FM97.5 / LIVE

საპატრიარქო: 'მოვუწოდებთ ხელისუფლებას მოერიდონ მკვეთრ ძალისმიერ ფორმებს'

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.06.2019
პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მაქსიმალურად თავშეკავებულად იმოქმედონ ხალხთან მიმართებაში და მოერიდონ მკვეთრ ძალისმიერ ფორმებს.

საპატრიარქო: 'მოვუწოდებთ ხელისუფლებას მოერიდონ მკვეთრ ძალისმიერ ფორმებს'

საპატრიარქოს განცხადებით დღეს 20 ივნისს პარლამენტში განვითარებულმა ცნობილმა მოვლენებმა საზოგადოებაში სამართლიანი პროტესტი გამოიწვია, რადგანაც ყველას აწუხებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის თემა.

"სამწუხაროდ, პარლამენტის შენობის წინ გამართულმა აქციამ ახლა უკვე მკვეთრი ფორმები შეიძინა. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მაქსიმალურად თავშეკავებულად იმოქმედონ ხალხთან მიმართებაში და მოერიდონ მკვეთრ ძალისმიერ ფორმებს.მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინონ კეთილგონიერება და ნუ აყვებიან ემოციურ ფონს. აუცილებელია შექმნილი მდგომარეობის გაანალიზება, შეფასება და სწორი ნაბიჯების გადადგმა.
მივმართავთ პარტიებს, განურჩევლად პოლიტიკური ორიენტაციისა, მივმართავთ ჟურნალისტებს, დიპლომატიურ კორპუსს, მოსახლეობას, გააკეთონ ყველაფერი, რათა სიტუაციამ უმართავი სახე არ მიიღოს და ქვეყანა არ დადგეს საერთო დიდი საფრთხის წინაშე", – ნათქვამია განცხადებაში.

სპეცრაზმი უკვე რამდენიმე საათია ცრემლსადენ გაზსა და რეზინის ტყვიებს იყენებს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. ახლა კი მათ წყლის ჭავლის გამოყენებაც დაიწყეს. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. დაშავებულებს შორის არიან როგორც აქციის მონაწილეები, ისე სპეცრაზმელები და ჟურნალისტები.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საპატრიარქო ლგბტ პრაიდის ჩატარებაზე: 'მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დაუშვან აღნიშნული ღონისძიება'
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მოვუწოდებთ საპარლამენტო პარტიებს, მხარი დაუჭირონ საარჩევნო სისტემის ცვლილებას – არასამთავრობოები
აქციაზე რეზინის ტყვიებს ისვრიან –არიან დაშავებულები [ვიდეო]
საპატრიარქო მრევლს – შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, წელს ამჯობინეთ დასვენება საქართველოში
რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია
პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს საქართველოს საპატრიარქო ეხმაურება