FM97.5 / LIVE

'ძნელია, გალინა ხვიჩიაზე წარსულში ისაუბრო' – ახალციხელები მსახიობს იხსენებენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.06.2019
ბორჯომში ავარიის შედეგად გარდაცვლილ, მესხეთის თეატრის მსახიობს, გალინა ხვიჩიას ახალციხელები, მისი მეგობრები, კოლეგები და მაყურებლები აცილებენ.

'ძნელია, გალინა ხვიჩიაზე წარსულში ისაუბრო' – ახალციხელები მსახიობს იხსენებენ

გალინა ხვიჩია დღეს იქ არის დასვენებული, სადაც 50 წელზე მეტი გაატარა. ყველასათვის საყვარელ მსახიობს, მესხეთის თეატრში მეგობრები, კოლეგები და ახალციხის მცხოვრებლები ემშვიდობებიან.

„რთულია გალინაზე წარსულში საუბარი. ის იყო ჩვენი ქალაქისა და თეატრის სიამაყე. არჩვეულებრივი მეგობარი. უნიჭიერესი მსახიობი. ისეთი ხმა ჰქონდა... მახსენდება ... ჩვენთან სამუსიკო სკოლაში კონცერტებს ყოველთვის ესწრებოდა. ერთხელ ვერ მოვიდა და ისეთი გულნატკენი იყო, რომ ვუთხარი: გალინა, ოღონდ შენ არ ინერვიულო და თავიდან ჩავატარებ მეთქი“, – ამბობს სამუსიკო სკოლის დირექტორი ცისანა ახვლედიანი.

ხვიჩიას დიდი სიყვარულით იხსენებს მისი კოლეგა, მსახიობი მანანა ბერიძე. მისი თქმით, გალინა ხვიჩიას ქართული თეატრის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის.

„მართლა ძალინ მტკივნეულია! ჯერ ერთი იმიტომ, რომ აფხაზეთიდან მოსულმა ქალბატონმა აქ, უდიდესი წვლილი და საფუძველი ჩაუდო ქართული თეატრის განვითარებას. არასოდეს დამავიწყდება: როცა აბიტურიენტი ვიყავი, ჩვენ გვქონდა გასტროლი კახეთში. როგორც დედა, ისე მივლიდა და იქიდან გამისტუმრა თბილისში ჩასაბარებლად. თან მეუბნებოდა, შენ აუცილებლად გახდები სტუდენტი და მსახიობი. ეს სიყვარული და სითბო ჩემი გულიდან არასდროს არ ამოვა“, – ამბობს მსახიობი მანანა ბერიძე.

სახალხო მთქმელს, ვასილ კვინცხაძეს გალინა ხვიჩიას სპექტაკლები კარგად ახსოვს. „მახსოვს, ერთ–ერთ სპექტაკლში იმერელ მოახლეს თამაშობდა და იქ ოთარი აწყურელს ეუბნებოდა: „ღმერთმა დასწყევლოს თქვენებური მტლაშა მტლუში!“ ამას რომ იტყოდა, დარბაზი ხარხარებდა. ძვირფასი მსახიობი დაგვაკლდა“.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მძღოლი, რომელიც მსახიობ გალინა ხვიჩიას დაეჯახა, დაკავებული არ არის
ბორჯომში მანქანის დაჯახების შედეგად გარდაცვლილი მსახიობი გალინა ხვიჩიაა
მესხეთის თეატრის მსახიობი დააჯილდოვეს
50 წელი მესხეთის თეატრის სცენაზე
'გადაგდებული პორტრეტი' – პრემიერა მესხეთის თეატრში
ახალციხელი მსახიობი ესპანეთში კორონავირუსით გარდაიცვალა
მესხეთის თეატრის 'უკანასკნელი მოჰიკანები' [Video/Photo]