FM97.5 / LIVE

მესხეთის თეატრის 'უკანასკნელი მოჰიკანები' [Video/Photo]

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.01.2019
ახალციხის თეატრალური ცხოვრება, ნახევარი საუკუნის წინ, ახლად შექმნილ თეატრთან და მის 17 კაციან დასთან ერთად დაიწყო. მას შემდეგ 52 წელი გავიდა და ბევრი რამ შეიცვალა. დასში ახლაც 17 წევრია, თუმცა პირველი შემადგენლობიდან მას მხოლოდ სამი ადამიანი შემორჩა.

მესხეთის თეატრის 'უკანასკნელი მოჰიკანები' [Video/Photo]

52 წელია თეატრშია 75 წლის მსახიობი გალინა ხვიჩია. ზოგჯერ საკუთარ თავს "უკანასკნელ მოჰიკანს" უწოდებს. ახალციხეში თეატრალური კარიერის დასაწყებად თბილისიდან 1967 წელს წამოვიდა და ერთ-ერთია დასის იმ 17 წევრს შორის, ვისთან ერთადაც მესხეთის თეატრმა არსებობა დაიწყო.

გალინა თეატრალურ ინსტიტუტს ამთავრებდა, როცა მესხეთში თეატრი იხსნებოდა. მას შემდეგ ნახევარი საუკუნე გავიდა. 100–ზე მეტი როლი შეასრულა და საქართველოს დამსხურებული არტისტის წოდებაც მიიღო, - "წლების განმავლობაში, ბევრი ტკივილიც და სიხარულიც მახსოვს, თუმცა მსახიობისთვის ყველაზე მთავარი მაინც მაყურებელია, მათი ემოციები სპექტაკლის დასრულების შემდეგ და ეს სითბო ყოველთვის თან დაგყვება".

ამბობს, რომ ახალციხელმა მაყურებელმა "უკვე ყველა ამპლუაში იხილა", თუმცა აქვს როლები, რომლებიც განსაკუთრებით დაამახსოვრდა, - "ავადმყოფობის გამო რამდენიმე წლიანი პაუზა მქონდა აღებული, როცა დავუბრუნდი თეატრს, „გადაგდებულ პორტრეტში“, 80 წელს გადაცილებული, ერთ დროს ცნობილი მსახიობის, ეკატერინეს როლი ვითამაშე, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს პირველად ვიდექი სცენაზე, მახსოვს, ეს სპექტაკლიც განსაკუთრებულად მიიღო მაყურებელმა".



პირველ ტალღას ვერა, თუმცა ცოტა მოგვიანებით, თეატრალური ინსტიტუტის დამთავრებისთანავე შეურთდა თეატრის დასს მსახიობი მანანა ბერიძე. პირველი როლი ჯერ კიდევ მანამდე ითამაშა, ვიდრე მსახიობობაზე ფიქრს დაიწყებდა, - "სკოლას რომ ვამთავრებდით, კლასელებმა სპექტაკლი დავდგით, მაშინ იმ წარმოდგენას ჩვენი თეატრის ამჟამინდელი სამხატვრო ხელძღვანელი ლია სულუაშვილი ესწრებოდა. სცენის ნახვის შემდეგ, მოვიდა და მითხრა, რომ ჩემგან კარგი მსახიობი დადგებოდა. ამის შემდეგ, მთლიანად შეიცვალა ჩემი ცხოვრება. მსახიობობა სწორედ მაშინ გადავწყვიტე".

დიდ სცენაზე პირველად ანტიგონე ითამაშა, - "ეს ის როლი იყო, რომელზეც ყველა მსახიობი ოცნებობს. მაშინ ვერც კი ვაცნობიერებდი, ამ როლის თამაში რამდენად დიდი ტრამპლინი იყო ჩემს შემოქმედებაში".

35 წლის განმავლობაში, მანანა ბერიძემ მესხეთის თეატრში არაერთი სახასიათო როლი შექმნა. ორჯერ ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის დაჯილდოვდა კიდეც.



52 წელია მესხეთის თეატრში ხვდება 14 იანვარს მისი სამხატვრო ხელმძღვანელი ლია სულუაშვილი, - "ზოგი გარდაიცვალა, ზოგი წავიდა თეატრიდან და ჩვენ დავრჩით, მე, გალინა ხვიჩია და ვაჟა ნიკოლაიშვილი".

წლებმა მესხეთის თეატრში მსახიობებთან ერთად ბევრი რამ შეცვალა. შეიცვალა სპექტაკლების შინაარსიც, იმისათვის, რომ თანამედროვეობას მოერგონ და მაყურებელს მათთვის აქტუალური რეპერტუარი შესთავაზონ.

"ვცდილობთ, სახვადასხვა ჟანრის ნაწარმოები თანამედროვეობას მოვარგოთ, ახალი სტილი შევიტანოთ სპექტაკლებში. როცა ამას ვაკეთებთ, მაყურებელთა ინტერესსს აუცილებლად ვითვალისწინებთ. ყოველთვის ვთავაზობთ ახალგაზრდა რეჟისორების მიერ დადგმულ სპექტაკლებს, იმისათვის, რომ თანამედროვეობას არ ჩამოვრჩეთ, თუმცა პრობლემა ის არის, რომ ტექნიკური გადაიარაღება ჩვენს თეატრში არ მომხდარა. არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ თანამედროვე ტექნიკა შემოვიტანოთ და სპექტაკლებიც იმის მიხედვით დავდგათ", - გვეუბნება სამხატვრო ხელმძღვანელი ლია სულუაშვილი.

თუმცა, დასისთვის გამოწვევა, მხოლოდ ტექნიკური გადაიარაღება როდია. არასაკმარისი დაფინანსება, რაც მსახიობების ხელფასებზე აისახება და სარეაბილიტაციო შენობა თეატრს სერიოზულ პრობლემებს უქმნის, - "ფინანსების არქონის გამო საზღვარგარეთ გასტროლები ნაკლებია. ტრანსპორტიც კი არ გვყვავს, რომ მუნიციპალიტეტებში წავიღოთ სპექტაკლები. არადა, მსახიობები ბევრს შრომობენ, ძალიან დიდ ენერგიას ხარჯავენ, ანაზღაურება კი ძალიან ცოტაა".

2019 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან მესხეთის თეატრი 50 000 ლარით, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან 225 000 ლარით ფინანსდება.
ახლა, მესხეთის დრამატულ თეატრს 17 შტატიანი და სამი უშტატო მსახიობი ჰყავს. 2019 წელს დასი, პირველ პრემიერას იანვრის ბოლოს გამართავს და სეზონს ნოდარ დუმბაძის "მზიანი ღამით" გახსნის. დასი ლიეტუელ რეჟისორსაც ელოდება და ახალი პრემიერის მზადებას დაიწყებს. ერთობლივ სპექტაკლს მაისში უკრაინაშიც წარადგენენ.



14 იანვარი მესხეთის თეატრის დასისთვის პროფესიული დღეა - ქართული თეატრის დღე. მისი აღნიშვნა 1850 წლის 14 იანვარს უკავშირდება, როდესაც გიორგი ერისთავმა თბილისის გიმნაზიის სააქტო დარბაზში „გაყრა“ წარმოადგინა. მომდევნო გარდამტეხი პერიოდი ქართული სასცენო ხელოვნების ისტორიაში 1879 წლიდან დაიწყო, როდესაც საზოგადო მოღვაწეების ჯგუფმა ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ხელმძღვანელობით ქართული პროფესიული დრამატული თეატრის გახსნას მიაღწია. ერთი წლის შემდეგ დრამატული თეატრი ქუთაისშიც გაიხსნა.

საქართველოში 48 სახელმწიფო დრამატული თეატრია. მათ შორისაა მესხეთის თეატრიც, რომელიც 1967 წლის 23 სექტემბერს დაარსდა და მას შემდეგ, ყოველწლიურად, მთელი რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი მაყურებლისთვის ათობით სპექტაკლს მართავს.

მესხეთის თეატრის 'უკანასკნელი მოჰიკანები' [Video/Photo]

მესხეთის თეატრის 'უკანასკნელი მოჰიკანები' [Video/Photo]

მესხეთის თეატრის 'უკანასკნელი მოჰიკანები' [Video/Photo]სპექტაკლი "ჭინჭრაქა"

[ლუბა გიორგაძე, ნანა ინასარიძე –ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

14 იანვარი ქართული თეატრის დღეა
ლია სულუაშვილი ქალის როლის საუკეთესო  შესრულებისთვის მესამედ დააჯილდოვეს
მესხეთის თეატრის მსახიობი დააჯილდოვეს
14 იანვარი ქართული თეატრის დღეა
ბორჯომში მანქანის დაჯახების შედეგად გარდაცვლილი მსახიობი გალინა ხვიჩიაა
50 წელი მესხეთის თეატრის სცენაზე
მესხეთის თეატრში ახალი სეზონი იხსნება