FM97.5 / LIVE

ენმ-სა და გუბერნატორს შორის მომხდარ ინციდენტზე დაზარალებული დაკითხეს

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 28.10.2016
ენმ-სა და გუბერნატორს შორის მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტს ნიკოლოზ ხიზაძეს, სამართალდამცველები, სამი საათის განმავლობაში ჰკითხავდნენ. სად არის კამერა, რომლითა ხიზაძემ, როგორც თავად ამბობს, ადევნებული მანქანა გადაიღო, ამ დრომდე უცნობი რჩება.

ენმ-სა და გუბერნატორს შორის მომხდარ ინციდენტზე დაზარალებული დაკითხეს

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტმა, ახალციხის რაიონული სამმართველო წუხელ დაახლოებით 22:30 საათზე დატოვა. როგორც დაკითხვიდან გამოსულმა ხიზაძემ განაცხადა, სამართალდამცველებმა მისგან ინციდენტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს,

ნიკოლოზ ხიხაძის თქმით, გუშინ ღამით სამმართველოში მხოლოდ თვითონ იმყოფებოდა. ინცინდენტის შემსწრე მისი მძღოლი სამართალდამცველებს არ გამოუკითხავთ.

რაც შეეხება ვიდეოკამერას, რომელიც ხიზაძის თქმით, ინციდენტისას მანქანიდან, ახალციხის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა გიორგი ბალიაშვილმა ამოაცალა, მას არ უნახავს და ამის შესახებ არც სამართლადამცველებს მიუწოდებიათ ინფორმაცია.

შეგახსენებთ, რომ ურაველი-მუსხის გზაზე ინცინდენტი გუშინ, 27 ოქტომბერს მოხდა. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი ნიკოლოზ ხიზაძე ჰყვება, მათი კანდიდატი მთელი დღის განმავლობაში სოფლებში წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებდა, რა დროსაც მათ თეთრი ფერის მსუბუქი ავტომობილი დაყვებოდა. აღნიშნული ნიკოლოზ ხიზაძემ ვიდეოზე დააფიქსირა. რის შემდეგაც ხიზაძის მანქანას, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის აკაკი მაჭუტაძის მანქანა წამოეწია. მანქანიდან "კეთილმოწყობის სამსახურის" ყოფილი უფროსი გიორგი ბალიაშვილი გადმოვიდა, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და კამერა წაიღო.

ხიზაძის მტკიცებით, ინცინდენტი ახალციხეში დაბრუნებამდე კიდევ განმეროდა. გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ და გიორგი ბალიაშვილმა, მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა კიდევ მიაყენეს.

ფაქტი, გუშინვე კატეგორიულად უარყვეს აკაკი მაჭუტაძემ და გიორგი ბალიაშვილმა.

შსს-მ საქმეზე ძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შსს: ახალციხეში მომხდარი ინციდენტის გამოძიებას განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ
ენმ–სა და გუბერნატორს შორის მომხადარ ინციდენტზე ძიება ძარცვის მუხლით დაიწყო
არასამთავრობოების განცხადება ახალციხეში მომხდარ ძალადობრივ ინციდენტთან დაკავშირებით
ენმ: ახალციხეში "ნაციონალების" აქტივისტსა და რეგიონის გუბერნატორს შორის ინციდენტი მოხდა
შპს "კეთილმოწყობის" უფროსმა გიორგი ბალიაშვილმა თანამდებობა დატოვა
„ნაციონალების“ აქტივისტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
'ოცნება' ახალციხეში მომხდარ ინციდენტზე: ეს არის 'ნაციონალების' პროვოკაცია