FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გრიგოლ ხანძთელის სტიპენდია აღდგება

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.06.2019
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გრიგოლ ხანძთელის სახელობის სტიპენდია, პრეზიდენტის ფონდის გაუქმების შემდეგ აღარ გაიცემა. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ფიქრობს, რომ სტიპენდიას საკუთარი ხარჯებით აღადგენს.

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გრიგოლ ხანძთელის სტიპენდია აღდგება
ფოტო:არქივი

პარლამენტში შესული 2019 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, რომელიც 2018 წელს 5 მილიონ ლარს შეადგენდა, მთლიანად გაუქმდა.

სწორედ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ფინანსდებოდა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გრიგოლ ხანძთელის სრტიპენდია – სემესტრულად, ბაკალავრიატის ერთ სტუდენტზე, 1 000 ლარი. სტიპენდიანტს საუნივერსიტეტო კომისია არჩევდა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ რადგანაც ეს ძალიან კარგი ტრადიცია იყო, საკუთარი ხარჯებით დავაფინანსოთ სტიპენდია. სექტემბრიდან ვაპირებთ ბიუჯეტში გამოიყოს თანხები. ინიციატივა აკადემიურ საბჭოზე მოსმენის დონეზეა, დადგენილება კი ჯერ არ მიგვიღია“, – გვითხრა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ ნიკო ახალკაცმა.

სწავლის მოტივაციის ამაღლებისა და წახალისების მიზნით, უნივერსიტეტში არსებობს რამდენიმე სახის სტიპენდია.

უნივერსიტეტში ამ დროისათვის არსებობს სახელმწიფო სტიპენდია, რომელიც ერთი სემესტრის განმავლობაში 750 ლარს შეადგენს და მას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გასცემს.

ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბაკალავრიატის სტუდენტებზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია გასცემს 500 ლარს.

გარდა აღნიშნული სტიპენდიებისა, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი თავადაც ნიშნავს აკადემიურ სტიპენდიას 250 ლარის ოდენობით.

ასევე, შესაძლებელია, დაინიშნოს სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ დაწესებული სტიპენდიები.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერიის სტიპენდიას 14 სტუდენტი მიიღებს

2015 წლის მეორე სემესტრის წარჩინებულ სტუდენტებს მერია ოქტომბრის სტიპენდიას ურიცხავს
ახალციხის მერია სტუდენტებისთვის 1000–ლარიან სტიპენდიას აწესებს

ახალციხის უნივერსიტეტში გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება გაიხსენეს
ახალციხელ წარჩინებულ სტუდენტებს მერია სემესტრში 500 ლარიან სტიპენდიას მისცემს