FM97.5 / LIVE

ცესკომ 19 მაისის არჩევნებისთვის კანდიდატების რიგითი ნომრები განსაზღვრა

მთავარისიახლე, არჩევნები 16.04.2019
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატების რიგითი ნომრები განსაზღვრა.

ცესკომ 19 მაისის არჩევნებისთვის კანდიდატების რიგითი ნომრები განსაზღვრა

ცესკოს პრესსპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ 19 მაისს გაიმართება სამი სხვადასხვა სახის არჩევნები, ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საარჩევნო სუბიექტს, თუ ის სხვადასხვა სახის არჩევნებში მონაწილეობს, ერთი და იგივე რიგითი ნომრის გამოყენების შესაძლებლობა ჰქონდეს.

საქართველოს პარლამენტის N1 მაჟორიტარული ოლქის შუალედურ არჩევნებში, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია, მონაწილეობის მიზნით რეგისტრაცია გავლილი აქვს 16 პოლიტიკურ პარტიას, ერთ საარჩევნო ბლოკს და ექვს საინიციატივო ჯგუფს. პარლამენტის დეპუტატობის მაჟორიტარული კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადა 19 აპრილია.

გარდა ამისა, რვა მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნებისათვის რეგისტრირებული არის 18 პოლიტიკური პარტია და ექვსი საინიციატივო ჯგუფი, ხოლო ხუთ მუნიციპალიტეტში მერების რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით რეგისტრაცია გავლილი აქვს 18 პარტიასა და ცხრა საინიციატივო ჯგუფს.

მიქელაძის განცხადებით, 19 მაისის არჩევნებზე რეგისტრაცია გავლილი აქვს 18 ადგილობრივ არასამთავრობოს, შვიდ მედიასა და სამ საერთაშორისო ორგანიზაციას.

მონაწილე სუბიექტებისთვის მინიჭებული ნომრები ასე გამოიყურება:

N 1 – „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“

N 2 – „ევროპული საქართველო მოძრაობა თავისუფლებისთვის“

N 3 – „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“

N 4 – „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა“

N 5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“

N 8 – „დავით თარხანმოურავი, ირმა ინაშვილი - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“

N 9 – „თავისუფალი საქართველო“

N 13- „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“

N 17 – „საქართველო“

N 18- „ტრადიციონალისტები“

N 21-„მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“

N 23 – „ახალი ქრისტიან დემოკრატები“

N 24 – „მოძრაობა სოციალური სამართლიანობისათვის“

N 27 – „პოლიტიკური პლატფორმა ახალი საქართველო“

N 28 – „სამართლიანობის აღდგენის კავშირი, ხმა ერისა, უფალია ჩვენი სიმართლე“

N 31 – „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა"

N 33 – „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“

N 35 – „გირჩი“

N 38- "ეროვნულ დემოკრატიული პარტია"

N 39 – „ქრისტიან- კონსერვატორები“

N 40 – "სახალხო პარტია“

N 41 – "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ცესკომ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის  სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე სუბიექტების საარჩევნო ნომრები ცნობილია
პრეზიდენტობის კანდიდატების რიგითი ნომრები განისაზღვრა
ცნობილია რომელმა პარტიებმა მიმართეს ცესკოს რეგისტრაციისთვის
ცესკომ პარტიებს საარჩევნო ნომრები მიანიჭა
საქართველოში დღეს საპრეზიდენტო არჩევნებია
N2 აბასთუმნის საარჩევნო უბანი 20:00 საათზე დაიხურა