FM97.5 / LIVE

‘ცას შევცქერით, რომ იწვიმოს!’– ადიგენის 15 სოფელში მორწყვა კვლავაც პრობლემაა

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.06.2019
15 ივნისიდან ადიგენში რწყვის სეზონი დაიწყება, თუმცა მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილი წელსაც, სარწყავი წყლის გარეშე ხვდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ საირიგაციო სისტემის არარსებობის გამო, დათესილი ნაკვეთების ნაწილი განახევრებულია.

‘ცას შევცქერით, რომ იწვიმოს!’– ადიგენის 15 სოფელში მორწყვა კვლავაც პრობლემაა
ნაქურდევში, გზის პირას, პატარა არხი გადის

თითქმის 30 წელიწადია ადიგენის სოფელი ნაქურდევი რწყვის სეზონს წყლის გარეშე ხვდება. ადგილობრივების ნაწილმა ნაკვეთების გასარწყავიანება საკუთარი ძალებით დაიწყო. სოფლის ცენტრში, გზის ნაპირზე, მხოლოდ პატარა არხი მიედინება, ადგილობრივი ლეილა გრძელიშვილი გვიხსნის, რომ სოფლის 30–მდე ოჯახის სარწყავი წყალი მხოლოდ ეს არის, რომელიც რამდენიმე ოჯახს ყოფნის და ხშირად, დებეტის სიმცირის გამო, ნაკვეთებამდეც ვერ აღწევს.

„ეს არხი სოფლელებმა გავაკეთეთ, ისიც სასმელი წყალი გავიყვანეთ, მაგრამ არ ყოფნის. ყოველ დღე ცას შევცქერით, რომ იწვიმოს. თან ისე ცხელა, ჩვენს მოსავალს რა ბედი ეწევა, არ ვიცით“, – ამბობს ლეილა გრძელიშვილი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ კარტოფილის ნათესები თითქმის ჰექტარზე აქვთ დათესილი. საკარმიდამო ნაკვეთებში კი პლასტმასის მილებით, ონკანიდან სასმელი წყალი მიჰყავთ ბოსტნეულის მოსარწყავად.

ნაქურდევის მსგავსად, სარწყავად სასმელი წყლის გამოყენება უწევთ სოფელ აბასთუმანშიც.

„მდინარე ძალიან შორს არის და წყალი ვერ ამოგვყავს. ვცდილობთ, რომ სასმელი წყალი პლასტმასის მილებით შემოვიყვანოთ ბოსტანში, რათა სიცხემ და მზემ არ ჩაგვიხმოს ყველაფერი“, – გვეუბნება აბასთუმნის მცხოვრები მარგო მამასახლისაშვილი.

საირიგაციო სისტემა არ აქვს სოფელ ხევაშენსაც. სოფლის მიმდებარედ, ადგილობრივებს მთიდან ჩამონადენი წყლის საგუბარი აქვთ მოწყობილი, საიდანაც, ხელით გაჭრილი არხებით, წყალი ნაკვეთებამდე მიჰყავთ, თუმცა სრულად გასარწყავიანებას არ ყოფნის.

ადიგენის 57 სოფლიდან მხოლოდ ნაქურდევი, ხევაშენი და აბასთუმანი არ არის სარწყავი წყლის გარეშე დარჩენილი. მუნიციპალიტეტის 15–ზე მეტ სოფელს სარწყავი სისტემა რამედენიმე ათეული წელია არ აქვს. მათ შორის არის ენთელი და შოლავერი.

“ამის გარდა არის სოფლებიც, სადაც თვითონვე აქვთ მოწყობილი საგუბარები. ნათესებში გაყავთ წყალი, თუმცა ეს არასაკმარისია და სოფლის ნახევარს ძლივს ყოფნის“,– გვიხსნის მელიორაციის სამსახურის უფროსი მამუკა დემეტრაძე.

დემეტრაძის თქმით, მიმდინარე წელს ახალი საირიგაციო სისტემების მშენებლობა არცერთ სოფელში არ იგეგმება, ამიტომ ადგილობრივებს ისევ წვიმის იმედზე მოუწევთ დარჩენა: “ამ სოფლებში სისტემების მშენებლობა დიდ ხარჯებს უკავშირდება, რადგან სამუშაო ბევრია, ამის რესურსი კი მუნიციპალიტეტს არ აქვს“.

ამ დროისათის, მუნიციპალიტეტში მხოლოდ არსებული საქაჩებისა და საირიგაციო სისტემების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ადიგენის მუნიციპალიტეტმა იმ საირიგაციო სისტემებისათვის, რომლებიც რეაბილიტაციას საჭიროებს, ტენდერი გამოაცხადა. ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 33 130 ლარი გამოიყო და თანხით შვიდი სოფლის – გორგულის, კახარეთის, უდის, არალის, ბოლაჯურის, პატარა სმადისა და ჩორჩანის სარწყავი სისტემები უნდა მოწესრიგდეს.

„სამუშაოების ნაწილი დაწყებული გვაქვს, ნაწილს მალე დავიწყებთ. თუმცა ეს რწყვის პროცესს არ შეაფერხებს. ნებისმიერ დროს, როგორც კი მოგვმართავენ ადგილობრივები, შეგვიძლია წყალი გავუშვათ არხებში“, – ამბობს მამუკა დემეტრაძე.

‘ცას შევცქერით, რომ იწვიმოს!’– ადიგენის 15 სოფელში მორწყვა კვლავაც პრობლემაა
ნაქურდევში მცხოვრები მოსახლეობა "ცის წყალობის" მოლოდინში

ადგილობრივების მსაგავსად მამუკა დემეტრაძეც ამბობს, რომ ბუნიციპალიტეტში, სარწყავ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ნაკვეთებით სარგებლობა ბოლო წლებში განახევრებულია. იმ შემთხვევაში, თუ ყველა სოფელში საკმარისი წყალი და გამართული საირიგაციო სისტემა ექნებათ, ადგილობრივებს სათესად 3 500 ჰექტრის ათვისება შეეძლებათ.

„მუნიციპალიტეტში ჯამში 5 800 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთია, 90–იანი წლების მაგალითზე თუ ვიტყვით, როდესაც გამართული საირიგაციო სისტემა ჰქონდა ადიგენს, 3 000 ჰექტრამდე მიწა მუშავდებოდა. ახლა ეს რაოდენობა თითქმის განახევრებულია და 1800 –მდე ჰექტარს ძლივს ამუშავებენ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ნელ–ნელა დაიწყება მუნიციპალიტეტში საირიგაციო სისტემების მშენებლობა და ეს შედეგი გამოსწორდება“,–ამბობს დემეტრაძე.

‘ცას შევცქერით, რომ იწვიმოს!’– ადიგენის 15 სოფელში მორწყვა კვლავაც პრობლემაა
ნაქურდევში სასმელ წყალს საკარმიდამო ნაკვეთების მოსარწყავად იყენებენ

ამ დროისათვის ადიგენის მუნიციპალიტეტში მხოლოდ სამი წყალსატუმბი სადგური მუშაობს ბოლაჯურში, პატარა სმადასა და ჩორჩანში. ყველა მათგანი მუნიციპალიტეტის ბალანსზეა. დანარჩენ სოფლებში კი სარწყავი წყალი თვითდინებით აქვთ. ადიგენში, ძირითადად, კარტოფილი და კომბოსტო მოყავთ. აქ რწყვის სეზონი ივნისის 15–იდან იწყება და სექტემბრამდე გრძელდება.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენის სოფლებში სასმელი წყალი იმღვრევა
საროს სარწყავი წყალი არც წელს ექნება

ასპინძაში სოფლების უმრავლესობა რწყვის სეზონს წვიმის იმედად ხვდება
სოფელ აბასთუმანში რვა ოჯახს ორი თვეა სასმელი წყალი არ აქვს
ადიგენში რვა სოფელს სასმელი წყალი არ მიეწოდება
ადიგენის სოფლებში სასმელი და სარწყავი წყლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ®