ ვაკანტურ პოზიციაზე სამხარეო ადმინისტრაციამ კონკურსი ოთხ ივნისს გამოაცხადა.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის ადმინისტრაცია 2 ვაკანტურ პოზიციაზე თანამშრომელს შეარჩევს
სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში კონკურსით სამ თანამშრომელს შეარჩევენ
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში გასაუბრებაზე დღეს 14 კონკურსანტი არ გამოცხადდა
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში კადრების შესარჩევი გასაუბრება განახლდა
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში გასაუბრება დაიწყო
საკადრო ცვლილებები სამცხე–ჯავახეთის გუბერნიაში
ბორჯომის მერიაში კონკურსანტებთან გასაუბრება დასრულდა