FM97.5 / LIVE

19 მაისის არჩევნებისთვის ბიულეტენების ტექსტები დამტკიცდა

მთავარისიახლე, არჩევნები 09.05.2019
ცენტრალურმა და საოლქო საარჩევნო კომისიებმა 19 მაისს გასამართი ყველა სახის არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენების ტექსტები დაამტკიცეს.

19 მაისის არჩევნებისთვის ბიულეტენების ტექსტები დამტკიცდა

განსხვავებული სახის ბიულეტენები შესაბამისი ტექსტით და განსხვავებული შევსების წესით ცესკომ მხოლოდ იმ საარჩევნო უბნებისთვის დაამტკიცა, სადაც ხმის ელექტრონული დათვლის საპილოტე პროექტი განხორციელდება.

ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი მიმდინარე კვირაში დაიწყება, რომელსაც ცესკოს წევრები და დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები დააკვირდებიან (ბიულეტენების ბეჭდვის პროცესზე დამკვირვებლები ცესკომ დღეს გამართულ სხდომაზე დანიშნა). ბიულეტენები 410 საარჩევნო უბნისთვის იბეჭდება.

19 მაისს გასამართი ყველა სახის არჩევნებისთვის კანდიდატების რეგისტრაციიდან მოსხნის ბოლო ვადა 7 მაისს 18:00 სთ-ზე ამოიწურა.

2019 წლის 19 მაისს საქართველოს პარლამენტის (#1 მაჟორიტარული ოლქი - მთაწმინდა) და საკრებულოს შუალედური არჩევნები (საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები), ასევე მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნები (მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნები) იმართება.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ცესკომ საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნები დანიშნა
ხვალ, 19 მაისს საქართველოში შუალედური და რიგგარეშე არჩევნები გაიმართება
ცესკომ შუალედური არჩევნები დანიშნა
არალში შუალედური არჩევნები 27 ოქტომბერს გაიმართება
ცესკომ 19 მაისის არჩევნებისთვის კანდიდატების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკომ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის  ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო
არჩევნების მეორე ტურისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო (R)