FM97.5 / LIVE

ფანოღი, ტექნო და რეპი - როგორია ახალციხელების მუსიკალური გემოვნება

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.06.2019
მელომანები ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, რომ მუსიკას ძირითადად ერთმანეთის სახლებში უსმენენ. ქალაქში კაფე-ბარი, პაბი, კლუბი ან რაიმე სხვა დაწესებულება ახალციხელი მუსიკის მოყვარულებისთვის არაა.

ფანოღი, ტექნო და რეპი - როგორია ახალციხელების მუსიკალური გემოვნება

„ჩემთან სახლში ვუსმენთ ხოლმე ტექნოს, ვუსმენთ ჯი ფანკს, ლაით პოპის და ჰიპ-ჰოპის ნაზავს. რეპსაც ვუსმენთ, ოღონდ ქართულს არა", –გვიყვებიან გიორგი ლოლაძე და ნუგი ყულიჯანიშვილი.

კითხვაზე რომელ უცხოელ არტისტებს უსმენენ ამ ჟანრში, ახალგაზრდებმა გვიპასუხეს: „მაგალითად ქრეიგ მექს, მარა ყველა რო ჩამოგითვალო, მაინც ვერ გაიგებ და რა აზრი აქ“.

გიორგი და ნუგის ისიც ვკითხეთ, თუ რას უსმენენ მათი თანატოლები: “გეტყვი ეხლა, იის, რა ქვია...“



ჰიპსტერულ სიმღერას "Gucci Gang" ახალციხეში არაერთი თინეიჯერი უსმენს, ტექსტი შინაარსისგან მაქსიმალურად არის დაცლილი და ცხოვრების სტილზე (lifestyle) აქცენტირებით თინეიჯერების გულს იგებს, „YouTube“-ზე სიმღერას ერთ მილიარდამდე ნახვა აქვს.

მამუკა გელაშვილი მოყვარული ტაქსისტია, მის მანქანას მეგობრები ხუმრობით მოსიარულე კლუბსაც უწოდებენ, რადგან აქ ყოველთვის ხმამაღალი მუსიკა ისმის: „ტექნოს და მუსიკის გარემიქსებულ ვარიანტებს ვუსმენ ყოველთვის ხმამაღლა, იმიტო რო, თუ ბიტი არ მირტყავს და არ მაცოცხლებს, ისე მუსიკას ვერ ვგრძნობ“.

მის მეგობრებს და ნაცნობებს განსხვავებული მუსიკალური გემოვნება აქვთ. მამუკა ამბობს, რომ ახალციხეში მარტო მიბაძვა იციან: „თუ ვინმე სხვა აკეთებს, მერე შეიძლება გადაიღონ, მარა თვითონ რო რამე სიახლე შემოიტანონ, ასე არ ხდება ამ ქალაქში“.

ფანოღი, ტექნო და რეპი - როგორია ახალციხელების მუსიკალური გემოვნება

კაკის, გიორგის, მიშას და ბესოს ქართული რეპი მოსწონთ. სამეგობროში ბევრნი არიან. მათთვის სასიამოვნო მუსიკას მხოლოდ ერთმანეთის სახლებში ისმენენ. მათი თქმით, თანატოლები ხშირად ფანოღებს და საესტრადო სიმღერებს უსმენენ, რაც არ მოსწონთ.

„მუსიკალური გემოვნება ოჯახმა ჩამომიყალიბა. ბებიას და დედას მუსიკალური განათლება აქვთ და სახლში ფანოღი არასდროს ისმოდა. რეპში ქართველ რეპერს, „Fula“-ს ვუსმენ, მისი ტრეკები შინაარსიანია, ბილწსიტყვაობით არ გამოირჩევა. რეპის გარდა ძველ და ახალ როკსაც ვუსმენ, AC/DC და Sabaton-ს“, - გვიყვება თინეიჯერი კაკი დურგლიშვილი.

„Fula“ გიორგი ობოლაშვილის გამორჩეული არტისტიცაა, თუმცა სხვა ქართველ რეპერებს თანამედროვე ამერიკული რეპი ურჩევნიათ: „Drake მელოდიურ მუსიკას აკეთებს, მომწონს Common და Kendrick Lamar, რომელმაც შარშან პულიცერის პრემია დაიმსახურა“.

ფანოღი, ტექნო და რეპი - როგორია ახალციხელების მუსიკალური გემოვნება

ახალციხის კაფე-რესტორნებში ფანოღის ტიპის სიმღერები ჭარბობს. რესტორან „საღიღინოს“ ბარმენი გვიყვება, რომ როცა ხალხი არაა, კლასიკურ როკს უსმენენ: „მაგრამ ხალხს არ მოსწონს და საღამოობით ფანოღებს უკვეთავენ, ჩვენც სხვა გზა არ გვაქვს. ჭარბობს ისეთი სიმღერები, სადაც სიტყვებს მნიშვნელობა არ აქვს და დოლის, დუდუკის ხმა ისმის,“ - ამბობს რობი ზარიძე.

„საღიღინოს“ მსგავსად, ფანოღის ტიპის მუსიკა ჭარბობს სხვა რესტორნებშიც. რესტორან „ალავერდში“ მომღერალი ჰყავთ დაქირავებული.

„დარდიმანდულებს ითხოვენ, თაობების ამბავია ახლა, მოქეიფე კაცს უნდა ფანოღი, აბა, როგორ?! ახალგაზრდები ითხოვენ ხოლმე უცხოურებს. ჩვენს მომღერალს საესტრადო რეპერტუარი აქვს, მარა რასაც ეუბნებიან, იმას უსრულებს“. - ამბობს რესტორნის მეპატრონე მამუკა თუთაშვილი.

ფანოღი, ტექნო და რეპი - როგორია ახალციხელების მუსიკალური გემოვნება

განსხვავებულ მუსიკალურ გარემოს სთავაზობს მომხმარებელს კაფე „ფურანო“, დამფუძნებლის თქმით, მათთან ფანოღი არ გაიჟღერებს: „ჯერ ახალგახსნილები ვართ და მუსიკა არ გვაქვს, მაგრამ ვაპირებთ წყნარი, კლასიკური და კლასიკური როკ მუსიკის შეთავაზებას. ისეთი „ფლეილისტი“ გვექნება, რომელიც მომხმარებელს არ დაღლის, თუმცა ფანოღი რომ არ იქნება, ეს ზუსტად ვიცი,“ - გვითხრა „ფურანოს“ დამფუძნებელმა სოსო თელიაშვილმა.

ახალციხეში რამდენიმე ახალგაზრდა მუსიკოსი ცხოვრობს (ჩვენთვის ცნობილი), ერთი ვლადი ყულიჯანიშვილია (იგივე Ralfh), ტექნო არტისტი. დამწყები რეპერია წარმოშობით ასპინძელი ნიკა ჯიქური. არმენ ანდრანაკიანი კი ელექტრო გიტარაზე, როკ-მუსიკას უკრავს. შეხვდებიან თუ არა დამწყები მუსიკოსები ქალაქელ მსმსნელებს, მოწონების, შენიშვნების, აღიარებისა და სიამოვნების გასაზიარებლად, ეს ალბათ დამოკიდებულია იმაზე, თუ რას აირჩევენ ქალაქელები - ფანოღს თუ რთულ შემოქმედებას.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

Ralfh - ტექნო არტისტი ახალციხიდან
‘ომიდან 10 წლისთავზე,  კულტურის სახლიდან რუსული მუსიკა არ უნდა ისმოდეს’  – პროტესტი ვალეში
ავანგარდი: Ralfh - ახალციხელი ტექნო არტისტი [Audio]
როგორ შეხვდებიან ახალ წელს ახალციხის რესტორნებში?
'მეზობლური' დავა
‘ყველა კონცერტის წინ ვნერვიულობ’ – 15 წლის მომღერალი ახალციხიდან [Video]
ამ წუთებში ახალციხის ციხეში რეპეტიციები მიმდინარეობს