FM97.5 / LIVE

”გუბერნატორმა ხეების მოჭრა დაგვავალა და ვჭრით”

მთავარისაზოგადოება 04.09.2012
ახალციხეში ხეების ჭრა გრძელდება. სამხედრო დასახლებაში 30-მდე ხე უნდა მოიჭრას

”გუბერნატორმა ხეების მოჭრა დაგვავალა და ვჭრით”

კოსტავას ქუჩაზე ე.წ. პიტიატაშკებში, მძიმე ტექნიკა მუშაობს. ჯერ გზა სწორდება, შემდეგ კი ასფალტი დაიგება.

ტრანსპორტითა და ფეხით მოსიარულეთათვის თავისუფლად გადაადგილების მიზნით, გზაზე ხეეები მოჭრეს. ხეები მოჭრეს ეზოებში, კორპუსების წინაც.

”ამ დასახლებაში სახურავების გადახურვაზე ვმუშაობდი, 6 კორპუსი გადავხურეთ. ახლა გუბერნატორმა ხეების მოჭრა დაგვავალა და ვჭრით”, - ამბობს ინდმეწარმე მარკიროს საპონჯიანი.

ამავე დასახლების მკვიდრის მედიკო ნებაძის თქმით, აქ გუბერნატორი გუშინ საღaმოს იყო: ”კანალიზაციის მილია ზემოთ ამოწეული და გვითხრა, რომ სანამ ეს არ მოწესრიგდება, მანამდე ზემოდან ასფალტს არ დააგებენ”.

რაც შეეხება მოჭრილ ხეებს, ამბობს რომ ” ახალი დაგებული გზა კარგი იქნება”.

ხეების ჭრაზე უბანში დაახლოებით ექვსი კაცი მუშაობს.

უკმაყოფილო მოსახლეობა ამ პროცესს კორპუსების ფანჯრებიდან და აივნებიდან ადევნებს თვალყურს, მაგრამ კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.

”არსად დამწეროთ, ამ პერიოდში რამის თქმა მტერმა გაბედოს! ჩემი თქმით აქ არაფერი შეიცლვება”, - გვითხრა შუახნის მამაკაცმა და გაგვეცალა.

მუშის თემურ კაპანაძის თქმით, სამხედრო დასახლებაში 22 ხე მოიჭრა და 6-ს კიდევ მოჭრიან.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დანიელაშვილის ქუჩაზე ალვის ხეებს მოჭრიან
ახალციხეში რუსათველის ქუჩაზე ალვის ხეები მოჭრეს[ფოტო/ვიდეო]
სკვერი ხეების გარეშე
დანიელაშვილის ქუჩაზე ალვის ხეებს ჭრიან
ქალაქი ხეების გარეშე
ახალციხეში ხეების გადაბელვა მიმდინარეობს
'მსგავსი სისულელე ვის მოაფიქრდა?!' – მოასფალტებული  ხეები ახალციხეში [ფოტო]