FM97.5 / LIVE

ახალციხის უნივერსიტეტში გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება გაიხსენეს

მთავარისაზოგადოება » განათლება 25.10.2013
დღეს, 25 ოქტომბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება და მოღვაწეობა სამეცნიერო კონფერენციაზე გაიხსენეს.

ახალციხის უნივერსიტეტში გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება გაიხსენეს
ისტორიის, ფილოლოგიისა და დაწყებითი განათლების სტუდენტებმა გრიგილ ხანძთელისა და გიორგი მერჩულეს შესახებ ხუთი თემა წარმოადგინეს. სტუდენტები საკონფერენციო თემებზე სამი კვირის განმავლობაში მუშაობდნენ.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი ქართული ლიტერატურის სპეციალისტი ნესტან სულავა ამბობს, რომ სტუდენტებმა დავალებას თავი კარგად გაართვეს.

კონფერენცია იმ პროექტის გაგრძელებაა, რომელიც გასულ წელს დაიწყო და ტაო-კლარჯეთის ისტორიული ძეგლების შესწავლას ითვალისწინებს.

პროექტის ერთ-ერთი ავტორის და კონფერენციის ორგანიზატორის მედეა კოპაძის თქმით, პროექტის ფარგლებში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა.

„ბოლო ღონისძიება გასულ კვირას გავმართეთ, გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს გამოფენა მივუძღვენით. წელს ვამთავრებთ უნივერსიტეტს და გვინდა, რომ მომავალმა თაობამ გააგრძელოს ეს ტრადიცია“,-ამბობს იგი.

მერაბ ბერიძის თქმით, სტუდენტებმა მოახერხეს ის, რაც პროფესორ-მასწავლებლებმა ვერ შეძლეს.

„სტუდენტებმა თემები მრავალმხრივად გააკეთეს. მანამდე თეორიულად შეისწავლეს ტაო-კლარჯეთის ძეგლები, მერე ადგილზე ჩავიდნენ და ისე შეისწავლეს, ფოტოები გადაიღეს და იქამდე მივიდნენ, რომ კონფერენცია ჩაეტარებინათ. ეს უკვე არის სამეცნიერი საქმიანობა“,-ამბობს მერაბ ბერიძე.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის უნივერსიტეტში ტაო-კლარჯეთის შესახებ გამოფენა მოეწყო
სტუდენტების ემოციური ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში
ახალციხელმა სტუდენტებმა იმიტირებული სასამართლო გამართეს
სტუდენტებმა სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს
'ბიზნესის ადმინისტრირების დღეები'
ახალციხეში მოძმე ერების კულტურა და ტრადიციები გააცოცხლეს
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლები და სტუდენტები პატრიარქს შეხვდნენ