FM97.5 / LIVE

ვალეში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია იწყება

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.06.2019
ქალაქ ვალეს წყალმომარაგების ამორტიზებული სისტემა მოწესრიგდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით ხუთი მილიონი ლარი დაიხარჯება.

ვალეში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია იწყებაფოტო: ვალე, 2017 წელი

პროექტის მიხედვით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყლის ცენტრალურ სათავე-ნაგებობას, აშენდება ორი რეზერვუარი, მოეწყობა რვა ჭაბურღილი და მაგისტრალური მილსადენი.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ვალეში წყლის სისტემა ამორტიზებულია, ქალაქს წყალი დღის განმავლობაში მხოლოდ ექვსი საათით მიეწოდება, დიდია წყლის დანაკარგიც.

ქალაქ ვალეს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი 2019 წლის 30 იანვარს, 6 371 659 ლარზე გამოცხადდა. მასში კომპანია "ალგეთმა" გაიმარჯვა.

სისტემის რეაბილიტაციისთვის, შესაბამის ხელშეკრულებას ხელი წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ და კონტრაქტორი კომპნიის შპს „ალგეთი“-ს დირექტორმა, შალვა შალვაშვილმა მოაწერეს.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 988 585 ლარით ფინანსდება.

სამუშაოები 2020 წლის გაზაფხულზე დასრულდება, რის შემდეგაც ხარისხიანი წყალმომარაგებით 3 700-მდე ადგილობრივმა უნდა ისარგებლოს.

ვალეში მცხოვრებლები სასმელი წყლის შესახებ წლების განმავლობაში ჩიოდნენ. პრობლემები მათ განსაკუთრებით ზამთარში აქვთ.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვალეში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია იწყება
ვალეს წყალმომარაგების სისტემის რეაბლიტაციისთვის 5 მლნ. დაიხარჯება
აბასთუმანში წყლის სისტემის მშენებლობის მეორე ეტაპი იწყება
აბასთუმანში წყლის სისტემის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იწყება
აბასთუმნის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი სრულდება
აბასთუმანში კანალიზაციის სისტემა და გამწმენდი ნაგებობა აშენდება
დაბა ასპინძაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს