FM97.5 / LIVE

ადიგენში დამეწყრილი გზის ნაცვლად ალტერნატიული გზის ტენდერი მეორედ ჩაიშალა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 04.06.2018
დერცელი–კიკიბოს მიმართულებით დამეწყრილი გზის ნაცვლად ალტერნატიული გზის საპროექტო სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი მეორედაც ჩავარდა.

ადიგენში დამეწყრილი გზის ნაცვლად ალტერნატიული გზის ტენდერი მეორედ ჩაიშალა

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ტენდერს მესამედ გამოაცხადებენ, თუმცა ამჯერად პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან უნდა შეთანხმდეს.

"შეიცვალა მოთხოვნები. ამის შემდეგ ყველა ტენდერი ჯერ სამინისტროში უნდა გადაიგზავნოს და შემდეგ გამოქვეყნდეს შესყიდვების საიტზე. საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტები პირველ ივნისს გადავაგზავნეთ", – ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გოდერძი სხირტლაძე და ამატებს, რომ ტენდერის ორჯერ ჩაშლის მიზეზი შესაძლოა მოუცლელობა იყოს – „თანხა ნორმალურია, ალბათ საპროექტო ორგანიზაციებს ჯერ არ სცალიათ".

შეგახსენებთ, რომ ადიგენში სოფელ დერცელთან მისასვლელი გზის მონაკვეთი 26 მარტს დაიმეწყრა. ამ ეტაპზე მეწყერული პროცესები ოთხ ადგილზეა გააქტიურებული, მიუხედავად ამისა ადგილობრივები სახიფათო გზით მაინც სარგებლობენ. ეს ერთადერთი გზაა, რომელითაც დერცელი და კიკიბო გარესამყაროს უკავშირდება.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში დამეწყრილი გზის ნაცვლად ალტერნატიული გზის ტენდერი არ შედგა
ადიგენში დამეწყრილი გზის ნაცვლად ალტერნატიული გზის პროექტს ამზადებენ
ადიგენში, დამეწყრილ გზაზე, ადგილობრივები მსუბუქი მანქანებით მოძრაობენ
დერცელი–კიკიბოს ალტერნატიული გზის პროექტმა კიდევ ათი დღით გადაიწია
დერცელი–კიკიბოს დამეწყრილი გზა გაზაფხულამდე ვერ შეკეთდება
ადიგენის დამეწყრილ სოფლებამდე ახალი გზის გასაყვანად ტენდერი გამოცხადდა
ხუთი თვის შემდეგ დერცელი–კიკიბოს ალტერნატიული გზის დაპროექტება დაიწყო