FM97.5 / LIVE

,,კეთილმოწყობილი ქალაქი”

მთავარისაზოგადოება 12.07.2010
თამარაშვილის ქუჩაზე მიმდინარემშენებლობას ფარდა აეხადა, უკვე ხმამაღლა საუბრობენ, რომ იქ პოლიციის შენობა შენდება

 ,,კეთილმოწყობილი ქალაქი”

ამონარიდი გაზეთ ,,სამხრეთის კარიბჭის” #18 (286)სტატიიდან ”რისთვის შეიძლება გაიჩეხოს პარკი”: ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ათუნაშვილი, რომელიც ამჟამად შვებულებაში იმყოფება, ამბობს, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და არც ფოტოგრაფისა და გეოლოგის შესახებ იცის რაიმე.

- “საქმის კურსში არ ვარ, არ ვიცი რა ხდება”, - ამბობს იგი, თუმცა აქვე დასძენს, რომ ჯერ-ჯერობით ამ ტერიტორიაზე არაფრის გაკეთება არ იგეგმება, - “სამომავლოდ თუ რამე დაიგეგმება, მოსახლეობას წინასწარ აუცილებლად ვაცნობებთ”.

სტატიაში საუბარია, რომ თამარაშვილის ¹5-ში მცხოვრები მოსახლეობის ვარაუდით, მათი საცხოვრებელი ბინის წინ მდებარე პარკში ბენზინგასამართი სადგურისა და ძალოვანი უწყების შენობის გაშენება იგეგმება. უკმაყოფილო ადგილობრივები ამ ფაქტს ეწინააღმდეგებიან და ქუჩის გადაკეტვითა და აქციებით იმუქრებიან.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ამჟამად შენობის მშენებლობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი უკვე საქმის კურსშია. მისი ერთი თვის წინანდელი განცხადება, რომ ამ ტერიტორიაზე არაფრის გაკეთება არ იგეგმებოდა, უბრალოდ, არ გამართლდა.

- ”ეს ტერიტორია ჩვენი, ანუ მუნიციპალიტეტის არ იყო, სახელმწიფოს საკუთრება იყო, რომელმაც შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმეა, თუ რომელ განყოფილებას დასვამს იმ შენობაში”, - განაცხადა დავით ათუნაშვილმა.

თუ გასულ თვეს თამარაშვილის #5-ში მცხოვრები მოსახლეობა აქციებით იმუქრებოდა, ახლა განსხვავებული მდგომარეობაა.

-” უკმაყოფილება არ ყოფილა მოსახლეობიდან, ანუ ჩემამდე ერთი ადამიანიც კი არ მოსულა, რომ ეთქვას, რატომ ან რისთვის აკეთებთო”, - ამბობს გამგებელი.

მისივე თქმით, უსაფუძვლოა საუბარი მეორე შენობაში, რომელიც კომპანია ”ვისოლს” ეკუთვნის, ბენზინგასამართი სადგურის მოწყობაზე:
”ეს შენობა მართლაც კომპანია ,,ვისოლს” ეკუთვნის და იქ ბენზინგასამართი სადგური არ აშენდება. ამ კომპანიას აქვს სხვადასხვა
სერვისი, სხვადასხვა მოსახურების ცენტრები და ალბათ მაგისთვის გამოიყენებს. ოფიციალურ დონეზე ჯერ ,,ვისოლს” არ მოუმართავს არც
პროექტით და არც განაცხადით, რომ რაიმეს გაკეთებას აპირებს მანდ”.

მშენებარე შენობის ადგილას პარკი იყო და კარუსელები იდგა, დავით ათუნაშვილი განმარტავს, რომ იმ ტერიტორიაზე ისევ გაკეთდება პატარა, კეთილმოწყობილი პარკი კარუსელებით: “ქალაქი ლამაზდება და კეთილმოწყობილი ხდება”, - ასეთია მისი შეფასება.

[გულო კოხოძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რისთვის შეიძლება გაიჩეხოს პარკი?!

მშენებლობა სამშენებლო ნებართვის გარეშე
ქალაქი ხეების გარეშე
ბორჯომში „ვისოლის“ ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს
სხვილისელები სოფლიდან „ჯეოსელის“ ანძის გატანას ითხოვენ
ასპინძაში 'კინოს შენობის' დემონტაჟი მიმდინარეობს