FM97.5 / LIVE

‘სპორტი ყველაფერია’ – ჩემპიონები ახალციხიდან

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.05.2019
ყოველდღე რეჟიმში ყოფნა, მწვრთნელის მიერ დაწერილი გეგმის ზუსტად შესრულება და სარბენ ბილიკზე აკრეფილი სიჩქარე მათთვის წარმატების მომტანია. „სამხრეთის კარიბჭე“ გაგაცნობთ ჩემპიონებს ახალციხის მძლეოსანთა კლუბიდან.

‘სპორტი ყველაფერია’ – ჩემპიონები ახალციხიდან

ახალციხის მძლეოსანთა კლუბის წევრი გაიანე უსტიანი სპორტით 12 წლის ასაკში დაინტერესდა. აქტიურ მოსწავლეს სპორტში ძალების მოსინჯვა მასწავლებელმა ურჩია. 16 წელია დარბის, ვარჯიშობს და შედეგიც შესაბამისია. 28 წლის სპორტსმენი ცხრაგზის საქართველოს ჩემპიონია.

„2003 წელი იყო, ჩემი კლასელები უკვე ვარჯიშობდნენ. იმდენად აქტიური ვიყავი სკოლაში, რომ ჩემმა მასწავლებელმა შემომთავაზა, ივარჯიშე, შენ ყველაფერს შეძლებო. მეც ვცადე. აღმოჩნდა, რომ ძალიან საინტერესო ყოფილა. შემიყვარდა ეს სპორტი და ბევრ შეჯიბრებაში მივიღე მონაწილეობა, წარმატებაც ყოველთვის მქონდა“.

გაიანემ 800 და 1500 მეტრზე სირბილში საქართველოს ჩემპიონის ტიტული 2006–2013 წლებში ზედიზედ რვაჯერ მოიპოვა. ქვეყნის მასშტაბით პირველი ადგილი აიღო 2019 წელსაც.



ოჯახური პრობლემების გამო, წარმატებულ სპორტსმენს დროებით ტაიმაუტის აღება მოუწია: „2013 წელს ჩემს ცხოვრებაში ის დრო დადგა, როდესაც გადავწყიტე სპორტისთვის თავი დამენებებინა. სწავლის დამთავრება, სამსახური და სპორტიც ყველაფერი ერთად ჩემთვის რთული აღმოჩნდა. ხუთწლიანი პაუზის შემდეგ ისევ დავბრუნდი, რადგან მივხვდი, რომ სპორტის გარეშე ცხოვრება არ შემეძლო“.

გაიანე თარჯიმანია, რთული სამუშაო განრიგის მიუხედავად, ცდილობს სულ ფორმაში იყოს და მწვრთნელის მიერ დაწერილი გეგმა ზედმიწევნით შეასრულოს. საცხოვრებლად თბილისში გადავიდა,მაგრამ ახალციხის მძლეოსანთა კლუბის წევრად მაინც რჩება და აქ გამართულ ტურნირებში ხშირად მონაწილეობს.

ამბობს, რომ სპორტმა თავდაჯერებულობა და სიმამაცე შემატა, - “სპორტმა მასწავლა რომ უნდა ვიყო თავდაჯერებული, არ უნდა მეშინოდეს და არ უნდა ვნერვიულობდე, სარბენ ბილიკზე რომ გამოვდივარ არ ვნერვიულობ. ახლა ჩემი მიზანია, რომ ხუთწლიანი პაუზის შემდეგ ძალები აღვიდგინო და ძველი შემართება დავიბრუნო“.

გაიანეს მსგავსად, ყოველდღიური ვარჯიშით, ზუსტად გაწერილი განრიგით ცდილობს წარმატების მოპოვებას მძლეოსანი მინდია ენდელაძეც.

400 მეტრიან დისტანციაზე სირბილში მინდიას პირადი რეკორდი 48.11 მეასედი წამია, მან ეს შედეგი სტამბოლში, ბალკანეთის ჩემპიონატზე აჩვენა.
17 წლის იყო, როდესაც გადაწყვიტა, რომ სპორტში ეცადა ბედი. მას შემდეგ ოთხი წელი გავიდა. ამბობს, რომ სპორტისთვის ოთხი წელი არაა დიდი დრო, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი საუკეთესო შედეგი უჩვენა.

„იმისათვის რომ წარმატებას მივაღწიო, ბევრ რამეს ვაკეთებ. თუნდაც რეჟიმი, ადრე დაძინება, დილით ადრე ადგომა. დღეში ორი ვარჯიში დილით და საღამოს. მნიშვნელოვანია კვებაც. ვფიქრობ თუ კვება არ იქნება ნორმალური, კარგ შედეგზე ფიქრს აზრი არ აქვს“.

მისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ტურნირი მალტაში გამართული ევროპის ჩემპიონატი იყო, სადაც 400 მეტრზე სირბილში ევროპის თასის მფლობელი გახდა.

მისი ცხოვრების მთავარი მიზანი დაწყებულ საქმეში წარმატების მიღწევაა. თვალს ადევნებს წარმატებული სპორტსმენების ცხოვრებას და ცდილობს მათგან ის ისწავლოს, რაც კარიერისთვის გამოადგება. ამბობს, რომ ყველაზე მეტად შეჯიბრზე გასვლის წინ ნერვიულობს.



„ჩემი ფავორიტი სპორტსმენი ას მეტრზე სირბილში მსოფლიო რეკორდსმენი, ოლიმპიური ჩემპიონი უსეინ ბოლტია, ასევე 400 მეტრზე სირბილში ვან ნიკერკი. ყველა ტურნირს უყურებ, ვსწავლობ იქიდან, რას როგორ აკეთებენ, და უფრო მეტი ჟინით ვვარჯიშობ ხოლმე. მინდა, რომ მეც იმ ელიტაში აღმოვჩნდე, სადაც ისინი არიან. იქ სადაც ასეთი შედეგები იდება“.

სწორედ ასეთი ჟინითა და შემართებით განაგრძობს ვარჯიშს და დიდი სურვილი აქვს, რომ 2020 წელს ტოკიოში გამართულ ოლიმპიადაზე მოხვდეს.

გაიანესა და მინდიასგან განსხვავებით მძლეოსანი მარიამ ზედგინიძე ახალბედა სპორტსმენია, თუმცა რა კითხვაც არ უნდა დაუსვა, ჰკითხო რას აკეთებს, რა უყვარს, ყველაფერზე ერთი პასუხი აქვს – „მთავარი ვარჯიში და სპორტია“.

სტადიონს და მძლეოსნობის კლუბს ოჯახს ეძახის და სახლისგან ვერ ასხვავებს. სირბილით სულ რაღაც ერთ წელია, რაც დაინტერესდა, თუმცა ამ მოკლე პერიოდში კარგ გუნდურ და ინდივიდუალურ მოთამაშედ იქცა.

„გუნდი ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემი გამარჯვება თანაგუნდელზე და მწვრთნელზეა დამოკიდებული, მათთან ერთად ვვარჯიშობ და ერთმანეთს ვეხმარებით“.

ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი მარიამისთვის 2018 წელს პარიზში გამართული სასკოლო ოლიმპიადა აღმოჩნდა, ამბობს, რომ იქ დიდი გამოცდილება მიიღო.

„სპორტი ჩემთვის ყველაფერია. თავი მხოლოდ აქ წარმომიდგენია. ეს ჩემი მეორე სახლია და ჯგუფის წევრებიც ჩემი ოჯახის წევრები არიან“.

‘სპორტი ყველაფერია’ – ჩემპიონები ახალციხიდან
მარიამ ზედგინიძე

ახალციხის მძლეოსანთა კლუბში დღეს 75–მდე სპორტსმენია. მძლეოსნობა ახალციხეში, როგორც სპორტის სახეობა 1930 წლიდან არსებობს. ამ პერიოდის განმავლობაში მესხ სპორტსმენებს არაერთი წარმატება აქვთ მოპოვებული.

‘სპორტი ყველაფერია’ – ჩემპიონები ახალციხიდან
მინდია ენდელაძე

‘სპორტი ყველაფერია’ – ჩემპიონები ახალციხიდან
გაიანე უსტიანი

[მარიამ ბარძიმაძე, ნანა ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პირველი ადგილი 400 მეტრზე გარბენში–მინდია ენდელაძის წარმატება ბაქოში
მინდია ენდელაძე მძლეოსნობაში საქართველოს ჩემპიონია
ნიაზ დიასამიძე - ახალციხელი სამბისტი წლის მთავარი ტურნირის პრიზიორია
'საკუთარი თავი თვითონ უნდა გამეტანა' - გზა ახალციხიდან ევროპის ჩემპიონობამდე [ვიდეო]
ახალციხელი მძლეოსანი ბულგარეთიდან ვერცხლის მედლით დაბრუნდა
4 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო - ახალციხელი მძლეოსნების წარმატება
ახალციხელი ბექა ბერძენიშვილი სამბოს მსოფლიო ჩემპიონატზე იჭიდავებს