FM97.5 / LIVE

რისთვის შეიძლება გაიჩეხოს პარკი?!

მთავარისაზოგადოება 24.05.2010
თამარაშვილის #5-ში მცხოვრები მოსახლეობის ვარაუდით, მათი საცხოვრებელი ბინის წინ მდებარე პარკში ბენზინგასამართი სადგურისა და ძალოვანი უწყების შენობის გაშენება იგეგმება. უკმაყოფილო ადგილობრივები ამ ფაქტს ეწინააღმდეგებიან და ქუჩის გადაკეტვითა და აქციებით იმუქრებიან

რისთვის შეიძლება გაიჩეხოს პარკი?!

აღნიშნული კორპუსის მცხოვრებლები გაუგებრობაში არიან. რამდენიმე დღის წინ, მათ პარკში ფოტოგრაფი შეამჩნიეს, რომელიც იმ ტერიტორიას სურათებს უღებდა. ისინი ამბობენ, რომ როგორც გაიგეს ეს ტერიტორია კომპანია “ვისოლმა” შეისყიდა და ბენზინგასამართი სადგურის აშენებას აპირებს. ცხადია, ამისთვის ხეების გაჩეხვა და კარუსელების აღება იქნება საჭირო.

- “როგორ შეიძლება კორპუსთან ახლოს ბენზინგასამართი სადგურის გაკეთება?! კორპუსში 54 ოჯახი ვცხოვრობთ და ამას ყველა გავაპროტესტებთ. ერთადერთი ადგილია ამ დასახლებაში, სადაც შეიძლება ბავშვები გაერთნონ. პირიქით, გამწვანებას უნდა ცდილობდნენ და ესენი კი ჩეხავენ”, - ამბობს თამარაშვილის ¹5-ში მცხოვრები მზექალა ნოზაძე.

თამარაშვილის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ერთი კვირაა პარკში სხვადასხვა სამუშაოებს აწარმოებენ. თუმცა მათთვის ჯერ არავის უთქვამს, რისი გეკეთება იგეგმება აღნიშნულ ტერიტორიაზე.

- “საქმის კურსში არავის ჩავუყენებივართ, ისევ ჩვენ მივხვდით, რომ პარკის გაჩეხვას და რაღაც შენობის აშენებას გეგმავენ. მთელი კორპუსი საჩივარს შევიტანთ და არ მივცემთ უფლებას პარკი გაგვინადგურონ”, - ამბობს ამავე კორპუსის მცხოვრები ლია ბლიაძე.

რამდენიმე დღის წინ პარკში გეოლოგიც მივიდა, რომელმაც ნიადაგი რამდენიმე ადგილას გაჭრა. იგი ამბობს, რომ ზუსტად არ იცის ეს რისთვის გახდა საჭირო, სავარაუდოდ, ამ ტერიტორიაზე შენობის აშენებას შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს.

- “დამავალეს გეოლოგიური თვალსაზრისით შემესწავლა ნიადაგი. ნიადაგის ასეთი შემოწმება მაშინ ხდება, როც იმ ადგილას რაიმე შენობის აშენება იგეგმება. უნდა გავიგო რა მდგომარეობაა მიწის ქვეშ, წყალი ხომ არ გადის, ნიადაგი მდგრადია თუ არა და ასე შემდეგ”, - ამბობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მომსახურე გეოლოგი ალექსი ბერიძე.

გეოლოგის თქმით, სამუშაოების დროს მასთან ერთად რამდენიმე პიროვნება იმყოფებოდა. თუმცა, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის, დავით ათუნაშვილის გარდა იგი არავის იცნობს: “10-15 კაცი იყვნენ ჩამოსული, მაგრამ გამგებლის გარდა ვერავინ ვიცანი. რის გაკეთებას აპირებენ ზუსტად არ ვიცი, ხომ არ ვკითხავდი?! ჩემი რა საქმეა! რაც მითხრეს, ის გავაკეთე”.

მისი განმარტებით, ნიადაგი იძლევა საშუალებას, რომ რაიმე შენობა აშენდეს: “საერთოდ დასკვნები რომ გავაკეთო, მინიმუმ ოთხ ადგილზე უნდა გავჭრა ნიადაგი. ამ ეტაპზე, სამუშაოებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ნიადაგი წესრიგშია და შენობის გაშენება შესაძლებელია”.

ახალციხის გამგებელი დავით ათუნაშვილი, რომელიც ამჟამად შვებულებაში იმყოფება, ამბობს, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და არც ფოტოგრაფისა და გეოლოგის შესახებ იცის რაიმე.

- “საქმის კურსში არ ვარ, არ ვიცი რა ხდება”, - ამბობს იგი, თუმცა აქვე დასძენს, რომ ჯერ-ჯერობით ამ ტერიტორიაზე არაფრის გაკეთება არ იგეგმება, - “სამომავლოდ თუ რამე დაიგეგმება, მოსახლეობას წინასწარ აუცილებლად ვაცნობებთ”.

რაც შეეხება აღნიშნულ ტერიტორიასთან კომპანია “ვისოლის” კავშირს, იგი ამბობს, რომ კომპანიამ მხოლოდ ყოფილი კინოს შენობა შეისყიდა, თუმცა რის გაკეთებას გეგმავენ, მისთვის ცნობილი ესეც არ არის.

თამარაშვილის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ გამგეობაში განცხადების შეტანას აპირებენ. მათი მოთხოვნა თუ არ დაკმაყოფილდება, მაშინ გზების გადაკეტვითა და აქციების გამართვით იმუქრებიან: “ამ ტერიტორიაზე არც ბენზინგასამართ სადგურის და არც სხვა რაიმე შენობის გაშენების საშუალებას არ მივცემთ, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. არ წავალთ არჩევნებში, არ მივიღებთ მონაწილეობას, ამ მთავრობას ხმას არ მივცემთ”.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

 ,,კეთილმოწყობილი ქალაქი”

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნიადაგი უფასოდ გამოიკვლიეს
ვინ ცრუობს მეწარმე, ვიცე მერი თუ ხალხი – დავა თამარაშვილის ქუჩაზე
ივერიელის ქუჩის მცხოვრებლები გზაზე სიჩქარის შემზღუდველების გაკეთებას ითხოვენ
ასპინძაში 'კინოს შენობის' დემონტაჟი მიმდინარეობს
მშენებლობა სამშენებლო ნებართვის გარეშე
ახალციხის ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორიის  მოსაწყობად 89.968 ლარი დაიხარჯება