FM97.5 / LIVE

ქალაქი ხეების გარეშე

მთავარისაზოგადოება 18.10.2010
რატომ იჩეხება ქალაქში ხეები უმოწყალოდ. ნაძვები ამჯერად, შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზეც მოიჭრა

ქალაქი ხეების გარეშე

ქალაქ ახალციხეში ამა წლის აპრილის თვის შემდეგ სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე ადგილას მიმდინარეობს.

ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს 20 ძირი ხის - ნაძვის, ფიჭვის, აკაციისა და ტირიფის ამოძირკვა მოჰყვა. მოითხარა და განადგურდა პარკს გარსშემოვლებული 30-ზე მეტი ტუიაც.

ანალოგიურად განვითარდა მოვლენები შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს.

ქვაფენილის დაგებას მრავალწლიანი ნარგავების მოჭრა მოჰყვა.აღნიშნული ტერიტორია სტადიონივით გასწორდა და მოშიშვლდა.

ირგვლივ ”სკამეიკები”, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით ერთნაირია, ”სკამეიკების” შუაში იშვიათად ამოქმედებული შადრევანი, განათების ბოძები და კვარცხლბეგი ძეგლის გარეშე – ასეთია ამჟამად შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია.

ნაძვების მოჭრას მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა, თუმცა როგორც ადგილობრივები აცხადებენ მათ აზრს არავინ ითვალისწინებს.

- ”სულ ნედლი ხეები მოჭრეს, თან იმხელა გირჩები ჰქონდა! რამდენიმე ტოტი სახლშიც წავიღე. რა უნდა დარგონ იმ ხეებზე უკეთესი ვერ ვხვდები”, - ამბობს ქალაქ ახალციხის მკვიდრი ნელი ღაღანიძე.

- ”რომ აკეთებენ კარგია, მაგრამ ხეები რომ მოჭრეს ესაა ცუდი. ნაძვები განადგურეს. თან როგორი ნაძვები, ასე როგორ შეიძლება?”, - აღშფოთებულია სუსუანა კინოსიანი.

- ”როცა ხეებს ჭრიდნენ ქუჩაში ყველა გამვლე-გამოვლელი იგინებოდა. არავის არ მოსწონს აქაურობა. ბევრის აზრი ვიცი და ყველა გადარეულია. ამდენწლიანი ხეები ერთ წუთში გაანადგურეს” – გვითხრა ახალგაზრდა ქალბატონმა, რომელმაც ვინაობის გამხელისაგან თავი შეიკავა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სპეციალისტი მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში დავით ჩაჩანიძე კომენტარს არ აკეთებს. ის არ ფლობს ინფორმაციას თუ რატომ გადაწყდა შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაძვების მოჭრა. ან საერთოდ მოხდა თუ არა აღნიშნული ტერიტორიის შესწავლა და ვინ შეადგინა ეს პროექტი.

- ”მიაკითხეთ პავლოვიჩს”, - განახცადა ახალციხის მუნიციპალიტეტის სპეციალისტმა მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში.

”პავლოვიჩი” ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ათუნაშვილი აღმოჩნდა, რომელსაც ასევე არ აღმოაჩნდა პასუხი ზემოთდასმულ კითხვებზე.

- ”არ გიპასუხებთ”, - კატეგორიულად განაცხადა მან, მიუხედავად შეხსენებისა, რომ საჯარო პირს კანონი ავალდებულებს კომენტარი გააკეთოს ამა თუ იმ ფაქტის ირგვლივ.

ადგილობრივი ხელისუფლება ხეების მოჭრა-განადგურებსათან დაკავშირებით ისევ სირაქლემის პოზას ინარჩუნებს.

ტროპიკული ხეების გახარების იდეა ისევ აქტიურ ფაზაშია. საინტერსოა რატომ ანადგურებ იმას რაც უკვე გახარებულია და რატომ ხდება უზარმაზარი თანხების გადახდა ახალი ჯიშების ჩამოსატანად, რომლებთაც სამცხე-ჯავახეთის მკაცრი ჰავის პირობებში გახარება არ უწერია.

ქალაქის გარემონტებული ქუჩებმა სიმწვანის გარეშე უსახო იერი შეიძინა. კორპუსებისა და შენობების ყვითელი და სტაფილოსფერი ფერი ადგილობრივებს არ მოსწონთ. ჩნდება კითხვა: მაშინ რისთვის ან ვისთვის კეთდება ეს ყველაფერი?

[გულო კოხოძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გაწირული სიმწვანე


ახალციხეში რუსათველის ქუჩაზე ალვის ხეები მოჭრეს[ფოტო/ვიდეო]
ახალქალაქში, რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია ფეკალიებით იტბორება [Photos]
ახალციხის სკვერში ნაძვის ხეები დარგეს
”გუბერნატორმა ხეების მოჭრა დაგვავალა და ვჭრით”
შოთა რუსთაველის ძეგლთან არსებული შადრევანი წლებია დაზიანებულია
შოთა რუსთაველის ძეგლის რესტავრაცია დასრულდა ®