FM97.5 / LIVE

TDI მინარეთის დემონტაჟზე პრემიერის პოზიციას აფასებს

მთავარისაზოგადოება 04.09.2013
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2 და 4 სექტემბრის განცხადებები სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე, რელიგიური დისკრიმინაციის კიდევ ერთი დადასტურებაა.

TDI მინარეთის დემონტაჟზე პრემიერის პოზიციას აფასებს
მინარეთის მოხსნასთან დაკავშირებით პრემიერის პოზიცია ორგანიზაციამ დღეს, 4 სექტემბერს შეაფასა. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

”პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მინარეთის მშენებლობა „კანონდარღვევით მოხდა და, შესაბამისად, თვითნებობასა და უკანონობაზე ხელისუფლება თვალს ვერ დახუჭავს". ივანიშვილმა უარყო მინარეთის „დემონტაჟის" რელიგიური სარჩული. მისი თქმით, რელიგიური შემწყნარებლობა „ჩვენი ხალხისთვის სრულიად ბუნებრივია" და მინარეთის მოჭრა კანონიერების დაცვას დაუკავშირა: „როგორც მთავრობის მეთაური აქცენტს გავაკეთებ კანონზე. არ შეიძლება ისე მოვიქცეთ, რომ ერთ ღამეში, დილით გავიღვიძოთ და მინარეთი დგას, რომელიც არავისთან შეთანხმებული არ არის, პროექტი არ არსებობს , ადგილობრივი თვითმმართველობა საქმის კურსში არ არის".

სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრის განცხადებას დამაჯერობლობა აკლია.

1. აქამდე მინარეთის დემონტაჟის მიზეზად არა უკანონო მშენებლობა, არამედ საბაჟო რეჟიმის დარღვევა სახელდებოდა. მთავრობის წარმომადგენლების მიერ მინარეთის „დემონტაჟის" სხვადასხვა მიზეზის დასახელება გვიჩვენებს, რომ „დემონტაჟი" კანონის დარღვევის გამო არ განხორციელებულა.

2. უნდა აღინიშნოს, რომ საბაჟო სამსახურს მინარეთის დემონტაჟის არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნდა და მის მიერ განხორციელებული ოპერაცია უკანონო ხასიათს ატარებდა.

3. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მინარეთი უკანონოდ იყო დადგმული, დაუშვებელი იყო და არის მისი კანონის დარღვევით დანგრევა. დაუშვებელია, ერთი კანონდარღვევის მეორე კანონდარღვევით გამოსწორება, მით უმეტეს, თუ ამ კანონდარღვევას თვითონ სახელმწიფო ჩადის და პრემიერ-მინისტრი ამართლებს.

4. სხვა, მათ შორის რელიგიური დანიშნულების ნაგებობების უკანონო მშენებლობისა და მეორე მხრივ, მუსლიმთა უფლებების სისტემატიურად ქცეული ხელყოფის ფონზე, მინარეთის დანგრევა შეიძლება შეფასდეს როგორც შერჩევითი სამართლის პრეცედენტი და კანონის დისკრიმინაციული გამოყენება.” - ნათქვამია განცხადებაში.

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ ჩამოთვლილი ფაქტორები უკიდურესად საეჭვოს ხდის პრემიერ-მინისტრის პოზიციას იმის შესახებ, რომ სოფელ ჭელაში მინარეთის „დემონტაჟს" არაფერი აქვს საერთო რელიგიურ დისკრიმინაციასთან.

”პირიქით, მისი განცხადებები რელიგიური დისკრიმინაციის კიდევ ერთი დადასტურებაა – განსაკუთრებით საგანგაშო იმ ფონზე, როდესაც ივანიშვილის მთავრობის წევრები ვერ ახერხებენ რელიგიური გრძნობების გამოხატვისას პირადისა და თანამდებობრივის გამიჯვნას და საჯაროდ აყენებენ ეჭვქვეშ რელიგიური უმცირესობის საკულტო ნაგებობების, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მინარეთის არსებობის საჭიროებას.
ჩვენ მოვუწოდებთ პრემიერ-მინისტრსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ მუსლიმი მოქალაქეების დაუსაბუთებელი და უპასუხისმგებლო დადანაშაულებისგან. მოვუწოდებთ, ყველაფერი იღონონ, რათა დროულად დაიწყოს გამოძიება ჭელას მინარეთის მოხსნის ფაქტთან დაკავშირებით, პასუხისგებაში მიეცნენ ის მოხელეები და თანამდებობის პირები, რომელთა უკანონო ქმედებებმა უხეშად დაარღვიეს მუსლიმი მოსახლეობის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები.” - ნათქვამია განცხადებაში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

TI: 'შემოსავლების სამსახურს არ ჰქონდა მინარეთის დემონტაჟის უფლება'
ბიძინა ივანიშვილის თქმით, ჭელაში მინარეთი კანონდარღვევით აშენდა
ქართველ მუსლიმთა კავშირი განცხადებას ავრცელებს
ჭელის მეჩეთის წინამძღვარი:'გამოვიყენებთ ყველა ღონეს, რათა საერთაშორისო საზოგადოება ჩავაყენოთ საქმის კურსში'
EMC: რელიგიური ნაგებობების მშენებლობის პრაქტიკა გადასახედია
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი განცხადებას ავრცელებს
 ვითარება ჭელაში მინარეთის დემონტაჟის შემდეგ [Photo]