FM97.5 / LIVE

‘მარტო არჩევნებზე ვახსენდებით’ – ნაქურდევში გზის რეაბილიტაციას ითხოვენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.06.2019
ადიგენის სოფელ ნაქურდევში კილომეტრნახევრიანი, მისასვლელი გზის რეაბილიტაციას ითხოვენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ რამდენიმე ათეული წელია, აქ ასფალტი არ ჰქონიათ.

‘მარტო არჩევნებზე ვახსენდებით’ – ნაქურდევში გზის რეაბილიტაციას ითხოვენ


ნაქურდევში ამბობენ, რომ ბოლო წლებში გზის მდგომარეობა უფრო და უფორო გაუარესდა და წვიმაში გავლა შეუძლებელი გახდა.

„საშინელი გზაა! ატალახდება და აქ სატვირთო მანქანებიც ძლივს ამოდიან, მსუბუქი მანქანები რამდენი ჩარჩენილა ტალახში“, – გვეუბნება ნაქურდევში მცხოვრები ია ხარაიშვილი.

ადგილობრივების თქმით, პრობლემა მხოლოდ სოფელთან მისასვლელი გზა არ არის, აქ გადაადგილება, მითუმეტეს უამინდობისას, შიდა ქუჩებზეც ჭირს: „სოფელში ბავშვს ვერ გაუშვებ, ისეთი მდგომარეობაა გზებზე. ჩვენს მთავრობას მხოლოდ არჩევნების დროს ვახსენდებით, ახლა არ აინტერესებთ, აქ რა ხდება.“

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ნაქურდევის გზის რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოებისათვის ჯერ ტენდერი გამოცხადდა და მისი დაპროექტება წელსვე დასრულდება, თუმცა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება თუ არა, ინფრასტრუქტურის სამსახურში ამაზე პასუხი არ აქვთ.

„ჯერ გზა უნდა დავაპროექტოთ. წელსვე დავიწყებთ თუ არა სამუშაოებს, არ ვიცით, რადგან უნდა დავადგინოთ, რა თანხა იქნება საჭირო, მერე ის თანხა გვექნება მოსაძიებელი და შესაძლოა, ეს ყველაფერი წელს ვერ მოხდეს“, – განმარტავას ადიგენის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გოდერძი სხირტლაძე.

საპროექტო სამუშაოებისათვის მერიამ ტენდერი 47 297 ლარზე გამოაცხადა, ამ დროისათვის კი მიღებული წინადადებების შერჩევა–შეფასება მიმდინარეობს.

სოფელ ნაქურდევში 30–მდე კომლი ცხოვრობს, სოფელი ზღვის დონიდან 1160 მეტრზე მდებარეობს.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში დამეწყრილი გზის ნაცვლად ალტერნატიული გზის ტენდერი მეორედ ჩაიშალა
ადიგენის დამეწყრილ სოფლებამდე ახალი გზის გასაყვანად ტენდერი გამოცხადდა
სოფელ ნაქურდევში ნახანძრალ რიტუალების სახლს არემონტებენ
დერცელი–კიკიბოს დამეწყრილი გზა გაზაფხულამდე ვერ შეკეთდება
ადიგენში დამეწყრილი გზის ნაცვლად ალტერნატიული გზის ტენდერი არ შედგა
აწყვიტაში შიდა გზების რეაბილიტაციას ითხოვენ
ადიგენში სამი ინფრასტრუქტურული პროექტიდან მხოლოდ ერთი დაასრულეს