FM97.5 / LIVE

სკვერი ხეების გარეშე

მთავარისაზოგადოება 08.06.2012
დღეს, თამარაშვილის ქუჩაზე, მშენებარე იუსტიციის სახლის გვერდით, სკვერის მოწყობა ხეების მოჭრით დაიწყეს

სკვერი ხეების გარეშე

ახალციხის ცენტრალური პარკის, თამარაშვილის ქუჩზე მდებარე საპატრულო პოლიციისა და ასევ მშენებარე იუსტიციის სახლის ადგილზე ხეების მასობრივი გაჩეხვის შემდეგ, მოსახლეობა ხეების ჭრის პროცესს კიდევ უფრო გაღიზიანებული შეხვდა.

”რა უნდა ააშენონ იმის ფასი, რასაც ჭრიან?! გაჩეხეს მათელი ქალაქი! - აცხადებენ თამარაშვილის ქუჩის მცხოვრებლები და პრესასთან ინკოგნიტოდ რჩებიან - როცა პოლიციისა და იუსტიიის სახლის ადგილზე ჩეხავდნენ ხეებს და ხმა ამოვიღეთ, ამისთვის დავისაჯეთ, ჩვენ რა შეგვიძლია?! ვდგავართ ასე უსუსურად და შორიდან ვუყურებთ, როგორ ჭრიან ხეებს”.

როგორც ხეების მჭრელები აცხადებენ, აქ მხოლოდ ხუთი ხე მოჭრეს, სამი წიწვოვანი და ორი ფოთლოვანი: ”მათ გარდა კიდევ ერთი ხმელი ხე იყო, მაგრამ დავტოვეთ”.

თამარაშვილის ქუჩაზე სკვერს ”ვისოლი” აკეთებს. მასვე ეკუთვნის ქალაქის ცენტრში, ყოფილი გუბერნიის შენობაში მშენებარე ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი ”სმარტი” და აქვე ბენზინგასამართი სადგურიც.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მალხაზ გიქოშვილის განცხადებით, აქ მხოლოდ ტუია და ერთი ”უსახური ხე” მოიჭრა: ”სხვას ხელს არაფერს ვკიდებთ, რადგან არც დარგვა გვაქვს გათვალისწინებული. ამიტომ სკვერი იმ გამწვანებით მოეწყობა, რომელიც ამჟამადაა”.

მისივე თქმით, ტუია საერთოდ მტვრის ბუდეა, თან მათი მოჭრა გზის გაფართოებისთვის გახდა საჭირო: ”იუსტიციის სახლის მშენებლობისას გზა დავიწროვდა. ამიტომ ,სკვერის გასწვრივ მდებარე ბორდიულის ხარჯზე გავზრდით გზას. ბორდიულს კი შიგნით, სკვერის მხარეს შევწევთ”.

აქ მოეწყობა სკვერი პატარა ბილიკებით, დასასვენებელი სკამებით, წყლითა და განათებით. მუშაობა თვის ბოლომდე დასრულდება.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

”გუბერნატორმა ხეების მოჭრა დაგვავალა და ვჭრით”
დანიელაშვილის ქუჩაზე ალვის ხეებს ჭრიან
დანიელაშვილის ქუჩაზე ალვის ხეებს მოჭრიან
სოფელ ტაძრისში სკვერი მოეწყობა ®

ახალციხეში ხეებს გადაბელავენ და ახალ ნერგებს დარგავენ
არდაგნის დასახლებაში სკვერი მოეწყობა ®
თამარაშვილის ქუჩაზე ორ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება