FM97.5 / LIVE

ბორჯომის მერიამ მონიკა ჭანტურიას მადლობის სიგელი გადასცა [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 23.04.2019
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი, მოადგილეებთან და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად წაღვერის საჯარო სკოლას ესტუმრნენ და წარმატებული პედაგოგი მონიკა ჭანტურია მადლობის სიგელით დააჯილდოვეს.

ბორჯომის მერიამ მონიკა ჭანტურიას მადლობის სიგელი გადასცა [R]

მონიკა, საქართველოს მასშტაბით, გამართულ კონკურში ქართული ენისა და ლიტერატურის ხუთ საუკეთესო მასწავლებელს შორის, სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა. მთავარ დაჯილდოებაზე კი ეროვნული ბიბლიოთეკის რჩეული პედაგოგი გახდა.

ხელმძღვანელმა პირებმა მონიკას მიულოცეს მიღწეული წარმატება და მადლობა გადაუხადეს სასწავლო პროცესში ინოვაციური და განსაკუთრებული მიდგომების დანერგვისათვის.

როგორც მერმა აღნიშნა, მონიკას წარმატება ბორჯომის წარმატებაა, მისი სწავლის მეთოდი და საქმისადმი დამოკიდებულება კი სამაგალითოა სხვებისთვისაც.

შეხვედრის ბოლოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სკოლის ახალი ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, რომლის სრული რეაბილიტაცია ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ფარგლებში განხორციელდა.

წაღვერის საჯარო სკოლაში წელს კიდევ ერთი სიახლეა დაგეგმილი. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, სკოლის ტერიტორიაზე გარე-სპორტული მოედნის მოწყობა მოხდება.

ბორჯომის მერიამ მონიკა ჭანტურიას მადლობის სიგელი გადასცა [R]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

წაღვერის სკოლის მასწავლებელს ეროვნული ბიბლიოთეკის პრიზი გადაეცა
საფეხური: წარმატებული მასწავლებელი წაღვერის სკოლიდან [Audio]
'საქართველოს რკინიგზა' წლის საუკეთესო ბიზნესპარტნიორად დასახელდა[R]
წაღვერის საჯარო სკოლას ეროვნულმა ბიბლიოთეკამ წიგნები გადასცა
დელეგაცია ‘ათასწლეულის გამოწვევის ფონდის’ მიერ რეაბილიტირებულ ვალის სკოლაში
სასწავლო პროცესი ახალციხის ყველა სკოლაში განახლდა
ახალციხის პირველ სკოლაში რემონტის დასრულებას სწავლის დაწყებამდე გეგმავენ