FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის ადმინისტრაცია 2 ვაკანტურ პოზიციაზე თანამშრომელს შეარჩევს

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.06.2019
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, ორ ვაკანტურ პოზიციაზე 23 განაცხადი შევიდა. ხვალ, 26 ივნისს, აპარატში საჯარო მოხელეების შერჩევის მეორე ეტაპი, გასაუბრება დაიწყება.

სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის ადმინისტრაცია 2 ვაკანტურ პოზიციაზე თანამშრომელს შეარჩევს

რწმუნებულის ადმინისტრაციაში საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის ვაკანტურ პოზიციაზე 14 განაცხადი შევიდა, ხოლო რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი სპეციალისტის (საინჟინრო საქმე) პოზიციაზე - ცხრა.

როგორც რწმუნებულის აპარატში განმარტავენ, საჯარო მოხელის შერჩევის მეორე ეტაპი, იგივე გასაუბრება, ხვალ, 26 ივნისს 12:00 საათიდან დაიწყება.

„კანდიდატები გასაუბრებას გაივლიან საკონკურსო კომისიასთან, რომელშიც ექვსი წევრია. გასაუბრების შემდეგ, კომისია მიიღებს კანდიდატის აყვანის გადაწყვეტილებას“, - ამბობს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი გიორგი მიქელაძე.

ორ ვაკანტურ პოზიციაზე სამხარეო ადმინისტრაციამ ღია კონკურსი ოთხ ივნისს გამოაცხადა. შერჩეულ აპლიკანტებს 12–თვიანი გამოსაცდელი ვადით აიყვანენ.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ვაკანტური ორი პოზიციიდან ერთზე კონკურსი ჩაიშალა
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში კადრების შესარჩევი გასაუბრება განახლდა
ახალციხის მერიაში სამ ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადი არ შევიდა
სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში კონკურსით სამ თანამშრომელს შეარჩევენ
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში გასაუბრება დაიწყო
ახალციხის მერიაში 13 ვაკანტურ პოზიციაზე 188 განაცხადი შევიდა
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიაში დღეს გასაუბრებას 24 კონკურსანტი გაივლის